close

განათლება

განათლება

ვუჰანელმა ბავშვებმა საშინაო დავალების თავიდან ასაცილებლად აპლიკაციას, საიდანაც დავალებას იღებდნენ,დაბალი შეფასებები დაუწერეს, რომ წაშლილიყო

ჩინეთის ქალაქ ვუჰანში, საიდანაც კორონავირუსი თავდაპირველად გავრცილდა, სკოლის მოსწავლეები დისტანციურ სწავლებაზე გადაიყვანეს – საშინაო დავალებას ისინი აპლიკაცია DingTalk-ის საშალებით იღებენ, თუმცა, აღმოაჩინეს, რომ თუ App Store-ში მომხმარებელთა საკმარისი რაოდენობა აპლიკაციას ყველაზე დაბალი შეფასებით – 1 ვარვსკვლავით შეაფასებდა, აპლიკაციას წაშლიდნენ. შედეგად, ერთ ღამეში რეიტინგი 4.9-დან 1.4-მდე დავარდა. ინფორმაციას ამის შესახებ London Review of Books-ზე დაყრდნობით Mashable ავრცელებს.

DingTalk-ის აპლიკაციის დეველოპერებმა მომხდართან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნეს და სთხოვეს მომხმარებლებს, ლმობიერება გამოეჩინათ: „აპლიკაცია მხოლოდ 5 წლისაა. ძალიან გთხოვთ, ნუ მოკლავთ მას“, – აცხადებენ ისინი.

აპლიკაცია ამჟამად ჯერ კიდევ არის App Store-ში. მისი რეიტინგი ამჟამად 2.2-ია.


ბოლო მონაცემებით, კორონავირუსი მსოფლიოში 110 ათას ადამიანს დაუდასტურდა ლაბორატორიულად, აქედან 62 ათასი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 3 800-ზე მეტი. საქართველოში კორონავირუსის 15 შემთხვევაა დაფიქსირებული. კორონავირუსის ეპიდემია ჩინეთიდან, ვუჰანიდან დაიწყო 2019 წლის დეკემბერში. შემთხვევების უმრავლესობაც სწორედ აქ არის დაფიქსირებული.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
განათლებასაქართველო

17 წლის ბიჭი, რომელმაც ამერიკის უნივესიტეტში ჩააბარა და 300 000$ იანი დაფინანსება მოიპოვა – ”ლუკას სიხარულისგან ცრემლები მოსდიოდა” 

ქარ­თვე­ლი მოს­წავ­ლე ლუკა ბუს­კი­ვა­ძე ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში, ვან­დერ­ბილ­ტის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლას სრუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბით გა­აგ­რძე­ლებს. 17 წლის ლუ­კამ, რომელსაც სკოლა ჯერ არ დაუმთავრებია და ჯერ მე-12 კლასშია, 300 000$-იანი დაფინანსება მოიპოვა.

უნი­ვერ­სი­ტე­ტიც ბიზ­ნე­სია და რაც უფრო ნაკ­ლებს იხდი, მით ნაკ­ლე­ბი შან­სი გაქვს, მოხ­ვდე, თა­ნაც – ქარ­თვე­ლი ამე­რი­კა­ში… სა­ბო­ლოო ჯამ­ში, 13 თე­ბერ­ვალს პა­სუ­ხი მო­მი­ვი­და, რომ მხო­ლოდ 74 ათასს კი არა, 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ყო­ველ წელს 80 000 დო­ლარს მაძ­ლე­ვენ, რათა ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზღვე­ვა და მგზავ­რო­ბის ფუ­ლიც მქონ­დეს. სწავ­ლის სა­ფა­სუ­რი ყო­ველ­წლი­უ­რად იზ­რდე­ბა და შე­იძ­ლე­ბა, და­ფი­ნან­სე­ბის თან­ხაც ყო­ველ წელს გა­ი­ზარ­დოს. – განაცხადა ლუკამ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“ 

სრულად ნახვა
განათლება

ამერიკელმა ქალმა 80 წლის ასაკში ბაკალავრის დიპლომი აიღო

6 დეკემბერს ალაბამას უნივერსიტეტში სწავლა წარმატებით დაასრულა დონზელა ვაშინგტონმა, რომელსაც 80 წლის ასაკში სოციალური მუშაკის ბაკალავრის ხარისხი მიენიჭა. მან ამავდროულად განსაკუთრებული აკადემიური მოსწრებითაც გამოიჩინა თავი: ბოლო სემესტრში მისი GPA 4.0 იყო.

ამ მიღწევით დონზელა ვაშინგტონი 144-წლიანი ისტორიის მქონე უნივერსიტეტის ყველაზე ასაკოვანი კურსდამთავრებული გახდა.

“ამით მინდა სხვებს შთაგონება და მოტივაცია მივცე, რომ ასაკი სულაც არ წამოადგენს დაბრკოლებას”, — განაცხადა ვაშინგტონმა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
განათლება

იტალიის სკოლებში კლიმატის ცვლილება სავალდებულო საგნად შემოდის

იტალია მომავალი წლიდან პირველი ქვეყანა გახდება, რომლის სკოლებშიც კლიმატის ცვლილების სწავლა სავალდებულო იქნება, – ამის შესახებ ქვეყნის განათლების მინისტრმა ლირენცო ფიორამონტიმ განაცხადა.

მისი თქმით, ცვლილება 2020 წლის სექტემბრიდან განხორციელდება და ქვეყანაში არსებულ სახელმწიფო სკოლებს შეეხება. საგნის სწავლებას მოსწავლეები პირველი კლასიდან დაიწყებენ სკოლაში სწავლის ბოლომდე გააგრძელებენ.

კლიმატის ცვლილების გაკვეთილებზე ბავშვებს მდგრადი განვითარების შესახებაც გაუღრმავებენ ცოდნას.

განათლების მინისტრის განცხადებით ახალ საგანს კვირაში ერთი საათი დაეთმობა.

წყარო : www.sciencealert.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
განათლებასაქართველო

მოსწავლე, რომელმაც ოლიმპიადაში ოთხ საგანში უმაღლესი ქულა მიიღო – გაიცანით გენიოსი ოზურგეთიდან

გიორგი მეგრელიძე ოზურგეთის პირველი საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეა. მან ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველ ტურში მაღალი შედეგი აჩვენა. გიორგი სხვა მოსწავლეებისგან იმით გამოირჩევა, რომ ერთნაირად წარმატებულია თითქმის ყველა საგანში. ამ შემთხვევაში კი, მაღალი შედეგი აქვს ინგლისურში, მათემატიკაში, ფიზიკასა და ბიოლოგიაში.

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტურის ფარგლებში, მან ინგლისურში 40-დან 40 ქულა მიიღო, მათემატიკაში – 20-დან 18, ფიზიკაში – 25-დან 21, ხოლო ბიოლოგიაში – 25-დან 17 და ოთხივე საგანში აგრძელებს კონკურსში მონაწილეობას.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
განათლებასაქართველო

2018-2019 წლებში 12 049 მოსწავლემ სწავლა შეწყვიტა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, 2018-2019 სასწავლო წლის განმავლობაში, სწავლა 12 049 მოსწავლემ შეწყვიტა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 2.0 %-ით ნაკლებია.

საქსტატის ინფორმაციით, იმ მოსწავლეთა შორის, რომელთაც შეწყვიტეს სწავლა, 40.7% გოგოა, ხოლო 59.3% – ბიჭი. სამი ათასზე მეტი მოსწავლე მეათე კლასიდან გავიდა.

საქსტატის ცნობით, 2019-2020 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში სულ 2 313 ზოგად-საგანმანათლებლო დაწესებულებაა, მათ შორის 2 086 საჯარო, ხოლო 227 კერძო. ჯამში სკოლებში 592.9 ათასი მოსწავლე სწავლობს, რაც წინა სასწავლო წლის მაჩვენებელს 1.5%-ით აღემატება. საჯარო სკოლებში მოსწავლეთა საერთო რიცხოვნობის 89.4% სწავლობს, ხოლო კერძო სკოლებში – 10.6%. მოსწავლეთა საერთო რიცხოვნობიდან 47.9% გოგოა, ხოლო 52.1% – ბიჭი.

2019-2020 სასწავლო წლის მონაცემებით, ქვეყანაში 63 780 პედაგოგია. რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 5.3%- ით ნაკლებია. მასწავლებელთა დიდ უმრავლესობას ქალები შეადგენენ, კერძოდ, პედაგოგების რიცხოვნობაში ქალების წილი 86.8%, ხოლო კაცების წილი 13.2% -ია.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
განათლებაეს საინტერესოა

9 წლის ნიდერლანდელი ვუნდერკინდი უნივერსიტეტის დიპლომს მიიღებს

უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის მქონე ყველაზე მცირეწლოვანი ბავშვის სტატუსს მალე ნიდერლანდებში მცხოვრები 9 წლის ვუნდერკინდი, ლორან სიმონსი მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ის რუსული გამოცემა ავრცელებს.

ლორან სიმონსი რამდენიმე თვეში ეინდჰოვენის ტექნიკურ უნივერსიტეტს დაამთავრებს. ის ელექტროტექნიკის ფაკულტეტზე სწავლობს, უნივერსიტეტში კი სულ რაღაც 1 წლის წინ ჩააბარა.

საშუალო და უფროსი კლასის 6-წლიანი პროგრამა 9 წლის ვუნდერკინდმა 1.5 წელიწადში დაფარა და გასული წლის ზაფხულში, როდესაც ის 8 წლის იყო საშუალო განათლების ატესტატი აიღო.

ბიჭის IQ 145-ია, მას ფოტოგრაფიული მეხსიერება აქვს, თავად ლორანის თქმით, მისი საყვარელი საგანი მათემატიკაა, იმიტომ რომ ის მოიცავს სტატისტიკას, გეომეტრიას და ალგებრას.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
განათლება

ქართულ სკოლებში ბავშვებს ცხოველებთან ჰუმანურ მოპყრობას ასწავლიან

“სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგების საყურადღებოდ! ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში, დედაქალაქის სკოლებში საინფორმაციო-შემეცნებით გაკვეთილებს ატარებს”, — წერია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ფეისბუქის საჯარო პოსტში.

ამავე პოსტიდან ვიგებთ, რომ ახალი კამპანიის მიზანია მოზარდებში შინაური ცხოველების მიმართ სიყვარული და ჰუმანურ დამოკიდებულებები გააღვივოს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
განათლება

ქართველი ბიჭი, რომელმაც ამერიკის უნივერსიტეტიდან წელიწადში $80.000 -ზე მეტი დაფინანსება მიიღო

დავით ჯინჭარაძე 2018 წელს ნიუ-იორკის აბუ- დაბის  უნივერსიტეტში ჩაირიცხა.  უნივერსიტეტს მსოფლიო მასშტაბით 11 აკადემური ცენტრი, 25-მდე მოკავშირე ქვეყანა და ათობით კამპუსი აქვს. მისი წარმატება ერთი წლით ადრე,  Flex- ის გაცვლითი პროგრამით  დაიწყო, საიდანაც ის  ამერიკის შეერთებულ შტატებში მოხვდა. „ მანამდე საზღვარგარეთ არასდროს ვყოფილვარ. ეს იყო უდიდესი გამოწვევა, რადგან მივდიოდი ოკეანის მეორე მხარეს,  სადაც ჩემს ქვეყანასთან არაფერი მაკავშირებდა. ძალიან ცოტამ იცოდა საქართველოს არსებობის შესახებ. პიროვნულად ორიენტირებული ვიყავი დამემტკიცებინა ჩემი ეროვნული იდენტობა. ვცდილობდი მაქსიმალური ინფორმაცია მიმეწოდებინა სხვებისთვის, თუ რამხელა კულტურის მატარებელია ჩემი სამშობლო.”

როგორც ამბობს,  განავითარა თავისუფალი აზროვნების უნარები. ის ხშირად საუბრობს სწავლის მეთოდების სხვაობაზე.

„ჩვენი განათლების სისტემა ძალიან განსხვავდება სხვა ქვეყნების სისტემისაგან. მთავარი განსხვავება ამერიკულ და ქართულ სკოლებს შორის საგნების სწავლების მეთოდია.ამერიკაშიცარის აუცილებელი კურსები – მათემატიკა, ისტორია და ინგლისური. თუმცა, მოსწავლე დამოუკიდებლად ადგენს თავის ცხრილს. იქ ისწავლება ისეთი მრავალფეროვანი დარგები როგორიცაა მეხანძრეობა, კრიმინალური დანაშაულის გამოძიება..   თუკი მოსწავლე გეგმავს გახდეს მეცნიერი, მისთვის ხელმისაწვდომია საუნივერსიტეტო დონის ბიოლოგია, პრაქტიკული მათემატიკა და გაძლიერებული ქიმია.”

უკან დაბრუნების შემდეგ, დავითისთვის რთული აღსაქმელი იყო ქართული რეალობა –
„უნდა აღინიშნოს მასწავლებლებისა და მოსწავლეების ურთიერთპატივისცემა.ამერიკული განათლება თავისუფლებასა და თანასწორობაზეა დაფუძნებული. ეს მოსწავლეთა გახსნილობასაც განაპირობებს. აქ გაკვეთილზე მუშაობის დროს მუსიკის მოსმენა დარღვევად არ ითვლება.”

როგორც სტუდენტი ამბობს, ამერიკიდან ჩამოსვლისთანავე იცოდა, რომ ქართული უნივერსიტეტები მოლოდინებს არ გაუმართლებდა. მან გააგზავნა განაცხადი მსოფლიო დონის უნივერსიტეტებში და მალევე დადებითი პასუხი მიიღო რამდენიმე მათგანისგან. საბოლოო არჩევანი ნიუ – იორკის აბუ-დაბის უნივერსიტეტზე(NYUAD) შეაჩერა. დავითმა სრული სასწავლო გრანტი მიიღო, რაც მოიცავს სწავლის, ცხოვრების,სასწავლო საჭიროებებისა და მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას.„მილიარდობით დოლარი იხარჯება, სტუდენტებისთვის ყველა პირობაა შექმნილი სწავლისა და განვითარებისთვის. ლექტორები და სტუდენტები, თანაბარ პირობებში ცხოვრობენ კამპუსში. ძალიან მცირე შანსია, რომ ამ უნივერსიტეტში მოხვდე. ათი ათასი აპლიკანტიდან 150 შეგვარჩიეს მსოფლიოდან,“.

გაერთიანებულ საამიროებში გაფრენამდე დავითი ემზადებოდა მკაცრ გარემოსთან ასიმილაციისთვის. მისი მოლოდინით, მინიმუმ ტანსაცმელზე მაინც ექნებოდა შეზღუდვა, თუმცა ასე არ აღმოჩნდა. „მიუხედავად იმისა, რომ  ემირატები ახლო აღმოსავლეთშია, ყველაფერი არის მორგებული დასავლურ პირობებზე. საინტერესო ისაა,რომ აქ შეხვდებით მრავალი ეროვნების ადამიანს განხვავებული ფასეულობებით, მსოფლმხედველობით.“

სწავლასთან დაკავშირებით მისი მოლოდინები გამართლდა. ეს არის ლიბერალური განათლების მიქსი პროფესიონალიზმთან. ამ ეტაპზე ის სწავლობს ნეიროფსიქოლოგიასა და ტვინს. მის უნივერსიტეტში  სწავლასთან ერთად პრაქტიკული გამოცდილების შეძენაცაა შესაძლებელი. დავითი  ბიოლოგიის ლაბორატორიაში მოხალისეობს,   სადაც თაგვებში სტრესის წარმოშობის გზებს იკვლევს.

მიმდინარე წელი დავითისთვის კიდევ ერთი წარმატების მომტანი აღმოჩნდა. ის ჩაირიცხა ნიუ- იორკის უნივერსიტეტში, ამჯერად იტალიაში. „შემდეგ სემესტრს იტალიაში ვატარებ. უნივერსიტეტი გვაძლევს უცხოეთში უფასოდ სწავლის საშუალებას, რათა უცხო ქვეყნის კულტურას გავეცნოთ და ვიცხოვროთ ისე, როგორც ადგილობრივები. ყველამ მითხრა, სადაც მარტივად ვერ მოხვდები, იქ უნდა წახვიდეო. შემეძლო, ბუენოს აირესში ან სიდნეიში წასვლა.მაგრამ, ასე გადავწყვიტე, ვამჯობინე იტალია. ვფიქრობ,იქ უნდა გამოსცადო ცხოვრება, სადაც თვლი, რომ მოერგები.“

მიუხედავად იმისა, რომ ამ დროის მანძილზე დავითმა უამრავი უცხოელი მეგობარი გაიჩინა და შეისწავლიდა მათ ფასეულობებს, რთული იყო კონფლიქტური სიტუაციებისგან თავის არიდებაც. „ XXI საუკუნეში გვიწევს, სხვა კულტურის წარმომადგენლებთან ვიპოვოთ საერთო ენა. გავუზიაროთ აზრები და იდეები ერთმანეთს. შეუძლებელია სადღაც გაუგებრობა არ მოხდეს. სწორედ ამ კამათებმა მასწავლა, რომ არსებობს რაღაცები, რაც ჩემი ღირებულებების ნაწილია. თუ ეს ღირებულებები დრო და დრო იცვლება, მაშინ ის აზრი ყოფილა. საუბარი იქითკენ მიმყავს, რომ რუსეთი ოკუპანტია და საქართველოს 20 % ოკუპირებულია მის მიერ.
საერთაშორისო გარემოში ხშირად მქონია შემთხვევა, როცა მიმტკიცებდნენ, რომ კონფლიქტი ორივე ქვეყნის ბრალი იყო.ყველა კონფლიქტს არ აქვს ორი მხარე!მე არაერთხელ მითქვამს, ამ საკითხზე პრინციპული პოზიცია მაქვს — რუსეთი ოკუპანტია, და ეს გუშინ კი არა, ორი საუკუნის წინ დაიწყო.“

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”
სრულად ნახვა
განათლება

79 წლის პედაგოგი, რომელმაც სახელმწიფოს ჯილდოზე უარი თქვა და გამოცდაზე 10 კრედიტი მიიღო

ფოთში, 79 წლის მასწავლებელმა, ნატრული ტაბიძემ, საპენიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგებისთის სახელმწიფოს, მიერ შეთავაზებულ ჯილდოზე უარი განაცხადა და საგნობრივ გამოცდაზე უმაღლესი შეფასება მიიღო. ცნობისთვის, განათლების სამინისტროს ახალი რეფორმის მიხედვით, თუ ღვაწლმოსილი პედაგოგი, უარს იტყვის პროფესულ საქმიანობაზე, მას ორი წლის ჯამური ხელფასი ერთდროულად გადაეცემა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, სტატუსის ასამაღლებლად, შესაბამისი გამოცდა უნდა გაიაროს.

ქალბატონი ნატრული პედაგოგიურ მოღაწეობას 1964 წლიდან ეწევა. ის ქიმიის მასწალებელია. ამჯერად 37 წელია, ფოთის თეოფანე დავითაის სახელობის N1 საჯარო სკოლაში მუშაობს. მრავალი თაობის აღმზრდელი, დამსახურებული პედაგოგი არაერთი ჯილდოს და წოდების მფლობელია.  ის დამწყებ პედაგოგებს ურჩევს _ მოსწავლეებთან ტაქტიანები, შემწყნარებლები და გულწრფელები იყნენ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 6 7 8 9 10 28
Page 8 of 28