close

ისტორია

ისტორია

რატომ განიცდიან ბრიტანელი ებრაელები 60 წლის განმავლობაში ყველაზე დიდ ცვლილებას

ბრიტანელი ებრაული საზოგადოების ცხოვრება ბოლო 60 წლის განმავლობაში
მნიშვნელოვანი ცვლილებების პროცესშია. ისტორიულად რელიგიურად
კონსერვატიული თემები სწრაფად ადაპტირდნენ თანამედროვე ბრიტანულ
გარემოსთან, რაც მოიცავს განათლების გაზრდას, პროფესიულ განვითარებას და
სოციალურ ინტეგრაციას. ახალგაზრდები უფრო ხშირად ირჩევენ კარიერას,
ინტერაქციას სეკულარულ საზოგადოებაში და ღირებულებების უფრო
მოდერნულ ინტერპრეტაციას.
მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ეს ცვლილებები ხშირად დაკავშირებულია
გლობალური კულტურული გავლენებით, ეკონომიკური გარემოს ცვლილებებით
და დემოგრაფიული ტალღებით. ებრაული ოჯახები, რომლებიც ადრე მკაცრად
მიბმული იყვნენ რელიგიურ წესებსა და ტრადიციებზე, ახლა უფრო მოქნილები
არიან — სწავლობენ, როგორ შეინარჩუნონ იდენტობა და ამავდროულად
მოერგონ თანამედროვე ცხოვრების მოთხოვნებს.
ამ პროცესში განსაკუთრებულ როლს თამაშობს განათლება და საზოგადოებრივი
ჩართულობა: ახალგაზრდები უფრო ხშირად სწავლობენ უნივერსიტეტებში,
იღებენ ლიდერულ პოზიციებს პროფესიულ გარემოში და აქტიურად
მონაწილეობენ კულტურულ თუ სპორტულ აქტივობებში. შედეგად, ბრიტანელი
ებრაელები აწყდებიან პროგრესულ ცვლილებებს იდენტობაში, ცხოვრების
სტილში და სოციალურ ურთიერთობებში, რაც საბოლოოდ ქმნის კულტურულად
მდგრად, მაგრამ მოქნილ საზოგადოებას, რომელიც თანამედროვე ბრიტანულ
რეალობას წარმატებით ერგება.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგიაისტორიაჰუმანიტარული მეცნიერებები

იტალიის მთებში დინოზავრების ათასობით ნაკვალევი აღმოაჩინეს🦕

ჩრდილოეთ იტალიის სტელვიოს ეროვნულ პარკში დინოზავრების ათასობით ნაკვალევი აღმოაჩინეს, რომლებიც 210 მილიონი წლით თარიღდება. ისინი ფოტოგრაფმა ელიო დელა ფერერამ იპოვა.

ნაკვალევები, რომელთა დიამეტრიც ზოგჯერ 40 სანტიმეტრს აღწევს, პარალელურ რიგებადაა განლაგებული. ბევრ მათგანზე მკაფიოდ ჩანს თითებისა და ბრჭყალების კვალი. პალეონთოლოგების ვარაუდით, ეს ნაკვალევი პროზავროპოდებს ეკუთვნით – ბალახისმჭამელებს, რომლებსაც გრძელი კისერი, პატარა თავი და ბასრი ბრჭყალები ჰქონდათ.

„ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ასეთ შთამბეჭდავ აღმოჩენას წავაწყდებოდი იმ რეგიონში, სადაც მე ვცხოვრობ“, – განაცხადა მილანელმა პალეონთოლოგმა, კრისტიანო დალ სასომ.

ტრიასულ პერიოდში, დაახლოებით 250-201 მილიონი წლის წინ, კლდე, რომელზეც ნაკვალევები აღმოაჩინეს, მოქცევის ზონას წარმოადგენდა, რომელიც პერიოდულად იფარებოდა წყლით, მოგვიანებით კი ალპების მთათა სისტემის ნაწილი გახდა.

იტალიის კულტურის სამინისტროში განმარტავენ, რომ ნაკვალევები ბილიკებით მიუწვდომელ ტერიტორიაზე მდებარეობს და მათ შესასწავლად სპეციალისტები დრონებსა და სხვა დისტანციურ ტექნოლოგიებს გამოიყენებენ.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგიაისტორია

სამხრეთ ამერიკაში პირველად აღმოაჩინეს ქარვა დინოზავრების დროინდელი მწერებით

სამხრეთ ამერიკაში, ეკვადორის აღმოსავლეთით მდებარე ქვიშის კარიერში, აღმოჩენილია პირველი ბიოლოგიური ნაწილაკების შემცველი ქარვის ნიმუშები, რომელთა ასაკიც 112 მილიონი წელია. გაქვავებულ ფისში შემორჩა ობობას ქსელი, კოღოები, ხოჭოები, ბუზები, კრაზანები და სხვა მწერები, რომლებიც დინოზავრების ეპოქაში ცხოვრობდნენ. ინფორმაცია აღმოჩენის შესახებ გამოქვეყნებულია ჟურნალში Communications Earth & Environment.

კვლევაზე საერთაშორისო ჯგუფი მუშაობდა, ბარსელონის უნივერსიტეტის პროფესორის, ხავიერ დელკლოსის ხელმძღვანელობით.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ფისი შესაძლოა წარმოიქმნა წიწვოვანი ხეებისგან, რომლებიც თანამედროვე ეკვადორის ტერიტორიაზე სუპერკონტინენტ გონდვანას არსებობის პერიოდში იზრდებოდნენ. ქარვის 60 ნიმუშიდან ბიოლოგიურ ჩანართებს მესამედზე მეტი შეიცავდა.

ეს აღმოჩენა განსაკუთრებულ სამეცნიერო ღირებულებას წარმოადგენს, ვინაიდან ეს არის პირველი მეზოზოური ხანის ნიმუშები ბიოჩანართებით, რომლებიც სამხრეთ ამერიკის კონტინენტზეა ნაპოვნი. მწერების ყველა ნაპოვნი სახეობა მეცნიერებისთვის ახალია

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგიაისტორიაკულტურაჰუმანიტარული მეცნიერებები

მეცნიერების მტკიცებით, მილიონი წლის წინანდელი თავის ქალა ადამიანის ევოლუციის ისტორიას ცვლის

ჩინეთში აღმოჩენილი მილიონი წლის წინანდელი ადამიანის თავის ქალა მიუთითებს, რომ ჩვენი სახეობა, Homo sapiens-ი ევოლუციას სულ მცირე ნახევარი მილიონი წლით ადრე იწყებს, ვიდრე აქამდე გვეგონა – ამ განცხადებას მეცნიერები ახალ კვლევაზე დაყრდნობით აკეთებენ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მეცნიერები ასევე ამტკიცებენ, რომ თავის ქალის გამოკვლევის თანახმად, Homo sapiens-ი სხვა მონათესავე სახეობებთან, მათ შორის, ნეანდერტალელებთან გაცილებით დიდხანს თანაარსებობდნენ, ვიდრე ეს აქამდე იყო ცნობილი.

მეცნიერების განმარტებით, მათი ანალიზი მთლიანად ცვლის წარმოდგენას ადამიანის ევოლუციის შესახებ და, თუ ეს სიმართლეა, უდავოდ გადაწერს ადამიანების ევოლუციის ისტორიის ადრეულ, მნიშვნელოვან თავს. ამასთან, სფეროს სხვა ექსპერტები აცხადებენ, რომ ახალი კვლევა შთამბეჭდავია, თუმცა შორსაა საბოლოო, დამტკიცებული მონაცემებისგან.

BBC-ის ინფორმაციით, აღმოჩენამ, რომელიც წამყვან სამეცნიერო ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა, გააოგნა კვლევითი ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც ჩინეთის უნივერსიტეტისა და დიდი ბრიტანეთის ბუნების ისტორიის მუზეუმის მეცნიერები შედიოდნენ.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ისტორია

ნეანდერტალელი ადამიანები 200 000 წლის წინ ცხენებზე გუნდურად ნადირობდნენ – უახლესი აღმოჩენები

ახალი კვლევა ნეანდერტალი ადამიანების ქცევასა და სოციალურ ორგანიზაციაზე საზოგადოების წარმოდგენებს ცვლის. გერმანიის შონინგენის (Schöningen) არქეოლოგიური ძეგლის ხელახალი დათარიღება მიუთითებს, რომ დაახლოებით 200 000 წლის წინ ნეანდერტალელი ადამიანები გუნდურად ნადირობდნენ ცხენებზე, რაც ადასტურებს მათ მაღალ ორგანიზებულობასა და კოლექტიურ სტრატეგიებს.

შონინგენის ტერიტორიაზე აღმოჩენილია ხის შუბები და თითქმის 50 ცხენის ნაშთი, რაც მიუთითებს მასობრივ ნადირობაზე. ამ შუბების ანალიზმა აჩვენა, რომ ისინი დაახლოებით 200 000 წლის წინანდელია, რაც მათ  პერიოდს უკავშირდება. ეს აღმოჩენა ანაცვლებს გავრცელებულ წარმოდგენას, რომ ასეთი იარაღები მხოლოდ Homo heidelbergensis-ს ეკუთვნოდა.

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ შუბების დახვეწილი დიზაინი და მასობრივი ნადირობის მტკიცებულებები მიუთითებს ნეანდერტალელი ხალხის  მაღალ ორგანიზებულობასა და კოლექტიურ ქმედებებზე. ეს აღმოჩენა ეჭვქვეშ აყენებს წარმოდგენას, რომ ისინი მხოლოდ მცირე, მობილურ ჯგუფებად ცხოვრობდნენ.

მიუხედავად აღნიშნული კვლევებისა,  ზოგიერთი მეცნიერი სკეპტიკურად უყურებს ამ მტკიცებულებებს და საკითხის დამატებით შესწავლას მოითხოვს. ყოველ შემთხვევაში, ეს აღმოჩენა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ნეანდერტალელი საზოგადოების ქცევის და სოციალური სტრუქტურის უკეთ შესასწავლად.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ისტორიაკვლევებიმსოფლიოტექნოლოგიები

ტიტანიკის ვირტუალური რეკონსტრუქცია ნათელს მოჰფენს გემის საბედისწერო ღამეს

ტიტანიკის  ციფრული რეკონსტრუქცია, რომელიც შექმნილია ბოლო დროის ყველაზე დახვეწილი ტექნოლოგიების გამოყენებით, წარმოადგენს სრულიად ახალ, დოკუმენტურ და ღრმა შესწავლას ტიტანიკის ტრაგიკულ ჩაძირვაზე. National Geographic-ის დოკუმენტური ფილმში Titanic: The Digital Resurrection ნაჩვენებია, თუ როგორ განხორციელდა ეს პროექტი, 2022 წლის ექსპედიციაში, სადაც  გამოიყენებდა 715,000-ზე მეტი მაღალი რეზოლუციის ფოტოები, რაც ტიტანიკის სრულმასშტაბიანი ციფრული ვერსიის შექმნის შესაძლებლობას იძლეოდა.

ამ დეტალურმა 3D მოდელმა მკვლევარებს შანსი მისცა,  რომ  ტიტანიკის ჩაძირვის კონკრეტული მომენტები უკეთ შეისწავლონ და შეაფასონ.  არსებული ფრაგმენტების ანალიზი აჩვენებს, რომ ტიტანიკი გატყდა მძიმედ და არა ისე, როგორც ადრე იყო წარმოდგენილი, ანუ ის გაიყო ნაწილებად.

ციფრული რეკონსტრუქციის გამოყენებით ახალი მონაცემები უკვე არსებობს, რაც ხელს უწყობს ტიტანიკის შესწავლას. ეს ყოველივე კი  მეცნიერებსა და საზოგადოებას საშუალებას აძლევს ტიტანიკის ჩაძირვას ვირტუალურად გაეცნოს. 2025 წლის 11 აპრილს დოკუმენტური ფილმი უკვე გამოვიდა, რომელიც Disney +  და Hulu-ზეა ხელმისაწვდომი.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგიაისტორია

ექვსი გადაშენებული სახეობა, რომელთათვისაც სიცოცხლის დაბრუნება მეცნიერებს შეუძლიათ

გენეტიკური ინჟინერიის განვითარებამ გახსნა გზა იმისთვის, რომ მეცნიერებმა შეძლონ გადაშენებული სახეობების კვლავ გაცოცხლება. ეს პროცესი, რომელიც “დე-ექსტინქციის” სახელწოდებითაა ცნობილი, გულისხმობს გენეტიკური მასალის აღდგენას დაცული ნიმუშებიდან და მისი შეყვანას მონათესავე სქესის ცოცხალ არსებებში. შედეგად მიღებული ორგანიზმი გადაშენებული ორგანიზმის მსგავსი იქნება.

აღნიშნული პროცესის კანდიდატად მიიჩნევა მთის მამონტი, რომლებიც 10 000 წლის წინ გადაშენდნენ. ამ ორგანიზმების კარგად დაცული დნმ -ის მასალების გამოყენება და კლონირება თანამედროვე სპილოს გენის მატრიცებშია შესაძლებელი. რამდენიმე კომპანია მამონტის შექმნას 2028 წლისთვის ვარაუდობს.

კიდევ ერთი გამორჩეული სახეობაა მფრინველი დოდო, რომელიც მე-17 საუკუნეში განადგურდა. დოდოს გენი მუზეუმშია დაცული და შთამომავლების შექმნის მცდელობა უკვე დაწყებულია.

აღსანიშნავია ტასმანური ვეფხვი, იგივე ტაილაცინი ტასმანიაში ბინადრობა. უკანასკნელი ინდივიდი 1936 წელს დაიღუპა. მიუხედავად დაცული ნაშთებისა, მისი დნმ ძალიან დაზიანებულია, რაც მისი კლონირების პროცესს აფერხებს, თუმცა შედეგის სრულყოფამდე კვლევები გრძელდება.

საყურადღებოა ამერიკაში აკრძალული ჩიტის სახეობა, პიგიონი (Ectopistes migratorius), რომელიუც  ადამიანის მიერ მასობრივი ნადირობის შედეგად გადაშენდა.

კიდევ ერთ სახეობას აურხი, თანამედროვე ძროხის წინაპარი წარმოადგენს, რომელიც  დიდი ზომის, რქებიანი მტაცებელი იყო. ეს სახეობა 1627 წელს გადაშენდა.

კვაგა (Equus quagga quagga): კვაგა მიიჩნევა ზებრის წინასახეობდად, რომელიც სამხრეთ აფრიკაში მრავლად იყო გაცრცელებული და მე-19 საუკუნის ბოლოს გადაშენდა. მეცნიერები ამჟამად ირჩევენ ცალკეულ ზებრას, რომელსაც მცირე ზოლები ექნება, რათა კვაგას კლონირება მაქსიმალურად სრულყოფილი იყოს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ისტორიასაქართველო

სინამდვილეში 9 აპრილის ღამეს 22 ადამიანი გარდაიცვალა – ფეხმძიმე გოგონას გმირობა

სინამდვილეში 1989 წლის 9 აპრილის ღამეს 22 ადამიანი გარდაიცვალა, რადგან ხარაგაულელი, 24 წლის გოგონა, ელისო ჭიპაშვილი ექვსი თვის ფეხმძიმედ იყო.

თითქმის ყოველდღე დადიოდა მიტინგებზე რუსთაველის გამზირზე. რამდენჯერმე მის ძმას უნახავს და უთქვამს – წადი სახლში თავს მიხედეო, მაგრამ იქ ასეთი ამბები ხდებოდა სახლში რა გააჩერებდაო – იხსენებს ვახტანგ ჭიპაშვილი.

მთელი ბაშვობა სოფელ ბაზალეთში გაატარა ელისომ, ძალიან ცელქი და ვერცხლსწყალივით მოუსვენარი გოგო ყოფილა. იმ საბედისწერო ღამეს ვიღაც ბავშვისთვის დაურტყამთ სალდათებს და სწორედ იმ ბავშვს გადაფარებია ელისო, მერე მისკენ მობრუნებულა სალდათი და გოგონას ხმამაღლა შეუძახნია – „რა შვრები მე ფეხმძიმეთ ვარო“, მაგრამ კიდევ უფრო გამეტებით დაურტყამს ურჯულოს.

რესპუბლიკურ საავადმყოფოში სანიტრად მუშაობდა თურმე, სხვა სამსახურებსაც ითავსებდა, დაღლას ვერ შეატყობდითო. მძიმე ტრაგედია ვერ გადაიტანა მისმა დედამ და ელისოს დაკრძალვამდე გარდაიცვალა.

სოფელ ბაზალეთში, დღეს, ელისო ჭიპაშვილის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მისი სახელობის ცაცხვების ხეივანი გაშენდა.

გმირის სახელს ატარებს ასევე, ხარაგაულში ერთ-ერთი ქუჩა.
ელისომ არაჩვეულებრივი თავგანწირვისა და გმირობის მაგალითი მისცა თანამედროოვეებს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ისტორიასაქართველო

ყველაზე პატარა გმირი, რომელიც 1989 წლის 9 აპრილს დაიღუპა – ეკა ბეჟანიშვილის ახდენილი წინასწარმეტყველება

ეკა ბეჟანიშვილი 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენების ყველაზე პატარა მსხვერპლი აღმოჩნდა.

„ადამიანი ისე როგორ უნდა მოკვდეს, რომ საკუთარი კვალი არ დატოვოს“ – ეს ფრაზა ეკა ბეჟანიშვილის დღიურიდანაა. ფრაზა, რომელიც გოგონას წინასწარმეტყველებად ექცა და თავისი სახელი და გვარი მთელ საქართველოს სამუდამოდ დაამახსოვრა.

ტიბაანელი 16 წლის, გოგონა კომაროვის სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე იყო, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით დაწყებულ მიტინგებზე კლასელებთან ერთად დაიწყო სიარული და მშობლებლსაც ეუბნებოდა, რომ იცოდეთ რა მუხტია, იქიდან წამოსვლა აღარ მოგინდებათო.

როგორც დედამისი, ლალი ყანჩაველი იხსენებს, ეკა სახლში ყოველთვის დროულად ბრუნდებოდა. 8 აპრილს მამამ მასწავლებელთან დატოვა, იქიდან ეკა აქციაზე წავიდა. საღამოს 8 საათი რომ გახდა და სახლში არ დაბრუნდა, მშობლებმა მისი ძებნა დაიწყეს, მივიდნენ სკოლაში, პარლამენტის წინ, დადიოდნენ და მომიტინგეებს ეკითხებოდნენ ეკას შესახებ.

ამასობაში ალყაში აღმოჩნდნენ და არეულობაც დაიწყო. ეკას დედა ამბობს, რომ ამ მომენტიდან აღარაფერი ახსოვს. მეხსიერება სრულად მხოლოდ 6 თვის შემდეგ აღუდგა, საკუთარი შვილის დაკრძალვას არ დასწრებია.

ლალი ყანჩაველმა მოგვიანებით გაიგო, 9 აპრილის მოვლენების მომსწრე ერთ პოლიციელს უთქვამს, ქერა ქალს დააკლეს შავგვრემანი, ხუჭუჭა გოგოო, ეს იყო ეკა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ისტორიასაქართველო

ვინ იყო ბიჭი, რომელიც 9 აპრილს რუსულ ტანკს ჯოხით შეებრძოლა  

ყველას ახსოვს 9 აპრილის მოვლენების ამსახველი ერთ-ერთი ყველაზე ემოციური კადრი, როდესაც ქართველი ბიჭი რუსულ ტანკს ჯოხს ურტყამს. ეს კადრი დაუმორჩილებლობის სიმბოლოდ იქცა.

ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მაია კიკაბიძე ფოტოს აქვეყნებს და სწორედ ამ მამაც ბიჭზე, ირაკლი (შმაგი) დოლიძეზე წერს.

„ერთი ბიჭი იყო, ირაკლი (შმაგი) დოლიძე, როდის გავიცანი და როგორ არ მახსოვს 13 წლის ვიყავი დაახლოებით, ერთ უბანში ვცხოვრობდით, მაჩაბლის ქუჩაზე ცხოვრობდა ჩემზე უფროსი იყო ერთი წლით და ჩემი ლამაზი კლასელი უყვარდა) შმაგი იყო ძალიან უცნაური და განსხვავებული სახელიც შმაგი დაირქვა ასე დამიძახეთო, მხიარული, ხმამაღალი იმ ეპოქისთვის ძალიან თავისუფალი იყო, უცბად საიდან სად გაჩნდებოდა ხოლმე, მეორე სართულიან ხტებოდა) მთამსვლელობა უნდოდა, ერთხელ ვიღაცამ ბათინკები აჩუქა დიდი ბრაგუნა ბათინკები და ზაფხული იყო იმით დადიოდა მთაში მივდივარო, მე და ჩემს კლასელს სულ დაგვყვებოდა აქეთ იქით უბანში, რაღაცეებს გვიყვებოდა ხელგაშლილი ემოციურად აჟიტირებული ხასიათით და იპრანჭებოდა.

ერთხელ დამიძახა და ხელი გავიჭერიო მითხრა, მუშტი შეკრული ჰქონდა, გაშალა და ვხედავ, ხელის გული გაჭრილი ჰქონდა, ნემსით და ძაფით ამოუკერია, უნდოდა ეს ვაჟკაცობა მომეყოლა ჩემი მეგობრისთვის.

ყოველ დღე მხვდებოდა თითქმის, უბანში ხან თავის ქუჩაზე ხან “ბირჟასთან” სულ სოლოლაკში და ამ დროს ყველგან იყო. თავისუფლება ცხოვრობდა მასში, უშუალო ადამიანი პატარასთან და უფროსთან ერთნაირად მეგობრობდა და ყველას უყვარდა, მასზე არასოდეს გამიგონია რამე უარყოფითი.

ყველა იცნობდა, თბილისი იცნობდა. ერთ დღეს სახლში მივედი და დედაჩემმა ძალიან ცუდი ამბავი მოხდაო მითხრა . . . .

რამ გამახსენა შმაგი. . . გუშინ ტვ-ში ფიქრია ჩიხრაძე იგონებდა 9 აპრილს. არასოდეს არავის უხსენებია და მან ახსენა – იყო ერთი პატარა ბიჭი შმაგი დოლიძეო, აი ისო პატრიარქი ვინც გაიყვანა და აეფარაო კადრშიც ჩანსო, მიკროფონიც უჭირავს, ეს ის ბიჭიაო ჯოხს რუსულ ტანკს რომ ურტყამს უკან დაიხიეთო, კადრებშიც ჩანსო . . . . გული გამიჩერდა( 9 აპრილს გადარჩა, ისეთი იყო რომ იქიდან ბევრს გამოიყვანდა და გადაარჩენდა. ერთი წელი იყო გასული 9 აპრილის შემდეგ, რუსთაველზე იდგა, ტაქსის აჩერებდა და მანქანა დაეჯახა. იყო ასეთი ადამიანი კარგი და საამაყო შმაგი“,-წერს მაია კიკაბიძე.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 2 3 34
Page 1 of 34