close
კვლევებიფსიქოლოგია

კვლევა – ნუ მოერიდებით ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებას, ეს თქვენ ბედნიერებას მოგანიჭებთ

როდესაც ადამიანი რთული გადაწყვეტილების წინაშე დგას, სტატუს -კვოს წინააღმდეგ წასვლა და ცვლილების განხორციელება მას უფრო ბედნიერს ხდის, ვიდრე ცვვლილებებზე უარის თქმა,- ამის შესახებ ცნობილი ამერიკელი ეკონომისტის სტივენ ლევიტის კვლევაშია ნათქვაი, რომელიც ჟურნალ Review of Economic Studies-ში გამოქვეყნდა.

ლევიტმა ექსპერიენტის ფარგლებში ვებ-გვერდი freakonomicsexperiments.com შექმნა, სადაც მოხალისეებს სთხოვდნენ, აერჩიათ  მნიშვნელოვანი საკითხი, როელზეც ისინი ფიქრობდნენ და გადაწყვეტილების იღება სურდათ : „დავტოვო თუ არა სასახური?“, „ვიშვილო თუ არა?“, „განვქორწინდე თუ არა? თუმცა, გადაწყვეტილების მიღებამდე მეგობრებსა და ოჯახისთვის რჩევის კითხვისა და დადებითი და უარყოფითი მხარეების განხილვის ნაცვლად, პასუხის მისაღებად მათ ვირტუალური მონეტის ამობრუნებას სთავაზობდნენ.

ექსპერიმენტში მონაწილეებს ორი კითხვარი გაუგზავნეს, ერთი ორი თვის და ერთი – ექვსი თვის შემდეგ. ისინი, ვინც ცვლილებების განხორციელებაზე უარი განაცხადეს, 2 თვის შემდეგ თავის გადაწყვეტილებას იწონებდნენ, თუმცა, 6 თვის შემდეგ მათი უმრავლესობა აცხადებდა, რომ კარგი იქნებოდა, გადაწყვეტილება რომ მიეღო და ცვლილება განეხორციელებინა.

რაც შეეხებათ იმ მონაწილეებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი ცვლილება განახორციელეს, ისინი როგორც ორი, ასევე ექვსი თვის შემდეგ აცხადებდნენ, რომ თავს ბედნიერად გრძნობდნენ და მიღებული გადაწყვეტილებით კმაყოფილები იყვნენ.

„გადაწყვეტილების მიღების პროცესში ოქროს წესი გახლავთ შემდეგი : თუკი არ იცით, როგორ მოიქცეთ და რა გადაწყვეტილება მიიღოთ, სჯობს აიჩიოთ ის, რომელიც ცვლილებასთანაა დაკავშირებული, ვიდრე შეინარჩუნოთ სტატუს-კვოს მდგომარეობა,“- აცხადებს ლევიტი.

მის მიერ ჩატარებულმა კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ როდესაც საქმე ცხოვრების მნიშვნელოვან მოვლენებთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებას ეხება, ადამიანები დიდ სიფრთხილეს იჩენენ და ცვლილებას ერიდებიან, თუმცა ისინი, ვინც გაბედულები არიან და ცვლილება არ აშინებთ, თავს უფრო ბედნიერად გრძნობენ.

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ  

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

Leave a Response