„მტერი მტერსა ვერას ავნებს, რომე კაცი თავს ივნებს“, რამდენჯერ გვსმენია საუკუნეთა მიღმიეთში შობილი და რუსთაველის კალმით ჩვენამდე მოღწეული ეს საოცარი გზავნილი. ადამიანმა ხომ ისე გაცვითა მსგავსი გადამრჩენელი გამონათქვამები, რომ მათ სიღრმეებში არც ჩაუხედავს. რატომ? იმიტომ, რომ მათი გააზრებისა და ამოქმედების დრო ჯერ არ დამდგარიყო. ეს დრო მხოლოდ ახლა ჩამოდგა დედამიწაზე და „გამოღვიძებულმა“ სულებმა „მარადმღვიძარე“ სულთა გზავნილების მიწაზე აქცენტირება დაიწყეს.
ჩვენს დრომდე ადამიანი მავნე, გამანადგურებელ ძალას ეშმაკს ეძახდა, რომელიც, მისეული გაგებით, ინდივიდის შორიახლო დაძრწოდა და ათასი სისაძაგლის ჩადენისკენ მოუწოდებდა. თანაც, ამ სისაძაგლეებს თვით ადამიანისთვის სასიკეთო, მომხიბლავ ფერებში ხვევდა. დროთა განმავლობაში ცალკეული ინდივიდები მიხვდნენ, რომ მისი კარნახით ჩადენილი ავკაცობები უკან უბრუნდებოდათ, რომ ეშმაკი ადამიანის მტერი იყო და ძებნა დაუწყეს, დიდი ალბათობით – გასანადგურებლად, მაგრამ ვერსად მიაგნეს და დაასკვნეს, რომ იგი ისე კარგად იმალებოდა, რომ ვერასდროს იპოვიდნენ. სამაგიეროდ, შექმნეს მისი უსაზიზღრესი წარმოსახვითი სურათი – რქებიანი, ღრჯოლებიანი, ბანჯგვლიანი და კუდიანი არსება ბოროტად ანთებული თვალებით. მითებმა იგი ურჩხულად მოიხსენიეს, ქართულმა ზღაპარმა კი მას დევი (საწყისი ფორმა – მდევი ანუ მდევარი) უწოდა.
დღეს ის ეშმაკ-ურჩხულ-მდევარი უკვე ნაპოვნია! მას ეგოიზმი ჰქვია – ადამიანის თვისება – ყველაფერი, რასაც მას სამყარო უბოძებს, მხოლოდ საკუთარი და თავისი ახლობელი ადამიანების ფიზიკური (სხეულებრივი) სიამოვნებისთვის გამოიყენოს (აქედან დაიბადა სიტყვა „სატანა“. სა-ტანო ანუ სა-სხეულ-ო). ხედავთ, ის ეშმაკი რა კარგად დამალულა! თვითონ ადამიანში! მის შინაგან სამყაროში! ამიტომ ვერ პოულობდა მას ათასწლეულების განმავლობაში ადამიანი. მასზე რვაას ორმოცდაათი წლის წინ მიგვანიშნა რუსთაველმა, მაგრამ აქამდე, ვიდრე მისი საქმენი „საგმირონი“ საყოველთაოდ არ გაცხადდა, კაცობრიობამ ის ვერ შეიცნო.
თიბერიონელებმა მას წმინდა წერილის კოდების ენაზე წაკითხვით, ათ წელზე მეტია, მივაგენით, მაგრამ იმედი გვქონდა, რომ ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ზუსტად გათვლიდა ამ საიდუმლოს გამხელის დროს (ასეთი სიზუსტე ხომ აუცილებელია, რადგან „დროს გაუსწრებ – ვაია, ჩამორჩები – ვუი!“) და რადგან ეს სულიერი ინსტიტუცია უკვე ალაპარაკდა ეგოიზმზე, რასაც უწმინდესის საშობაო ეპისტოლეს გარდა ცალკეულ მღვდელმსახურთა ქადაგებებიც მოწმობს, ჩვენ გადავწყვიტეთ, მთელი ინფორმაცია, რასაც ვფლობთ ადამიანში ჩაფესვიანებული, ჯერ საკუთარი, შემდგომ კი მთელი სამყაროს ამ გამანადგურებელი ბუნების და მისი გაუვნებელყოფის მექანიზმის შესახებ, დაინტერესებული, „გამოღვიძებული“, მაძიებელი ადამიანების წინაშე გავშალოთ.
გვერწმუნეთ, ასეთ ადამიანთა ერთობა შექმნის იმ წინა პირობას, რაც საქართველოს სულიერი მისიის აღსრულების დასაწყისი იქნება.
ელდინო საღარაძე
თიბერიონელთა სახელით. 23 იანვარი. 2025 წელი.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”










ობიდიანი (obsidian) – თითქმის ყველა კულტურაში, ათასობით წლის მანძილზეб ამ ვულკანურ მინებს გარდაქმნიდნენ სარკეებად, ხანჯლებად, ხმლებად, გამოიყენებოდა ფირფიტებისა და ორნამენტების გასაკეთებლად. ომებში მისი გამოყენება ჯერ კიდევ ატარებს აგრესიულ სიმბოლიკას მეზოამერიკულ კულტურაში. იგი შავი ფერის ქვაა, რომელიც ხშირად გამოიყენება, როგორც ,,თავდაცვითი ამულეტი”.
ფირუზი (Turquoise)- იგი ძალიან ღირებული ქვაა, მისი იშვიათი სილამაზის გამო. იგი ევროპაში პირველად თურქეთიდან შემოვიდა, სახელიც სწორედ აქედან დაერქვა . უძველეს დროში აცტეკები მას ეძახდნენ „chalchihuitl-ს”, რომელიც აღნიშნავდა ისეთ პირებს, ვისაც სახეზე ჰქონდათ „პირსინგი“ . თანამედროვე დროში ფირუზი გამოიყენება ნათელმხილველების მიერ სხვადასხვა რიტუალისთვის.
ამეთვისტო (Amethyst) – მეწამულტონიანი კვარცი შუშის ან იასამნის ტონში. ამ ქვას გამოიყენებენ ამულეტის სახით სიმთვრალის წინააღდეგ სიფხიზლისთვის. ძველი ეგვიპტელები კი მას გამოიყენებდნენ დამნაშავებისა და შიშის წინააღმდეგ. მისი სახელი წარმოდგება ბერძნული მითიდან კერძოდ: დიონისეს, ღვინისა და ლანძღვის ღმერთს, შეუყვარდა ქალიშვილი – სახელად ამეთვისტო, რომელსაც სურდა რომ „წმინდანად“ დარჩენილიყო . დახმარებისათვის ღმერთმა არტემისმა იგი თეთრ ქვად გადააქცია. დიონისემ, იმისთვის რომ ამეთვისტო დაემდაბლებინა, ქვას ღვინო გადაასხა. იქიდან მოყოლებული, დღემდე, მიიჩნევა, რომ ქვამ მეწამული ფერი სწორად აქედან მიიღო. მას დღესდღეობით გამოიყენებენ მედიტაციისთვის, უძილობისთვის, კარგი სიზმრებისთვის.
საფირონი (Sapphire)- იგი გამოიყენება სულიერ სამყაროში ინფორმაციისა და კომუნიკაციისათვის. სიბრძნის თილისმანია, გვეხმარება ყალბი მეგობრები თავიდან ავიცილოთ. ხელს უწყობს ბუნებრივი ნიჭის განვითარებას. საფირონის იშვიათი და ღრმა ლურჯი შეღებვა და სანახაობრივი ბრწყინვალება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირფას ქვაად ხდის. არსებობს ასევე ყვითელი, ვარდისფერი და ფორთოხლის საფირონები. ეს არის სექტემბრის თვეში დაბადებული ადამიანების ქვა, რომელიც უძველესი ლათინურ სამყაროში ასოცირებული იყო პლანეტა სატურნთან. შუასაუკუნეების დროს, ამ ქვას შეყვარებულები ერთმანეთს ჩუქნიდნენ. იმ შემთხვევაში, თუ ეს ქვა ფერს შეიცვლიდა, სჯეროდათ, რომ ერთ-ერთმა პარტნიორმა მეორეს უღალატა.








