close

ფსიქოლოგია

ბიზნესიფსიქოლოგია

მარტოობა ხშირად პროდუქტიულია

ცხოვრება ყველა ადამიანისთვის სხვადასხვაგვარია, თითოეულ პიროვნებას საკუთარი აზრი გააჩნია ნებისმიერ საკითხზე, მაგრამ ხშირად ისე ხდება, რომ ინდივიდები ვერ ახერხებენ თავიანთი დამოკიდებულებების სწორად გამოხატვასა და ჩვენებას.

ბიზნეს ინსაიდერმა გამოაქვეყნა სტატია, სადაც წაიკითხავთ, თუ რისთვისაა საჭირო მარტოობა, რაში გვეხმარება იგი, როგორც ცნობილია, ერთ–ერთი წიგნის, „უხელმძღვანელე საკუთარ თავს“ წაკითხვის შემდეგ რესპოდენტმა გაუზიარა თავისი აზრი მკითხველს, რომ თუ ადამიანი ისეთ გარემოცვაშია, რომ საკუთარ აზრს სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ ასაჯაროებს, შესაძლებელია ფსიქოლოგიური ტრამვა მიიღოს.

ადამიანი როდესაც მარტო რჩება საკუთარ თავთან, ფიქრობს ისეთ საკითხებზე, რაც მისთვის უმნიშვნელოვანესია და ეძებს გადაჭრის ხერხებს, სიმშვიდე, მხოლოდ ერთი პიროვნება და მისი აზროვნება ხშირად საწინდარია სწორი გადაწყვეტილებების მიღებისა.

წყარო : Businessinsider.com

მასალა მოამზადა : ლაშა ჯინჭარაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

სრულად ნახვა
კვლევებიფსიქოლოგია

კვლევა – ნუ მოერიდებით ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებას, ეს თქვენ ბედნიერებას მოგანიჭებთ

როდესაც ადამიანი რთული გადაწყვეტილების წინაშე დგას, სტატუს -კვოს წინააღმდეგ წასვლა და ცვლილების განხორციელება მას უფრო ბედნიერს ხდის, ვიდრე ცვვლილებებზე უარის თქმა,- ამის შესახებ ცნობილი ამერიკელი ეკონომისტის სტივენ ლევიტის კვლევაშია ნათქვაი, რომელიც ჟურნალ Review of Economic Studies-ში გამოქვეყნდა.

ლევიტმა ექსპერიენტის ფარგლებში ვებ-გვერდი freakonomicsexperiments.com შექმნა, სადაც მოხალისეებს სთხოვდნენ, აერჩიათ  მნიშვნელოვანი საკითხი, როელზეც ისინი ფიქრობდნენ და გადაწყვეტილების იღება სურდათ : „დავტოვო თუ არა სასახური?“, „ვიშვილო თუ არა?“, „განვქორწინდე თუ არა? თუმცა, გადაწყვეტილების მიღებამდე მეგობრებსა და ოჯახისთვის რჩევის კითხვისა და დადებითი და უარყოფითი მხარეების განხილვის ნაცვლად, პასუხის მისაღებად მათ ვირტუალური მონეტის ამობრუნებას სთავაზობდნენ.

ექსპერიმენტში მონაწილეებს ორი კითხვარი გაუგზავნეს, ერთი ორი თვის და ერთი – ექვსი თვის შემდეგ. ისინი, ვინც ცვლილებების განხორციელებაზე უარი განაცხადეს, 2 თვის შემდეგ თავის გადაწყვეტილებას იწონებდნენ, თუმცა, 6 თვის შემდეგ მათი უმრავლესობა აცხადებდა, რომ კარგი იქნებოდა, გადაწყვეტილება რომ მიეღო და ცვლილება განეხორციელებინა.

რაც შეეხებათ იმ მონაწილეებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი ცვლილება განახორციელეს, ისინი როგორც ორი, ასევე ექვსი თვის შემდეგ აცხადებდნენ, რომ თავს ბედნიერად გრძნობდნენ და მიღებული გადაწყვეტილებით კმაყოფილები იყვნენ.

„გადაწყვეტილების მიღების პროცესში ოქროს წესი გახლავთ შემდეგი : თუკი არ იცით, როგორ მოიქცეთ და რა გადაწყვეტილება მიიღოთ, სჯობს აიჩიოთ ის, რომელიც ცვლილებასთანაა დაკავშირებული, ვიდრე შეინარჩუნოთ სტატუს-კვოს მდგომარეობა,“- აცხადებს ლევიტი.

მის მიერ ჩატარებულმა კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ როდესაც საქმე ცხოვრების მნიშვნელოვან მოვლენებთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებას ეხება, ადამიანები დიდ სიფრთხილეს იჩენენ და ცვლილებას ერიდებიან, თუმცა ისინი, ვინც გაბედულები არიან და ცვლილება არ აშინებთ, თავს უფრო ბედნიერად გრძნობენ.

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ  

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიფსიქოლოგია

განწყობა და დამოკიდებულებები

ადამიანის სიძლიერე არ განისაზღვრება მხოლოდ ფიზიკური შესაძლებლობებით, არანაკლებ მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური, ანუ მენტალური სიძლიერე, როდესაც ადამიანი ჩამოყალიბებულია, შეუძლია ემოციების სწორად მართვა და აკონტროლებს აფექტურ მდგომარეობას, შესაბამისად იგი ფსიქოლოგიურადაა ძლიერი.
ფსიქოლოგებისა და ექპერტების ცნობით ფიზიკურ სიძლიერეზე მნიშვნელოვანი, სწორედ მენტალური ძალაა, რადგან იგი განაგებს თქვენი ცხოვრების სტილს, აქედან გამომდინარეა თქვენი ფიზიკური და შინაგანი სიძლიერეც.
ბიზნეს ინსაიდერმა გამოაქვეყნა რამდენიმე რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ უკეთესობისკენ შეცვალოთ თქვენი ფსიქოლოგიური სახე:
1. ისწავლეთ თქვენი ემოციების მართვა
2. იცხოვრეთ ჯანსაღი ცხოვრების წესით, რომ აირიდოთ უარყოფითი ემოციები
3. ეცადეთ ეძებოთ პოზიტივი ყველაფერში
4. შეწყვიტეთ ის ქმედებები, რომლებიც თქვენს ფსიქოლოგიურ მხარეს ზიანს აყენებს.

წყარო : Businessinsider.com 

მასალა მოამზადა : ლაშა ჯინჭარაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ფსიქოლოგია

ამერიკელი მეცნიერები : ვეგანები და ვეგეტარიანელები თვითმკვლელობის ჩადენის სამჯერ უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან, ვიდრე ხორცისმჭამელები

ალაბამას უნივერსიტეტის მეცნიერებმა ახალი კვლევა ჩაატარეს, რომლის შედეგებმაც აჩვენა, რომ ვეგანები და ვეგეტარიანელები დეპრესიისა და შფოთვის განვითარების გაცილებით მაღალი რისკის ქვეშ არიან, ვიდრე ის ადამიანები, რომლებიც ხორცით იკვებებიან.
კვლევის თანახმად, ყოველი მესამე ვეგანი ან ვეგეტარიანელი დეპრესიას ან შფოთვას განიცდის. ხორცისმჭამელებთან შედარებით ორჯერ მეტი ალბათობით ესაჭიროებათ ფსიქიკური დაავადების საწინააღმდეგო მედიკამენტების მიღება და თვითმკვლელობის ჩადენის სამჯერ უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან.
კვლევის – „ხორცი და ფსიქიკური ჯანმრთელობა : ხორცის მიღებისგან თავშეკავებასა და დეპრესიას, შფოთვასა და მასთან დაკავშირებული ფენომენის სისტემატური განხილვის“ – ფარგლებში 18 სამეცნიერო კვლევა და მათში ჩართული 160 257 ადამიანი გამოიკვლიეს და დაადგინეს, რომ ისინი, ვინც ხორცს არ ჭამენ, დეპრესიის, თვითდაზიანების მიყენებისა და თვითმკლველობის ჩადენის გაცილებით მაღალი რისკის ქვეშ არიან. კვლევა ჟურნალ „Critical Reviews in Food Science and Nutrition“-ში გამოქვეყნდა.
აღსანიშნავია, რომ სამეცნიერო წრეებში არსებობს კიდევ ერთი მოსაზრება : ვეგანურ ან ვაგეტარიანულ კვებით რაციონზე გადასვლა გარკვეული „ქცევითი ნიშანია“, რომელიც იმაზე მეტყველებს, რომ ამა თუ იმ ადამიანს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. თუმცა, აღნიშნული თეორია ჯერჯერობით დამტკიცებული არ არის და მხოლოდ მოსაზრების დონეზე რჩება.

მასალა მოამზადა :  თამარ ტაბტაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ბიზნესიფსიქოლოგია

ნდობის თამაში – ექსპერიმენტი, რომელიც შურისძიების მოტივაციას ხსნის

შვეიცარელმა მეცნიერებმა, ერნესტ ფერის ხელმძღვანელობით, ჩაატარეს „ნდობის თამაშის“ სახელით ცნობილი ექსპერიმენტი, რომლის წყალობითაც ბევრი ახალი რამ შევიტყვეთ შურისძიების მოტივაციის შესახებ, თამაშის პირობები დაახლოებით ასეთია: თქვენ და თქვენს ანონიმ პარტნიორს გეძლევათ ათ–ათი დოლარი. პირველი სვლა თქვენია. უნდა გადაწყვიტოთ, დაიტოვოთ ფული თუ პარტნიორს გაუგზავნოთ. თუკი თანხას დაიტოვებთ, თითოეულ თქვენგანს ათი დოლარი დარჩება და თამაშიც დამთავრდება, ხოლო თუ გაუგზავნით, ექსპერიმენტატორები ფულს გააოთხმაგებენ და თქვენს მეწყვილეს 40 დოლარს მისცემენ. ამგვარად, მის ბანკში 50 დოლარი შეგროვდება.

იბადება ბუნებრივი კითხვა: რატომ უნდა მისცეთ ფული პირველმა? პასუხი მარტივია: იმედი გაქვთ, რომ პარტნიორიც ნამუსიანად მოიქცევა თავის სვლაზე. მას კი ორი არჩევანი აქვს– ან მთელი თანხა უნდა დაიტოვოს, ან გაგიყოთ და 25 დოლარი გამოგიგზავნოთ.

თუკი თქვენი მეწყვილე რაციონალურად და პირადი ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებს, იგი ფულს არ გაგინაწილებთ. თუ ეს იცით და ასევე რაციონალურად მოაზროვნე ხართ, არც თქვენ გაუგზავნით კუთვნილ 10 დოლარს. კარგი ამბავი ისაა, რომ ადამიანები მეტად მიმნდობები არიან და უფრო ხშირად პასუხობენ სიკეთით სიკეთეს, ვიდრე ამას სტანდარტული ეკონომიკური თეორია გვასწავლის. ექსპერიმენტის მსვლელობისას მრავალმა ადამიანმა გასცა თავისი 10 დოლარი და, უმეტეს შემთხვევაში კუთვნილი 25 დოლარიც მიიღო.

მაგრამ შვეიცარული თამაში აქ არ მთავრდება. თუ თქვენი პარტნიორი მთელს თანხას ჩაიჯიბავს, შეგიძლიათ თამაშის მომდევნო ფაზაში, გარკვეული საფასურის სანაცვლოდ, დასაჯოთ იგი. თქვენ მიერ გადახდილი თითოეული დოლარი თქვენს ხარბ მეწყვილეს 2 დოლარს წაართმევს. ამგვარად, თუკი 25 დოლარს არ დაინანებთ, თქვენი პარტნიორი მთლს თანხას დაკარგავს. შეიძლება იფიქროთ, რომ კაცი, რომელმაც ერთი წუთის წინ 10 დოლარი დაკარგა უაზრო ანგარიშსწორებისთვის კიდე უფრო მეტ ფულს წყალში არ გადაყრის, მაგრამ ფაქტია, რომ განაწყენებულ მოთამაშეთა უმრავლესობას არაკეთილსინდისიერი პარტნიორებისთვის სამაგიეროს გადახდის შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვია.

თუმცა, ცდის ყველაზე საინტერესო აღმოჩენა ეს არ ყოფილა. გადაწყვეტილების მიღების მომენტში ტესტის ორგანიზატორები ექსპერიმენტის მონაწილეთა გონებას ჰოზიტრონულ–ემისიური ტომოგრაფის საშუალებით უკეთებდნენ სკანირებას. მათი მნიშვნელოვანი აღგზნება დააფიქსირეს სტრიატუმში–ტვინის იმ მონაკვეთში, რომლის გააქტიურებაც, ჩვეულებრივ, ჯილდოს მიღების სიამოვნებას უკავშირდება. ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უმადური პარტნიორის დასჯის გადაწყვეტილება, როგორც ჩანს, სიამოვნებას ანიჭებთ ადამიანებს. მეტიც, რაც უფრო მეტი იყო უპატიოსნო მეწყვილის სასჯელი, მით უფრო მეტი იყო სტრიატუმის აქტივობა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საზღაურის მიგების წყურვილს – რაგინდ ძვირადღირებული და ირაციონალურიც იყოს იგი – ბიოლოგიური საფუძვლები აქვს.

 

წყარო: Harvard business review
მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”
სრულად ნახვა
ფსიქოლოგია

ემოციური კეთილდღეობა პანდემიის დროს

ქუჩების დაცარიელება , მარაგიდან ამოწურული პირბადეები , ეკონომიკური არეულობა და სტიგმა დავადების მიმართ , ესაა დღევანდელი მსოფლიოს განხილვის საკითხები. გავდივართ ქუჩაში თუ ვართ სახლში იზოლირებულ გარემოში ჩვენ გარშემო ინფორმაციის მუდმივი ნაკადი მოდის ,რომელიც გვაფრთხილებს გვაიმედებს და გვაინფორმირებს, დღევანდელ არსებულ სიტუაციაზე. ჯანმრთელობა უპირველეს ყოვლისა, ესაა დღევანდელობის მთავარი სქემა , ამასთან ერთად კი მოდის ფიქრები ემოციები შეგრძნებები რომელიც ასევე მნიშვნელოვანია.ხშირად ადამიანებში შფოთვას, ფორიაქს და დაძაბულობას იწვევს ის , რაც მათვის ამოუცნობია ეს ემოციეური მდგომარეობა კი მთელ მსოფლიოშია დასადგურებული. შფოთვა ამ საკითხის გარშემო ყველგანაა სოციალურ ქსელებში , სკოლებში ბაღებში და ოფისებში. მშობლები რომელთაც უწევთ სამსახურში სიარული და ამავდროულად ბავშვების კეთლდღეობაზე ზრუნვა და ემოციების შეკავება, ხანდაზმული ოჯახის წევრებზე ღელვა და მათ დაცვის სურვილი. არ დაგიმალავთ და ჩემთვის როგორც ფსიქოლოგისთვის , რომელიც მუდამ თვითძიებასა და საკუთარი კეთილდღეობის ბალანსისთვის იბრძვის,არც ისე ადვილი აღმოჩნდა, რამდენიმედღიანი განუკითხაობა იმისა თუ რახდება სამყაროში ,აქ და ამჟამად კონდიციიის შერყევა და იზოლაცია, მაგრამ ამის მიუხედავა,რელაქსირებული მუსიკის ფონზე გადავწყვიტე გავაცნობიერო, რა შემიძლია გავაკეთო და გავაკეთოთ ჩვენ ყველამ იმისათვის რომ გვქონდეს ადეკვატური ემოციური ფონი.
როდესაც ადამიაანის რაღაც ჯგუფს ახასიათებს შფოთვა, ეს მშფოთვარე ველი გადადის ყველაზე ვინც კი კონტაქტში შედის ამ ადამიანთან, იმისთვის რომ ჩვენ და ჩვენ გარშემო ხალხი იყოს ემოციურ კედილდღეობაში ამ რთული პერიოდის დროს შეგვიძლია პატარა ემოციეური ბიძგებით მივცეთ ერთმანეთს საშუალება რომ ვისუთქოთ და არ გავავცელოთ ველი შფოთვისა.
ინფორმაცია ძალაა – ეს ფრაზა ჩემი მთელი ცხოვრების განმავლობაში მომყვებოდა როდესაც ჩვენ ვფლობთ ინფორმაციას რაიმე მოვლენის შესახებ მისი კონტროლი და ადეკვატური ემოციური ფონის შენარჩუნება შესაძლებელია , როდესაც ვიცით რომ ამ ვითარებაში სასურველი სახლში დარჩენა პირად ჰიგიენაზე ზრუნვა,ჩვენი კონტროლი ამ სიტუაციისადმი უფრო იმატებს , პანიკას ანაცვლებს ინფრომირებულობა იმის შესახებ რომ უმძიმეს სიტუაციაშიც კი როდესაც გვგონია რომ არაფრის კეთება შეგვიძლია, ჩვენთვითონ აღმოვჩნდებით გასაღები ცვლილებისა და კონტროლისა
გაზიარება და მხარდაჭერა კაცობრიობის ერთერთი ყველაზე დიდი იარაღია ცოდნა რომელსაც ვიღებთ , ხარისხიანს ,გამოცდილებას რომელსაც გვიზიარებენ ასევე გვეხმარება იმაში რომ ჩვენი შფოთვა და პანიკა მეტად კონტროლირებადი გახდეს სწორედ ამიტომ რამოდენიმე არაჩვეულებრივი ფსიქოლოგი და ფსიქოთერაპევტი დამეხამრა იმაში რომ უფრო ღრმა რეკომანდაციები და რჩეები მოგაწოდოთ თუ როგორ შეიძლება ამ პერიოდის ეკოლოგიური ემოციებით დაძლევა.

როგორ შევიმსუბუქოთ შფოთვა და პანიკა სოციალური დისტანცირების დროს რა მეთოდებს შეგვიძლია მივმართოდ ?

შფოთვის შესამსუბუქლებლად ყველაზე ეფექტურია სუნთქვა და ფოკუსირება მასზე. არსებობს სპეციალური 4-წამიანი სუნთვის ვარჯიშები რაც შფოთვის დონეს საგრძნობლად სწევს დაბლა. ასევე იზოლაციაში ყოფნისას მნიშვნელოვანია პოზიტიურ მხარეზე აქცენტირება, რა რის კარგი როცა ხარ სახლში და რისთვის გაქვს გამონთავისუფლებული დრო ამის გადახედვა. შესაძლებელია ისეთი რესურსების და ნიჭის აღმოჩენაც მოხდეს ამ დროს აქამდე რომ არ იცოდა ადამიანმა.

ნინო კერესელიძე ( ფსიქოლოგი , გეშტალტ-ფსიქოთერაპევტი )

ეკა კაპანაძე ( ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი )

პირველ რიგში, უნდა გნვსაზღვროთ ამა თუ იმ ინდივიდის ფსიქოლოგიური მახასიათებლები. სოციალური დისტანცირების დროს, ამგვარი შეზღუდვა ერთისთვის შეიძლება დამცავ საშუალებად გვევლინებოდეს (ამ კონკრეტულ შემთხვევაში – ვირუსისგან), ხოლო მეორისთვის თავისუფლების შეზღუდვასთან ასოცირდებოდეს. საჭიროა მოხდეს კონკრეტული ადამიანის მიერ შფოთვისა და პანიკის გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირება სოციალური დისტანცირების პროცესში. შეიძლება შფოთვა გამოწვეული იყოს კომუნიკაციის შესაძლებლობების შეზღუდვით, რომელიც ამა თუ იმ ადამიანისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სასიცოცხლო საშუალებაა, ასევე აღნიშნული აკრძალვა საყოველთაო და მარტო იგი არ არის აკრძალვის სისტემაში მოქცეული.რეკომენდაციების სახით, სასურველია ინდივიდმა სოციალური დისტანცირების დროს პრიორიტეტად დააყენოს როგორც საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ასევე გარშემომყოფ ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა.

როგორ შეიძლება ერთმა ინდივიდმა გავლენა მოახდინოს მასობრივი შფოთვის და პანიკის დონის კონტროლზე ?
ყოველ ინდივიდს საკითარი პასუხისმგებლობა აქვს სოციუმში, შესაბამისად ყველა ადამიანს აქვს უნარი მოახდინოს გავლენა საზოგადოებაზე, როდესაც ჩვენი ქცევა არის ისტერიული და ვცდილობთ მოვაგვროვოთ პროდუქტი თუ სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები იმ რაოდენობით რომელიც საჭიროზე მეტია ამით ვახალისებთ სხვა ადამიანებშიც შფოთვას- ნინო კერესელიძე

თითოეული ადამიანი საკუთარი ემოციური სტაბილურობით, ზრუნავს იმ მიკროსოციუმზე, სადაც იგი იმყოფება. შფოთვა, პანიკა, ისევე როგორც სხვა ემოციები (დადებითი თუ უარყოფითი) გადამდებია. ასე რომ, შფოთვისა და პანიკის დადებითი ემოციების ტრანსფორმაციით ჩვენ ვცვლით ჩვენს აღქმას და გარემოზე რეაგირების გზებს პოზიტიური კუთხით.- ეკა კაპანაძე

რა რაკომენდაციებს და რჩვებეს მისცემდით ადამიანებს რომლებიც თვითიზოლაციასა და კარნტინში იმყოფებიან ?

მოიძიეთ აქტივობები რისი კეთების სურვილიც შეიძლება გქონდათ და აქამდე დროის უქონლობის გამო ვერ ახერხებდით, დაკავდით ფიზიკური აქტივობით, შეეცადეთ მოუსმინოთ სასიამოვნო მუსიკას და რაც მთავარია ჯანმრთელად იკვებოთ.- ნინო კერესელიძე

თვითიზოლაცია გარდა იმისა, რომ თავისუფლად გადაადგილებისა და გარკვეული დროით იზოლაციაში მარტო ყოფნას გულისხმობს, მისი დანახვა პოზიტიური რაკურსითაც არის შესაძლებელი: დრო, რომელიც მხოლოდ მე მეკუთვნის.
დამთრგუნველი ემოციების დროს მნიშვნელოვანი როლს თამაშობს რელაქსაციის, მოდუნების უნარი. დაძაბულობის მოხსნის მნიშვნელოვანი პირობაა მოდუნება. უნდა გვახსოვდეს, რომ დაძაბულება ეხება როგორც გონებას, ასევე სხეულსაც. მოცემულ მომენტში რელაქსაცია შეიძლება ჩაითვალოს სტრესთან გამკლავების საუკეთესო საშუალებად.

თვითიზოლაციით ძირითიდი პოსტულატის დისკომფორტიდან ზრუნვაზე გარდაქმნა ხელს შეგიწყობთ უფრო ეფექტურად გამოიყენოთ დრო. ეს იქნება – კითხვა, წერა, ხატვა, სიმღერა თუ ფიზიკური აქტივობები.
გააკეთეთ დღის განრიგი. დროის სტრუქტურირება დაგეხმარებათ თვითიზოლაციაში ყოფნის პერიოდი მრავალფეროვანი გახადოთ.
გისურვებთ წარმატებას და გახსოვდეთ, რომ თქვენ მარტო არ ხართ – ეკა კაპანაძე

იზრუნეთ საკუთარ ემოციურ კეთილდღობაზე და გისურვებთ ჯანმრთელობა.

მასალა მოამზადა : ემმა კოპალეიშვილმა 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ბიზნესიფსიქოლოგია

როგორ ავხსნათ ჩვენი ქცევები

დაბლა დახრილი თავი – უარყოფითი დამოკიდებულების, არმოწონების გამომხატველია. თუ თქვენი აუდიტორია დაბლა დაშვებული თავებით ზის, სასწრაფოდ უნდა მოიფიქროთ რაიმე, რომ დამსწრეთა დაინტერესების ხარისხი გაზარდოთ.
ხელების თავის უკან ამოდება – ეს ჟესტი ახასიათებს თავდაჯერებულ, უპირატესობის გრძნობით შეპყრობილ ადამიანს, ან ადამიანს, რომელსაც მიაჩნია, რომ ყველაფერი იცის ამ ქვეყანაზე. ალბათ, ამიტომაცაა, რომ ბევრი საშინლად ღიზიანდება ამ პოზის დანახვისას. თუ, ამავდროულად, ადამიანი ფეხს ფეხზე დებს მაშინ ის, ყველაფერთან ერთად, კამათისა და დისკუსიის მოყვარულია, ასეთ ადამიანს, მასთან ურთიერთობის გათანაბრების მიზნით, შეეცადეთ, პოზა შეაცვლევინოთ. მაგალითად, თუ რაიმე პრობლემაზე საუბრობთ, გახსნილი ხელისგულების გამოყენებით სთხოვეთ, კომენტარი გააკეთოს და მისი ნათქვამის მიმართ ინტერესი გამოხატეთ. შეგიძლიათ, ასევე, მისი პოზის ზუსტი გამეორება სცადოთ ( როგორც წესი პოზის სარკისებრი ასახვა ადამიანთან დათანხმებას ნიშნავს ) .
გვერდზე დახრილი თავი – გამოთქმულის მიმართ ინტერესის გამოხატვა. თუ თქვენი საუბრისას მსმენელი თავს გვერდზე ხრის, ნიკაპით ხეკს ეყრდნობა და მთლიანი სხეულით ოდნავ წინ გადმოიწევს, ესე იგი, თქვენ მიერ მიწოდებული ინფორმაცია მისთვის საინტერესოა. ანალოგიურად, თუ გსურთ, ადამიანი დადებითად განაწყოთ თქვენ მიმართ, ინტერესის გამომხატველი ჟესტი გამოიყენეთ.

წყარო : Harvard business review

მასალა მოამზადა : ლაშა ჯინჭარაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ფსიქოლოგია

პანიკური შეტევები – როგორ გავუმკლავდეთ ?

როგორ გავუმკლავდეთ პანიკურ შეტევებს ? გთავაზობთ, ფსიქოლოგ ეკა კაპანაძის რჩევებს, რომელიც სოციალურ სივრცეში გაავრცელა. 

პანიკური შეტევების შესახებ ინტერნეტ სივრცეში მრავლად არის ინფორმაცია მოცემული. მე შევეცდები პანიკური შეტევა განსხვავებული რაკურსით განვიხილო, რაც საშუალებას მოგცემთ თავად გახდეთ ავტორი მასთან გამკლავების პროცესში.
პანიკური შეტევა განმეორებადი ფსიქოსომატური სიმტომატიკის ერთობლიობაა, რომელიც შეიძლება გამოიხატებოდეს შემდეგი ნიშნებით:
1. აჩქარებული გულისცემა
2. ოფლიანობა
3. კანკალი
4. სუნთქვის გახშირება ან შეკავება
5. მკერდისტკივილი ან დისკომფორტი
6. თავბრუსხვევა, სიმყარის განცდის უქონლობა, გულის წასვლის ან გონების დაკარგვის შიში
7. გულისრევის შეგრძნება
8. სიცივის ან სიცხის შეგრძნებები
9. პარესთეზია (გაბუჟების ან ჩხვლეტის შეგრძნებები)
10. რედეარილიზაცია (არარეალურობის განცდა) ან დეპერსონალიზაცია
პანიკური შეტევა ხასიათდება უეცარი გამოვლინებით, მას არ გააჩნია დრო, სივრცე და ფორმა.
ეს გახლავთ ორგანიზმის რეაგირების საშუალება სხვადასხვა გარემო სტრეს-ფაქტორებზე.
ჩემთვის, როგორც ფსიქოლოგსითვის, მნიშვნელოვანია პანიკური შეტევების ფსიქოლოგიური მახასიათებლები და მასთან გამკლავების გზები.
სხვადასხვა ადამიანში პანიკურ შეტევას სხვადასხვა ფსიქოლოგიური მახასიათებლები და გამომწვევი მიზეზები შეიძლება ქონდეს. თუმცა, დომინანტის სახით შეიძლება წარმოდგენილი იყოს ირაციონალური შფოთისა და შიშის სახით.
კლინიკურად, პანიკური შეტევები ფსიქოთერაპევტისა და ფსიქიატრის (განსაკუთრებით, მწვავე ფორმების დროს) ერთობლივი მუშაობის საგანია, რომელიც პიროვნების ინდივიდუალური მდგომარეობიდან გამომდინარე მკურნალობის სხვადასხვა ვადებს შეიძლება მოიცავდეს. მე, როგორც ფსიქოთერაპევტი გამოვყოფდი ფსიქოთერაპიას, როგორც ძლიერ ინსტრუმენტს, პანიკურ შეტევებთან მუშაობის თვალსაზრისით.
შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, გთავაზობთ რეკომენდაციებს, თუ როგორ შეგიძლიათ გაუმკლავდეთ პანიკურ შეტევებს თავად, თუმცა ეს არ გულისხმობს შემდგომში პროფესიული მხარდაჭერის უგულებელყოფას:
• გახსოვდეთ, რომ პანიკური შეტევები არ არის მომაკვდინებელი
• შეეცადეთ სუნთქვის დარეგულირება: ცხვირით ჩაისუნთქეთ, პირით ამოისუნთქეთ და დააკვირდით თქვენს შეგძნებებს. სუნთქვის საშუალებით სხეულს მიეწოდება ჟანგბადი, უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა, ემოციური ფონი, ზრდის სხეულის ადაპტირებულ შესაძლებლობებს გარემოში
• მიმოიხედეთ, დააკვირდით გარემოს. გარემოსთან კონტაქტი გვეხმარება საყრდენის მოძიებაში
• შეეცადეთ, ვინმეს (მეგობარს, ოჯახის წევრს) ხელი მოკიდოთ. სხეულებრივი მხარდაჭერა უსაფრთხოების განცდას იძლევა
• შეეცადეთ ამოძრაოთ ხელები, ფეხები, თავი.
თქვენი ინდივიდუალური მდგომარეობიდან გამომდინარე, თავად შეგიძლიათ მოძებნოთ და მოირგოთ თქვენთვის სასურველი აქტივობა.
და ბოლოს, იმისათვის რომ პანიკური შეტევების ინტენსიობა შეამციროთ და მისგან გამოწვეული შედეგები, შეეცადეთ სულ მცირე ნაბიჯით – დაიწყოთ საკუთარ თავზე ზრუნვა: ეს შეიძლება იყოს დღის რეჟიმში ფიზიკური აქტივობის დამატება (youtube-ზე მრავლად არის სხვადასხვა სავარჯიშოები), კვების რეჟიმისა და ძილის განრიგის მოწესრიგება, შეეცადეთ დაიძინოთ ერთსა და იმავე დროს, მინიმუმადე დაიყვანეთ ნეგატიური ინფორმაციის მიღება, მოუსმინეთ წყნარ მუსიკას, ისწავლეთ მოდუნება და სხვ.
ეს გახლავთ მცირე ჩამონათვალი, რომლის ყოველდღიურ ჩვევაში გადატანის შემთხვევაში, აუცილებლად აღმოაჩენთ გაუმჯობესებას როგორც ფსიქიკური, ასევე ფიზიკური ჯანმრთელობის თვალსაზრისით.
გისურვებთ წარმატებებს

პატივისცემით,

ეკა კაპანაძე

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ფსიქოლოგია

ფსიქოთერაპია ონკოლოგიაში

ფსიქოლოგია მუდამ დიდ მნიშვნელობას წარმოადგენდა სხვადასხვა სფეროში.რათქმაუნდა არა არის გამონაკლისი მასთან მიახლოებული სფეროც, მედიცინა. ონკოლოგია ეს არის მედიცინის ის სფერო, რომელიც მზარდად განვითარებადი და უმნიშვნელოვანესია ჩვენს დღევანდელობაში ,ექიმები , მეცნიერები გამუდმებით მუშაობენ იმაზე თუ , როგორ აღმოფხვრან ონკოდავადებები, მაგრამ ამ პროცესში პაციენტებს ყველაზე მტად სჭირდებათ ემოციური მხარდაჭერა.ფსიქოთერაპია კი სწორედ აქ ჩნდება ერთერთ დამხმარე წყაროდ.  საინტერესოა რამ გამოიწვია  ფსიქოთერაპიის ჩარევა ამ სფეროში , რამდენად ეფექტურია და როგორ მუშაობს ის, ამაზე გვესაუბრება გეშტალტთერაპევტი , ერთერთი გამორჩეული და საინტერესო ფსიქოლოგი ლიკა წერეთელი.

რამ გამოიწვია იმის საჭიროება რომ მომხდარიყო ფსიქოთერაპიის ჩარევა ონკოლოგიურ პაციენტებში ?

დამეთანხმებით, რომ ონკოლოგიური დაავადებები დღესდღეობით ძალზე გავრცელდა და კაცობრიობის ერთ-ერთ უდიდეს პრობლემად იქცა. ტარდება კვლევები, მიმდინარეობს ქირურგიული და მედიკამენტოზური მკურნალობა, რაც, რა თქმა უნდა, ძალზე მნიშვნელოვანია, თუმცა, როგორც ვხედავთ, ბოლომდე სასურველი შედეგი არ მოაქვს. და აქ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ არსებობს ფსიქოსომატიკა, რომლის უარყოფაც არ შეიძლება.  ფიზიკურ სხეულზე ზემოქმედებასთან ერთად, რაც სრულიად აუცილებელია, იგივე ხარისხით არსებობს საჭიროება ადამიანის ფსიქიკაზე ზემოქმედებისა. ფსიქოლოგიურმა სარეაბილიტაციო კურსმა დიდი წვლილი შეიძლება შეიტანოს პაციენტის ჯანმრთელობის ნორმალიზების პროცესში.

ონკოლოგიური დაავადებების კავშირზე ადამიანის ფსიქიკურ მდგომარეობასთან პირველად სწორედ ექიმები ალაპარაკდნენ. ჯერ კიდევ მე-19 ს.-ის შუა წლებში ონკოლოგიური დაავადებების კვლევის პიონერი ირლანდიელი ექიმი უოლტერ ჰაილ უოლში თავის წიგნში „კიბოს ბუნება და მისი მკურნალობა“ ერთმნიშვნელოვნად საუბრობს კიბოს ფსიქოსომატურ ბუნებაზე და ამბობს, რომ ამ დაავადების კავშირი ფსიქიკასთან იმდენად აშკარაა, რომ ძალზე უგუნური იქნებოდა ამის ეჭვქვეშ  შეტანა. ცნობილი ბრიტანელი ქირურგი და ლონდონის უნივერსიტეტის ვიცეკანცლერი სერ ჯეიმს პეჯეტი ასევე დარწმუნებული იყო იმაში, რომ დეპრესიული მდგომარეობა მთავარ როლს ასრულებს კიბოს განვითარებაში და გამოაცხადა კიდეც ამის შესახებ თავის კლასიკურ ნაშრომში „ქირურგიული პათოლოგია“. მე-19 ს.-ის მიწურულს კი ლონდონელმა ქირურგმა ჰერბერტ სნოუმ პირველი კლასიკური კვლევა ჩაატარასტატისტიკის გამოყენებით. შედეგები შეიძლება იხილოთ მის წიგნში „კიბო და მისი განვითარების პროცესი“:  ლონდონის ონკოლოგიური კლინიკის 250 პაციენტი ქალიდან, რომელთაც სარძევე ჯირკვლისა და საშვილოსნოს  კიბო ჰქონდათ, მხოლოდ 19 არ აღენიშნებოდათ დაავადების არანაირი ხილული მიზეზი, 43 შემთხვევაში საუბარი იყო მექანიკურ დაზიანებაზე, როგორც შესაძლო მიზეზზე, ხოლო დანარჩენი 188 პაციენტი სხვადასხვა მძიმე სტრესული განცდებით იყო დახუნძლული.

რამ გამოიწვია თქვენი ინტერესი ონკოლოგიური პაცინეტებთან მუშაობაში ?~

უპირველეს ყოვლისა, ეს იყო საკუთარი ტრაგიკული გამოცდილება ოჯახში. მეუღლე დამეღუპა ონკოლოგიით. ეს იყო ჯერ კიდევ სანამ შემოვაბიჯებდი ფსიქოლოგიის დარგში. გეშტალტ თერაპიის შესწავლის პროცესში სწორედ ეს ძლიერი მოთხოვნილება ვიგრძენი და რომ მოვიძიე ლიტერატურა, რომელიც ათვლის წერტილი შეიძლებოდა ყოფილიყო ჩემთვის, მივაგენი ცოლ-ქმარ საიმონტონების წიგნს „Getting well again“. ამ ადამიანებს ჰქონდათ საკუთარი თეორიის შექმნისა და მისი კვლევის საშუალება, რადგანაც დალასში საკუთარი კვლევითი ცენტრი გააჩნდათ. აქედან დაიწყო ჩემთვის ყველაფერი.

როგორ  მუშაობს გეშტალტ თერაპია ონკოლოგიურ პაციენტებთან?

ეს, მართლაც საინტერესოა. საქმე ის არის, რომ საიმონტონებმა კარგად ჩამოაყალიბეს, როგორც ონკოპაციენტის ზოგადი ფსიქოტიპი, ასევე მასთან მუშაობის გარკვეული სტრატეგია. ძალიან მოკლედ რომ ვთქვათ, უპირველეს ყოვლისა, აღინიშნებოდა პაციენტების გაჭედილობა გარკვეულ ცხოვრებისეულ ეტაპზე და ამ გაჭედილობით გამოწვეული უდიდესი სტრესი და გამოუვალი მდგომარეობის განცდა. საიმონტონების სტრატეგია უპირველესად, გამოიხატებოდა პაციენტებისადმი ჰოლისტურ (მთლიანობით) მიდგომაში. ისინი მიმართავდნენ რელაქსაციებსა და ვიზუალიზაციებს ძალიან რესურსულ თემებზე. მაგალითად ერთ-ერთი ვიზუალიზაცია იყო შინაგან ბრძენთან შეხვედრა, რაც ახალი ხედვებისა და ახალი ძალების წყარო ხდებოდა. ყოველივე ეს გეშტალტ თერაპიისთვის მთლიანად მისაღებია, მაგრამ იყო ერთი ძალზე მნიშვნელოვანი კომპონენტი, რაც გეშტალტ თერაპიაში რადიკალურად განსხვავდება საიმონტონების მეთოდისგან.

აქ საუბარია საიმონტონების ხედვით ერთ-ერთ მნიშვნელოვან ვიზუალიზაციაზე, როდესაც პაციენტს უნდა წარმოედგინა კიბოს უჯრედები და „კილერი“ უჯრედების მიერ მათი განადგურების პროცესი. სწორედ ეს იყო, რაც ზოგს გამოსდიოდა და ზოგს არა. მიხვდებით, რომ აქ საუბარია ბრძოლასა და წინააღმდეგობაზე, რასაც გეშტალტთერაპია სხვაგვარად უყურებს. გეშტალტ თერაპია გვეუბნება, რომ ჩვენი ძვირფასი სასიცოცხლო ენერგია უნდა იხარჯებოდეს რაღაცის შექმნაზე და არა განადგურებაზე. მით უმეტეს, რომ დაავადების მექნიზმს ასე ვხედავთ: ადამიანის გაჭდილობა განაპირობა მისმა ხისტმა ჩარჩოებმა, რომლიდანაც ადამიანი თავადაც ვერ გამოდის და ნაკლებად თუ რამეს უშვებს შიგნით. ჯანსაღი ცხოვრება კი ახალი, ინფორმაციით, განცდებით, გამოცდილებებით ცხოვრებაა, მათი გათავისება, მაშასადამე ჩვენში შეშვება. როდესაც ეს პროცესი არ ხდება, ახალი გამოცდილების ადგილზე წარმოიქმნება სიცარიელე, რომელიც რაღაცით უნდა შეივსოს და ეს რაღაცა როგორც წესი, დაავადებაა. შესაბამისად, დაავადება მტერი კი არა, სიგნალის მომცემია გზააცდენილი ადამიანისთვის და თუკი ის ამ სიგნალს შესაბამისად აღიქვამს და საკუთარ თავზე მუშაობას იწყებს, ანუ ავსებს ამ ცარიელ ადგილებს განდევნილ-უარყოფილის შემოშვებით, ვერდანახულის დანახვით, ავადობა ამ სიახლისთვის ადგილს ათავისუფლებს და ადამიანის გამთლიანება ხდება. ავადობისთვის კი ადგილი აღარ რჩება – ის თავის ფუნქციას ამოწურავს. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი მუშაობის სქემა დაავადებასთან მიმართებაში კონფლიქტური კი არა, – დიალოგურია.

შეგიძლიათ გვესაუბროთ თუ როგორია გეშტალტ თერაპიის პროცესი ონკოლოგიის სფეროში?

რაც შეეხება თერაპიის პროცესს, აქ ყველაზე მთავარია, ძალიან ფაქიზად მოხდეს ადამიანის ჩამოშორება როგორც სევდისა და სინანულის განცდისგან (ანუ წარსულისგან), ასევე შფოთისა და შიშის განცდისგან (ესე იგი მომავლისგან) და მისი აწმყოზე – აქ და ამჟამად – მდგომარეობაზე კონცენტრირება გაკეთდეს. აქ მნიშვნელოვანია წარსულის განსხვავებულ ჭრილში დანახვა და მომავლის მოლოდინების აწმყოში ტრანსფორმაცია. საუბარია ნებისმიერი სახის მოლოდინზე – ცუდზეც და კარგზეც. საუკეთესო წამალი მთელი ცხოვრების „აქ და ამჟამად“ პროცესზე კონცენტრაციაა, როდესაც უარს მბობ ილუზიებზე (და მომავალი ყველა შემთხვევაში ილუზორულია) და მთლიანად აქ ხარ – ყოველ წამს, სხეულის ყველა უჯრედით ღია ხარ იმისთვის, რაც მოაქვს ცხოვრებას. აქაა სასიკეთო ცვლილებების შემოსვლის  ყველაზე მეტი შანსი.

რამდენად ეფექტურია  გეშტალტთერაპია ონკოლოგიურ პაციენტებში?

ამ სფეროში გამოცდილება ჯერ ძალზე მცირეა, მაგრამ რა პროცესებსაც  ჩემი მუშაობის დროს ვეხები, – მომწონს. დინამიკა აშკარად თვალში საცემია. ის მდგომარეობა, რაზეც უკვე მოგახსენეთ მოლოდინებთან მიმართებაში, ადვილი მისაღწევი არ არის, თუმცა, თავად თერაპიული პროცესია ამის საწინდარი: აქ და ამჟამდ მუშაობა, განსაკუთრებით პროექციული მეთოდებით, უამრავ ვერდანახულ, ან მივიწყებულ განცდასა თუ ბლოკს ამოაგდებს ხოლმე ქვეცნობიერიდან და ამას დიდი ეფექტი აქვს. საბოლოო მიზანი არის ის წინადადება, რომელიც ცნობილ ამერიკე ქირურგს, ბერნი სიგალს მისმა ყოფილმა ონკოპაციენტმა უთხრა, როდესაც ადამიანი, რომლის დიაგნოზით დადგენილი ყველა ვადა დიდი ხნის გასული იყო და ის ცოცხალი და ენერგიული გამოეცხადა ექიმს, მის კითხვაზე, თუ რა მოიმოქმედა, პასუხი ასეთი იყო: „მე შვწყვიტე გადარჩენაზე ფიქრი, უბრალოდ ცხოვრება დავიწყე“. სწორედ ეს არის საიდუმლო რეცეპტი.

 

მასალა მოამზადა : ემმა კოპალეიშვილმა 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ფსიქოლოგია

აუთენტური ‘’ მე’’-ს მნიშვნელობა ჩვენს ცხოვრებაში

ადამინები სოციალური ქმნილებები ვართ , ჩვენ ვარსებოთ , ვაქტუალიზირდებით და ვურთიერთობთ  სოციალური გარემოში. დღევანდელ რეალობაში ეს ყველაზე უფრო ხშირი ფენომენია , ჩვენი ყოველდღიურობა სავსეა ურთიერთობებით,  როლებითა და სხვადასხვა გარემოზე მორგებით. მაგრამ ამ სოციუმში ხშირად ვერ ვამჩნევთ, თუ  ვინ ვართ ჩვენ რეალურად. გეშტალტ თერაპიის ფუძებდებელი ფრიც პერლსი ამბობდა -‘’იყავი ის ვინც ხარ და თქვი ის რასაც გრძნობ’’.

გეშტალტ თერაპია,თერაპია მთლიანობის შესახებ, ამბობს რომ ადამიანი მაშინაა აქტუალიზირებული როდესაც ის პოულობს მის ნამდვილ აუთენტურ „მე“-ს შეუძლია  მისი რეალური მოთხოვნილებები დააყენოს წინ და ისეურთიერთიმოქმედოს გარე სამყაროსთან, რომ არ დათმოს რეალურად რა უნდა მას, არ შეიზღუდოს ის საზღვარი, რომელის მას უნკალურს და აუთენტურს ქმნის.

რა არის პიროვნები საზღვრები ? , როგორ შემიძლია ვიყო ყველაზე აუთენტური მე ? როგორ დავიცვათ საკუთარი საზღვრები ? – ამ კითხვებზე პასუხის ძებნაში დაგვეხმარა გეშტალტთერაპევტი ნანა იოსავა.

რა არის პიროვნული საზღვრები , კონტაქტის ველი ?

ტერმინი პიროვნული საზღვრები შემოიგო ფროიდმა, ფსიქოანალიზში არსებობს გარეგანი და შინაგანი საზღვრები ‘’მე’’-სი. საზღვარი მოთავსებულია მე-სა და სამყაროს შორის (მე და არა მე ). მე-ს შინაგანი საძღვრები იყოფა ცნობიერად და არაცნობიერად. გეშტალტ თერაპიაში საზღვარი ეს ის ადგილია სადაც ერთი სივრცე მთავრდება და იწყება მეორე, ანუ ერთი პიროვნება და იწყება მეორე – ეს შეხვედრის ადგილია ურთერთობის გაცვლის   მე-სა და არა მეს შორის. ‘’არა მე ‘’ შეიძლება იყოს ადამიანი , გამოცდილება , ინფორმაცია. გეშტალტ მიდგომაში პიროვნების საზღვარი არის , კონტაქტის ფუნქცია. საზღვრის განსაზღვრა შეიძლება მხოლოდ ურთერთობებში. ეს მუდმივი პროცესია : მე- სი და შეგრძნება ( იდ  ფუნქცია)  და გარემოზე წარმოდგენის  ურთიერთშეფარდება ( პერსონალითი ფუნქცია ) და გარემოს გამოკვლევის არჩევანის მიღება , არ მიღება ( ეგო ფუნქცია ). ამ გაგებას ჯანსაღ პიროვნების საზღვარი ემთხვევა კონტაქტის საზღვარის მცნებას.

როგორ  ხდება პიროვნული საძღვრების არევა გარე სამყაროსთან მიმართებაში ?

საზღვრის ჩამოყალიბებაში მთავარია იბიექტი ( დედა, და , ახალი გარემოცვა და ა.შ ) ვინც განაპირობებს მე საზღვრის  ფორმირებას. როგორ შენდება ურთიერთობა ამ ობიექტთან, დიდი წილად განაპირობებს პიროვნების თვით იდენტობას და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობას. პატარა ადამიანის ( ბავშვის  )  ფსიქოლოგიური საზღვრები დამოკიდებულია თუ რამდენად შეუძლია დედას მისი მოთხოვნილებების აღქმა და არეკვლა , მათ გამოხმოვანება. ასე რომ  საზღვრების დარღვევა იწყება ბავშობიდან.  ქმედება რომელიც ერთი შეხედვით მშობელს ეჩვენება უმნიშვნელო( დაუყვირა ბავშვს, წავიდა დატოვა ძიძასთან , აუკრძალა რაღაც მისთვის მნიშვნელოვანი და ა.შ ) ბავშვისთვის ტრავულია. ასევე  ჰიპერმზრუნველობა, როცა ბავშვის მოთხოვნილებები კმაყოფილდება აღმოცენებამდე, როცა მშობელი აკეთებს ბავშვის ნაცვლად იმას რაც მას შეუძლია.

ჯანსაღი საზღვრის ჩამოყალიბება ხდება იქ სადაც საკმაო რესურსია და მხარდაჭერა-გაცნობიერების  თავისი სურვილები და უნარები სადაც ბავშვს აქ პირობები იყოს განსხვავებული სხვებისგან.

აღრზდის პროცესში თუ ბავშ აჩუმებენ აუფასურებენ , უარყოფენ ის იღებს გარემოსგან ინფორმაციას რომ იყო თავისუფალი საშიშია. ვინაიდან მას არ შეუძლია არსებობა და თავდაცვა რომ გადარჩეს უარს ამბობს თავის თავზე. ბავშვს უყალიბდება განცდა რომ სხვაობა მესა და არა მეს შორის საშიშია , სართხე მიტოვებულობის , მარტოობის, ძალადობის , ბავშვი ირჩევს ან მორჩილებას ან სრულ შერწყმას ან იზოლირებას. ორივე შემთხვევაში არ არის კონტაქტი-შეხვედრა განსხვავებულთან. ურთერთობა  და კონტაქტი შესაძლებელია როცა საზღვარი მოქნილია , მობილურია , როცა პიროვნება ცხადგრძნობს თავის სურვილებს , მოთხოვნილებებს , იტანს სხვის განსხვავებულობას და პატივს სცემს მას.

როგორ შეგიძლია ავხსნათ როგორია  აუთენტური ‘’მე’’ ?

აუთენტური მეს მქონე ადამიანი აცნობიერებს თავის შეგრძნებებს სურვილებს , მიზნებს ღირებულებებს , მოტივებს. აქვს უნარი დაიცვას საკუთარი თავი, თავისი პოზიცია  თქვას არა.

აღიარებს სხვის უფლებებს იგივეზეაქვს მოლაპარაკების თანამშრომლობის კონსტრუქციული კონფლიქტის უნარი.

მოლოდინი სხვა ადამიანებისგან მინიმანურია.

ამყარებს ახლო ურთიერთბას და ამ დროს გრძნობს იდენტობას.

აქვს ადამპტაციის უნარი და ეს არ აშინებს .

აქვს უნარი შეწყვიტოს ურთიერთობა ისეთ ადამიანებთან  და სიტუაციებთან რომელიც არ მოსწონს ან დესტრუქციულია.

როგორ უნდა დავიცვათ ‘’მე’’-ს საზღვრები ?

პიროვნების საზღვრების დაცვის ფუნქციას ასრულებს ფსიქოლოგიური დაცვის მექანიზმები , რომლებიც მუშაობს საზღვარზე, თავიდან ისინი აღმოცენდებიან როგორც ადაპტური შემოქმედებითი ,  მაგრამ შემდეგ კარგავენ შემოქმედებით ხასიათს და იწვევენ სტერეოტიპული პატერნის შამოყალიბებას. თერაპიაზე მოსული კლიენტი ვერ ამჩნევს რომ საძღვრები დარღვეული აქვს. ეს მისთვის ჩვეულია. აქ ჩანს შედეგი და არა წყარო. თუ ზრდასრულმა შოკური ტრამვის შემდეგ იცის მიზეზი , კლიენტმა არ იცის , ის თავის თავის თავს ადანაშაულებს და ითხოვს თავისუფლებას არასწორი შეგრძნებებისგან

როგორ დავიცვათ თავი ? ეს ინდივიდუალურია

  • განსაზღვრეთ თქვენი საზღვრები : ფიზიკური , ემოციური . ინტელექტუალური, სულიერი , სხხვადასხვა კატეგორიის ადამიანებისთვის.
  • გაიხსენეთ წინა გამოცდლიება ბრაზი სირცხვილი , წყენა , უხერხულობა , ეს ის შეგრძნებებია როდესაც შენი საზღვარი დაირღვა.
  • შეადგინეთ ცხრილი სადაც ყველა კატეგორიის ადამიანისთვის ჩაიწერთ შეზღუდვებს.
  • მყარად უთხარით პირდაპირ რა შეიძლება და რა არა
  • თქვენი საზღვრები დაცვით და გამყარებით თქვენ დაიწყებთ თავის საკუთარი თავის დაფასებას , თქვენი მოთხოვნილებების და საჭიროების შეგრძნება ცხადგრძნობას
  • შეწყვიტეთ იმაზე ფიქრი თუ რას იტყვიან სხვები
  • განსაზღვრეთ თქვენი პირადი სექსუალური საზღვრები, ვისი შეხებაა კომფორტული და მისაღები. რა და როდის ვისგან. არ გაჩერდეთ, არ მოითმინოთ როცა ის ირღვევა
  • მატერიალურადაც- თქვენი საზღვრავთ ვის რა უფლება აქვს ? ვის რა აჩუქოთ , ათხოვოთ , ასესხოთ. ეს საზღვრები სხვადასხვა ადამინაებისთვის განსხვავდება.
  • – რაც შეეხება ემოციურ საძღვრებს – არ მისცეთ უფლება სხვას თავისი ბრაზი გადმოანთხიოს თქვენზე
  • უფრო მეტი ძალიან მნიშვნელოვანია გააცნობიერო შენი ისე რომ არ განსაჯო და არ დაადანაშაულო საკუთარი თავი. თუ თქვენ თავს იმართლებთ ან იდანაშაულებთ ეს სუსტი საზღვრების ინდიკატორია.

P.S გაუფრთხილდით თქვენს საზღვრებს და იყავით ყოველთვის აუთენტურათ თქვენი თავები.

მასალა მოამზადა : ემმა კოპალეიშვილმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 5 6 7 8 9 20
Page 7 of 20