close

განათლება

განათლებაეს საინტერესოა

ცნობილია 10 ყველაზე განათლებული ქვეყანა მსოფლიოში

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების საერთაშორისო ორგანიზაციამ  (Organisation for Economic Co-operation and Development – OECD) მსოფლიოს ყველაზე განათლებული ქვეყნების ათეული გამოაქვეყნა – წერს Edu.aris.ge

OECD-მა განსაზღვრა ქვეყნის ზრდასრულ მოქალაქეთა (25-დან 60 წლამდე) განათლების დონე, იმის მიხედვით, დაასრულეს თუ არა მათ რაიმე სახის უმაღლესი განათლების საფეხური, ორწლიანი, ოთხწლიანი ან პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით.

როგორც ორგანიზაციის ანგარიშში ვკითხულობთ, იმის მიუხედავად რომ ყოველ წელს მსოფლიოს საუკეთესო კოლეჯების რეიტინგებში აშშ-ის უნივერსიტეტები ლიდერობენ და მსოფლიოს 10 საუკეთესო უნივერსიტეტიდან რვა შტატებშია, ზრდასრულთა განათლების დონის მიხედვით აშშ მე-6 ადგილზეა.

OECD-ს ათეული კი ზრდასრული მოსახლეობის წილის მიხედვით ასე გამოიყურება:

10. ლუქსემბურგი – 42.86 პროცენტი;

9. ნორვეგია – 43.02 პროცენტი;

8. ფინეთი – 43.60 პროცენტი;

7. ავსტრალია – 43.74 პროცენტი;

6. ამერიკის შეერთებული შტატები – 45.67 პროცენტი;

5. დიდი ბრიტანეთი – 45.96 პროცენტი;

4. კორეა – 46, 86 პროცენტი;

3. ისრაელი – 49. 90 პროცენტი;

2. იაპონია – 50.50 პროცენტი;

1. კანადა – 56. 27 პროცენტი.

როგორც ხედავთ, რეიტინგში კანადა ლიდერობს, როგორც ყველაზე განათლებული ქვეყანა მსოფლიოში.

სრულად ნახვა
განათლება

საჯარო სკოლებში ჩინურის, როგორც მეორე ენის სწავლება დაიწყება

უკვე ოფიციალურად დასტურდება, რომ 2019- 2020 სასწავლო წლებიდან, საჯარო სკოლებში, სავარაუდოდ, ჩინური ენის სწავლება დაიწყება. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივის თანახმად, სკოლების სურვილის შემთხვევაშიჩინური ენა სასწავლო კურსში მეორე უცხო ენის სტატუსით შევა და მისი არჩევა  მე-5 კლასიდან იქნება შესაძლებელი

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისელჩმა, ძი იანჩიმ რამდენიმე დღის წინ ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს. მემორანდუმის მიზანია საქართველოში ჩინური ენისპოპულარიზაცია და სწავლების ხელშეწყობა, შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილებაც ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის გამოძახილია.

„სურვილის შემთხვევაში, ახალგაზრდებს მიეცემათ შესაძლებლობა ჩინური ენა ისწავლონ, რაც  მათ მომავლში საქართველოს ერთ-ერთ მთავარეკონომიკურ პარტნიორთან წარმატებულ ურთიერთობასა და ქართულ-ჩინური ბიზნესპროექტების განხორციელებაში დაეხმარებათ“, – განაცხადა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა. აღსანიშნავია ისიც, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის კონტაქტების დამყარება, გაცვლით პროგრამებში აკადემიური პერსონალისა დასტუდენტების მონაწილეობასაც ითვალისწინებს.

სრულად ნახვა
განათლება

საჯარო სკოლებში ჩინურის, როგორც მეორე ენის სწავლება დაიწყება

უკვე ოფიციალურად დასტურდება, რომ 2019- 2020 სასწავლო წლებიდან, საჯარო სკოლებში, სავარაუდოდ, ჩინური ენის სწავლება დაიწყება. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივის თანახმად, სკოლების სურვილის შემთხვევაშიჩინური ენა სასწავლო კურსში მეორე უცხო ენის სტატუსით შევა და მისი არჩევა  მე-5 კლასიდან იქნება შესაძლებელი

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისელჩმა, ძი იანჩიმ რამდენიმე დღის წინ ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს. მემორანდუმის მიზანია საქართველოში ჩინური ენისპოპულარიზაცია და სწავლების ხელშეწყობა, შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილებაც ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის გამოძახილია.

„სურვილის შემთხვევაში, ახალგაზრდებს მიეცემათ შესაძლებლობა ჩინური ენა ისწავლონ, რაც  მათ მომავლში საქართველოს ერთ-ერთ მთავარეკონომიკურ პარტნიორთან წარმატებულ ურთიერთობასა და ქართულ-ჩინური ბიზნესპროექტების განხორციელებაში დაეხმარებათ“, – განაცხადა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა. აღსანიშნავია ისიც, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის კონტაქტების დამყარება, გაცვლით პროგრამებში აკადემიური პერსონალისა დასტუდენტების მონაწილეობასაც ითვალისწინებს.

სრულად ნახვა
განათლებასაქართველო

ლადო აფხაზავა მასწავლებლის გლობალური ჯილდოს 10 ფინალისტს შორის მოხვდა

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2017 წლის გამარჯვებული, სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, ლადო აფხაზავა 2019 წლის „მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ საუკეთესო 10 მასწავლებელს შორის მოხვდა. ფინალისტები ჰოლივუდის მსახიობმა ჰიუ ჯეკმანმა გამოაცხადა.

„როდესაც მე ვიყავი პატარა, მრავალი სუპერ გმირი არსებობდა, ვინც მე მინდოდა ვყოფილიყავი. თუმცა, ახლა შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი გადასახედიდან, მთელი ჩემი გამოცდილების გათვალისწინებით, ნამდვილი სუპერ გმირები მასწავლებლები არიან – ისინი ცვლიან სამყაროს.“- განაცხადა ჰიუ ჯეკმანმა სპეციალურ ვიდეო გზავნილში.

Global Teacher Prize-ის ის გამარჯვებული პრიზის სახით მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს. გამარჯვებული 24 მარტს დუბაიში გამოვლინდება.

 

სრულად ნახვა
განათლებამსოფლიოსაქართველო

ლადო აფხაზავა მასწავლებლის გლობალური ჯილდოს 10 ფინალისტს შორის მოხვდა

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2017 წლის გამარჯვებული, სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, ლადო აფხაზავა 2019 წლის „მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ საუკეთესო 10 მასწავლებელს შორის მოხვდა. ფინალისტები ჰოლივუდის მსახიობმა ჰიუ ჯეკმანმა გამოაცხადა.

„როდესაც მე ვიყავი პატარა, მრავალი სუპერ გმირი არსებობდა, ვინც მე მინდოდა ვყოფილიყავი. თუმცა, ახლა შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი გადასახედიდან, მთელი ჩემი გამოცდილების გათვალისწინებით, ნამდვილი სუპერ გმირები მასწავლებლები არიან – ისინი ცვლიან სამყაროს.“- განაცხადა ჰიუ ჯეკმანმა სპეციალურ ვიდეო გზავნილში.

Global Teacher Prize-ის ის გამარჯვებული პრიზის სახით მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს. გამარჯვებული 24 მარტს დუბაიში გამოვლინდება.

სრულად ნახვა
განათლებაკულტურასაქართველო

ბაბლუანების ინციატივით, თბილისში ქართულ-ფრანგული კინოხელოვნების სკოლა გაიხსნება

მამა-შვილი თემურ და გელა ბაბლუანები ახალ პროექტზე მუშაობენ მუშაობენ. მათი ინიციატივით, თბილისში ქართულ-ფრანგული კინოხელოვნების სკოლას ჩაეყრება საფუძველი და ის, ფრანგული კინოაკადემიის “ესეკის” ანალოგი იქნება.

“imedinews.ge”-ს ინფორმაციით, მულტიფუნქციური სკოლის მშენებლობის პროცესში, ოჯახთან ერთად ჩართულია, გელა ბაბლუანის მეგობარი, იურისტი და კინოინვესტიციების მოზიდვების სპეციალისტი, იუბერ კაიარდიც. სწორედ, კაიარდთან ერთად გადაიღო გელა ბაბლუანმა, ამერიკასა და ევროპაში აღიარებული ლეგანდარული “13”, “მემკვიდრეობა” და “ფული”.

უძველესი ფრანგული კინოაკადემიის  –  ბაბლუანების მომავალ კინოსკოლასთან, “ესეკის” გარდა, თანამშრომლობის სურვილი უკვე გამოთქვეს, მსოფლიოში უდიდესმა კინოტექნიკის გამქირავებელმა და მწარმოებელმა კომპანიებმა “პავიოზნმა” და “არიფლიქსმაც”.

ინტერნაციონალური პროფესიული სასწავლებელი, ყოველწლიურად 300-მდე ქართველ და ევროპელ სტუდენტებს მიიღებს. 4 000 კვადრატული მეტრის ფართობზე, კინოაკადემიის ცენტრალური სასწავლებელი, ადმინისტრაციული და ტექნიკური შენობები, სტუდენტების საცხოვრებელი, მოწვეული პედაგოგებისთვის სასტუმრო, კინობაზა – ორი გადასაღები პავილიონი, ასევე ტენისისა და კალათბურთის მოედნები აშენდება. სტუდენტებს, წლის განმავლობაში მასტერკლასებს, 4-5 ცნობილი რეჟისორი ჩაუტარებს.

ქართულ – ფრანგულ მულტიფუნქციურ სკოლაში, სტუდენტები, 17-მდე სპეციალობას დაეუფლებიან, მათ შორის რეჟისურას, პროდიუსინგს, მარკეტინგსა და კომუნიკაციებს.  როგორც ბაბლუანები აცხადებენ, გამორჩეულ და ნიჭიერ სტუდენტებს სწავლას, სკოლა დაუფინანსებს.

კინოხელოვნების სკოლის კონცეფციას მამასთან და ძმასთან, ოლგა ბაბლუანიც ქმნის. ის, კომუნიკაციების დაგეგმვასა და მედიაში შეძენილი გამოცდილების კინოხელოვნების სკოლის სტუდენტებისთვის გაზიარებას გეგმავს.

კავკასიის რეგიონული კინოსკოლის მშენებლობა, წელს განახლდება და 2020 წელს, სტუდენტთა პირველ ნაკადს მიიღებს.

წყარო : primetime.ge

სრულად ნახვა
განათლება

რა სერვისებს სთავაზობენ ბიზნეს სკოლები აბიტურიენტებს

ბიზნესის მართვა და ადმინისტრირება ბოლო პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და პრესტიჟული მიმართულებაა, რომლითაც ახალგაზრდების დაინტერესება დიდია. იზრდება აბიტურიენტების რიცხვი, რომლებიც სხვადასხვა უნივერსიტეტში ამ ფაკულტეტს ირჩევენ.
საინტერესოა რას სთავაზობენ სხვადასხვა რეიტინგული უნივერსიტეტები ბიზნეს ფაკულტეტის სტუდენტებს და როგორ ეხმარებიან სტუდენტებს მიიღონ თანამედროვე ცოდნა და გამოცდილება? ეს არის ის მთავარი კითხვა როთიც doctrina.ge-მ კერძო უნივერსიტეტების ბიზნეს ფაკულტეტის დეკანებს მიმართა.მასალაზე მუშაობის პერიოდში გვქონდა შემთხვევები, რომ რიგმა კერძო უნივერსიტეტებმა კონფიდენციალობის დაცვა ამჯობინეს და არგუმენტად დაასახელეს, რომ კონკურენტებისთვის არ სურთ საკუთარი მიგნებების გამხელა. თუმცა, ჩვენის მხრივ მასალის მომზადების მთავარი იდეა გახლდათ ჩვენი მკითხველისთვის მიგვეწოდებინა საქართველოში აფილირებული უნივერსიტეტების კომენტარები და მკითხველს მოეხდინა შედარებითი ანალიზი. გარდა ამისა, საკუთარი მიგნებები თუ საზოგადოებას არ მივაწოდეთ, ვერც ჩვენი იდეა ჰპოვებს რეალიზებას. მადლობას ვუხდით უნივერსიტეტებს და მათ ადმინისტრაციას, რომელთაც მზაობა გამოთქვეს თანამშრომლობაზე. ქვემო გთავაზობთ მათ პასუხებს ჩვენს მიერ დასმულ სტანდარტულ კითხვებზე თუ რას სთავაზობს ბიზნესის სკოლა განსხვავებულს სტუდენტებს.

საქართველოს უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსი, ნათია გოლიაძე
საქართველოს უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამა ორიენტირებულია მეწარმული უნარების განვითარებაზე, რაც საშუალებას აძლევს სტუდენტებს წარმატებით დააფუძნონ და მართონ საკუთარი ბიზნესი.
პროგრამა მოიცავს სხვადასხვა პრაქტიკულ კომპონენტს, როგორიცაა კომპიუტერული სიმულაცია სტრატეგიულ გადაწყვეტილებების მისაღებად; პრაქტიკული ბუღალტერიის კურსი თანამედროვე ქართული საბუღალტრო პროგრამების გამოყენებით; პროგრამის ფარგლებში მოქმედებს ადმინისტრაციულ მეცნიერებათა კვლევითი ცენტრი, სადაც სტუდენტებს შეუძლიათ სხვადასხვა პროექტებზე მუშაობა; სწავლის განმავლობაში სტუდენტები მუშაობენ საერთაშორისო და ქართული კომპანიების რეალურ ქეისებზე. ბუღალტერიის მიმართულებით ისწავლება საგნები, რომლებიც შეესაბამება ACCA-ის (სერტიფიცირებულ ნაფიც ბუღალტერთა ასოციაცია) საერთაშორისო სტანდარტებს.
პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს საშუალება აქვთ მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა პროექტებში, საერთაშორისო პროგრამებში, სემინარებსა და ვორკშოფებში; ასევე გაცვლით პროგრამებში ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტებში.
ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამა ყოველწლიურად აფინანსებს საუკეთესო სტუდენტების მონაწილეობას ევროპის ინოვაციების აკადემიის (EIA) პროგრამაში, ეს პროგრამა მსოფლიოში ერთერთი საუკეთესოა სამეწარმეო განათლების კუთხით. სტუდენტები პირისპირ მუშაობენ ისეთ კომპანიებთან როგორებიც არის: Google, Ferrari, IBM, Amadeus, CA, UC Berkeley, StanfordUniversity, Ferrero და სხვა მრავალი.
მეწარმული უნარების ხელშეწყობის მიზნით მოქმედებს startup-factory, რის ფარგლებშიც უნივერსიტეტი სრულად აფინანსებს სტუდენტურ პროექტებს, რაც საშუალებას აძლევთ მათ განახორციელონ და წარმატებულ ბიზნესად აქციონ საკუთარი იდეები.
საქართველოს უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამა მრავალფეროვანია და ორიენტირებულია არა მხოლოდ თეორიული ცოდნის მიწოდებაზე, არამედ პრაქტიკული მეწარმული უნარების გამომუშავებაზე. პროგრამის მრავალფეროვნებაში იგულისხმება ის, რომ სტუდენტებს საშუალება აქვთ აირჩიონ ფინანსების, მარკეტინგის, მენეჯმენტის ან საბუღალტრო აღრიცხვისა და აუდიტის კონცენტრაციები. ასეთი მრავალფეროვნება საკმაოდ დიდი უპირატესობაა. პროგრამა ასევე გამოირჩევა საერთაშორისო თანამშრომლობების მრავალფეროვნებით, მოკლევადიანი თუ გრძელვადიანი გაცვლითი პროგრამებით, მაღალკვალიფიციური და პრაქტიკოსი ადგილობრივი და უცხოელი ლექტორებით, ასევე, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, აქტიური სტუდენტური ცხოვრებით.
გარდა ამისა, ჩვენ ვზრუნავთ, რომ ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამა კონკურენტუნარიანი იყოს არა მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე, არამედ კონკურენციას უწევდეს საერთაშორისოდ აღიარებულ პროგრამებს. სწორედ ამიტომ 2016 წლიდან გავხდით CEEMAN-ის და AACSB-ის ინსტიტუციონალური წევრი საერთაშორისო აკრედიტაციის მიმართულებით.
საბაკალავრო პროგრამის დასრულებისთვის განკუთვნილი 4 წელი არის გზა წარმატებული მომავლისკენ იმ პრაქტიკული უნარების დაუფლების გზით, რაც მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტმა შეიქმნას წარმატებული კარიერა მსოფლიო მასშტაბით სხვადასხვა ინდუსტრიაში.
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი. ბიზნესისა ტურიზმის ფაკულტეტის დეკანი – თამთა მიქაბერიძე
სულხან-საბა რობელიანის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამები აგებულია ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების მენეჯმენტის პროგრამების მოდელზე. მნიშნელვანია, რომ, ფაკულტეტის გუნდი დაკომპლექტებულია დარგში ლიდერი პრაქტიკოსებითა და ბიზნესისა და ტურიზმის სფეროს წამყვანი პროფესორ-მასწავლებლებით. რაც მთავარია, პროგრამა სთავაზობს თანამედრoვე, სტუდენტზე ორიენტირებულ სწავლის მეთოდებს.
ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტზე 4 მოქმედი პროგრამაა, საბაკალავრო და სამაგისტრო, როგორც ქართული, ისე ინგლისურ ენოვანი. ქართველი აბიტურიენტებისთვის სიახლეა, რომ წელს პირველად ცხადდება მიღება ბიზნეს ადმინისტრირების ინგლისურ ენოვან პროგრამაზე, თუმცა უკვე გვყავს უცხოელი სტუდენტები.
საბაკალავრო თუ სამაგისტრო პროგრამების გავლისას ჩვენს სტუდენტებს უვითარებდათ ყველა ის  უნარ-ჩვევა და კომპეტენცია, რაც სწრაფად ცვალებადი ბიზნეს გარემოსა და დასაქმების ბაზრის მოთხოვნებს შეესაბამება. თანაც საბაუნის სტუდენტებს საშუალება აქვთ პრაქტიკა გაიარონ წარმატებულ კომპანიებში. ამით უზრუნველვყოფთ მათ კონკურენტუნარიანობას ბაზარზე.
რაც მთავარია, ჩვენს სტუდენტებს აქვთ ფუფუნება ისწავლონ ევროპაში წამყვან უნივერსიტეტებში სრული დაფინანსებით. გარდა ხანგრძლივი გაცვლით პროგრამებისა, სარგებლობენ სხვადასხვა მოკლევადიანი კურსებით, საერთაშორისო საზაფხულო და ზამთრის სკოლებით, ტრენინგებითა და გაცვლითი პროგრამებით როგორც საქართველოს ასევე ევროპის მაშტაბით.
მაგალითად, ჩვენი სტუდენტები საერთაშორისო კონფერენციაზე მონაწილეობდნენ პოლონეთში, წარჩინებული სტუდენტები თებერვლის ბოლოს მიემგზავრებიან ჩეხეთში კონფერენციაზე, იტალიაში საზაფხულო სკოლაში და ა.შ.
სწავლის პროცესის პარალელურად საბაუნის სტუდენტები განებივრებული არიან დამატებითი საუნივერსიტეტო აქტივობებით, პროექტებით, საერთაშორისო ტრენინგებით, კონკურსებითა და საინტერესო შეხვედრებით ცნობილ ადამიანებთან ნებისმიერი სფეროდან.
ასევე, წლევანდელი აბიტურიენტებისათვის საინტერესო ამბავი გვაქვს. თებერვლიდან საბაუნი ბევრ საინტერესო, სასტიპენდიო და საგრანტო პროექტს სთავაზობს მათ, ასე რომ თუ თვალს მიადევნებენ ჩვენს საიტსა და ფეისბუქ გვერდს ბევრ მათთვის საინტერესო ინფორმაციასა და სიახლეს მოიძიებენ.
ჩვენ გვაქვს სპეციალური შეთავაზებები პირველი კურსელებისთვის. კერძოდ: 1-3 არჩევანით ჩარიცხული სტუდენტებისთვის დამატებითი უცხო ენის უფასოდ შესწავლა; პიროვნული განვითარების ექსკლუზიური შესაძლებლობა; ფინანსური მხარდაჭერის პროგრამები; სპეციალური სასტიპენდიო პროგრამა, რომელიც  გულისხმობს არა მხოლოდ მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტების წახალისებას; პრაქტიკული სწავლება და პრაქტიკოსი ლექტორები; აუცილებლად უნდა აღინიშნოს სტუდენტების შიდა სტაჟირებისა და დასაქმების პროგრამები უნივერსიტეტში; ასევე გაცვლითი პროგრამები ყველა მიმართულების სტუდენტებისთვის ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში, რაც შესაძლებლობას აძლევს მათ ისწავლონ საზღვარგარეთ, მოახდინონ ევროპული და ქართული საგანმანათლებლო პროგრამების შედარება, განსაზღვრონ ქართული საგანმანათლებლო პროცესის ძლიერი და სუსტი მხარეები. ბიზნეს ფაკულტეტის მთავარი გამოწვევა ვფიქრობ არის დასაქმების უზრუნველყოფა, მნიშვნელოვანია ოთხწლიანი თეორიული ცოდნის მიღების შემდეგ სტუდენტს ჰქონდეს არა მხოლოდ უნარი დასაქმდეს სხვადასხვა კომპანიაში, არამედ ჰქონდეს საშუალება იმისა რომ იყოს მოწინავე, ქონდეს ზრდის შესაძლებლობა, იყოს საქმის პროფესიონალი. რეალურად ვმუშაობთ იმაზე, რომ სტუდენტებს მივცეთ საშუალება სწავლის პარალელურად შეიძინონ პრაქტიკული უნარები და გამოსცადონ საკუთარი თავი. ამას ემსახურება სწორედ შიდა სტაჟირებები/დასაქმება და სპეციალური პროგრამები, ასევე ვცდილობთ უზრუნველვყოთ მათი განვითარება (პრაქტიკა) სხვადასხვა როგორც კერძო, ასევე საჯარო სტრუქტურაში.
განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო განვითარების კვლევების ინსტიტუტის არსებობა ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტის ბაზაზე, რომლის მიზანია კვლევითი მიმართულების გაძლიერება და, ამ მხრივ, სტუდენტების მაქსიმალური ჩართვა საერთაშორისო კვლევით პროექტებში. უკვე სტარტი აიღო რამდენიმე კვლევითმა პროექტმა. რაც იმას გულისხმობს, რომ სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს ეზრდებათ შანსი იმოგზაურონ ევროპაში და მიიღონ მონაწილეობა არა მხოლოდ სასწავლო მობილობაში, არამედ კვლევითი მიზნებითაც.
უახლოეს პერიოდში ვგეგმავთ ახალი საბაკალავრო და სამაგისტრო ქართული და ინგლისური პროგრამების დამატებას.
კავკასიის უნივერსიტეტი, ბიზნესის სკოლა. მარიამ მაღულარია
კავკასიის ბიზნესის სკოლა აბიტურიენტებს სთავაზობს საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით შექმნილ აკადემიურ პროგრამებს, რომლებსაც ჰქონდა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მენეჯმენტის განვითარების ასოციაციის (CEEMAN) აკრედიტაცია.
კავკასიის ბიზნეს სკოლას წელს აქვს განსაკუთრებული შეთავაზებები. აბიტურიენტები რომლების საკონკურსო ქულებით მოხვდებიან საუკეთესო 500 აბიტურიენტში და პირველ ადგილას აირჩევენ კავკასიის უნივერსიტეტს , პრიორიტეტის შემთხვევაში, თუ მათთვის ყველაზე მეტად აქტუალური ჩვენი უნივერსიტეტი იქნება ექნებათ საშუალება ისწავლონ კავკასიის უნივერიტეტში სრულიად უფასოდ. ასევე, აბიტურიენტებს საშუალება ექნებათ თანადაფინანსებით ისარგებლონ. უნივერსიტეტი ასევე მონაწილეობს ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ “Erasmus+”-ის გაცვლით პროგრამებში, ასევე აქვს ორმაგი ხარისხის გაცვლითი პროგრამები. აღნიშნული პროგრამების განხორციელება ხდება პარტნიორ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით.

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი. ბიზნესის და მართვის სკოლა . პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე ვასილ კიკუტაძე.
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესის და მართვის სკოლა აბიტურიენტებს სთავაზობს ბიზნესის ადმინისტრირების ფართო სპექტრის პროგრამებს, კერძოდ: ფინანსების, მარკეტინგის, მენეჯმენტის და ტურიზმის მიმართულებით. სკოლაში ფუნქციონირებს ასევე ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა. ბიზნესის და მართვის სკოლა სტუდენტებს სთავაზობს სხვადასხვა გაცვლით პროგრამებს უცხოეთში, რითაც აქტიურად სარგებლობენ სკოლის სტუდენტები. უნივერსიტეტი აბიტურიენტებს სთავაზობს ასევე ფინანსური შეღავათების სხვადასხვა პაკეტებს. უნივერსიტეტში მიმდინარეობს აქტიური სტუდენტური ცხოვრება, სტუდენტების ჩართულები არიან არა მარტო სპორტულ და გასართობ ღონისძიებებში, არამედ ისინი გადიან სხვადასხვა სასწავლო-ტრეინინგ კურსებს და დამატებით ინვითარებენ მათთვის საინტერესო უნარებს.
უნივერსიტეტი 25 წელზე მეტია ოპერირებს ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში, არის ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, ანხორციელებს სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებს და გამოირჩევა უცხოეთთან კავშირებით, რაც კარგად ჩანს უნივერსიტეტიდან საზღვარგარეთ გაცვლითი პროგრამებში ჩართული სტუდენტების რაოდენობიდანაც. უნივერსიტეტს გააჩნია თანამედროვე სასწავლო ინფრასტრუქტურა, რაც სრულ კომფორტს უქმნის სტუდენტებს სწავლის პროცესში. პროგრამების განხორციელების პროცესში ჩართულია ასევე უცხოელი ლექტორები.

მოცემულ ეტაპზე ბიზნესისდა მართვის სკოლა აქტიურად ანხორციელებს სამეცნიერო კვლევით მუშაობას, სკოლა ზედიზედ ორჯერ გახდა ფუნდამენტური სამეცნიერო კვლევების საგრანტო კონკურსების გამარჯვებული, არის ჰარვარდის კონკურენციის ინსტიტუტის აფილირებიული წევრი და აქტიურად მუშაობს ერთერთ წამყვან ამერიკულ უნივერსიტეტთან ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის განხორციელებაზე.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ბიზნესის მართვის ფაკულტეტი. დეკანი თეა კბილცეცხლაშვილი
ბიზნესის მართვის საბაკალავრო პროგრამა გამოირჩევა სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების მაღალი ხარისხით. ლექციებს კითხულობენ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ცნობილი პროფესორ-მასწავლებლები, რომელთაც აკადემიურ ცოდნასთან ერთად დიდი პრაქტიკული გამოცდილება გააჩნიათ. არსებულ და მომავალ სტუდენტებს ეძლევათ საშუალება მიიღონ თეორიული ცოდნა, თვალი ადევნონ და კრიტიკულად შეაფასონ რეალურ ბიზნეს გარემოში მიმდინარე პროცესები და გამოიმუშაონ ამ გარემოში სწორად ორიენტირებისათვის საჭირო უნარ-ჩვევები.

საბაკალავრო პროგრამა ბიზნესის ადმინისტრირებაში სტუდენტებს აძლევს ბიზნესის ფუნქციონალური სფეროების საბაზისო ცოდნას. პროგრამის პრაქტიკული ელემენტი კი უზრუნველყობს ბიზნეს სამყაროს რეალურ აღქმას. პროგრამა ორიენტირებულია დასაქმების ბაზარზე, ის თავსებადია უმაღლესი განათლების აღიარებულ ევროპულ და ამერიკულ სტანდარტებთან, პრინციპებთან და მეთოდოლოგიასთან, რაც უზრუნველყოფს პროგრამის მდგრადობას და კონკურენტუნარიანობას სტუდენტების, მომავალი დამსაქმებლებისა და ყველა სხვა დაინტერესებული მხარის სასარგებლოდ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
განათლება

მოსწავლის ცოდნა გამოცდით შეიძლება მე-6 და მე-10 კლასებში შეფასდეს

შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ განათლების ექსპერტებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამოცდების ახალ მოდელთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა.

როგორც გორგოძემ აღნიშნა, უნდა არსებობდეს არა მაღალი რისკის გამოცდა, არამედ, დაბალი რისკის გამოცდა, რომელიც ბავშვის განვითარებაზე იქნება ორიენტირებული. შესაბამისად, შესაძლოა მოსწავლის ცოდნა მე-6 და მე-10 კლასებში გამოცდით შეფასდეს.

“დაბალ საფეხურებზე უნდა ჩამოვიტანოთ გამოცდა და მე-10 კლასში გაცილებით მეტად უნდა გამოვცადოთ მოსწავლე, ვიდრე უნარების ტესტში მათემატიკა გამოიცდებოდა. მე-10 კლასში აუცილებლად იქნება გამოცდა”,- განაცხადა გორგოძემ.

გორგოძის თქმით, გამოცდები ცენტრალიზებულად ჩატარდება და სკოლას დეტალური ინფორმაცია მიეწოდება.

მანამდე მე-12 კლასელებისთვის საატესტატო გამოცდების წელსვე გაუქმების შესახებ ბრიფინგზე პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა. სიახლის თანახმად 2020 წლიდან გაუქმდება სკოლის გამოსაშვები გამოცდები.

2020 წლიდან თითოეულ პროგრამაზე ბარიერს უნივერსიტეტები დაადგენენ. 2020 წლიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება სამ სავალდებულო საგანში იქნება: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და მესამე იქნება იმ პროფილის მიმართულებით, რა სპეციალობასაც აბიტურიენტი აირჩევს. კერძოდ, ტექნიკური მიმართულებების შემთხვევაში, აბიტურიენტები ჩააბარებენ მათემატიკას, ხოლო ჰუმანიტარული მიმართულებების შემთხვევაში – ისტორიას.

რაც შეეხება ზოგადი უნარების გამოცდას, მისი ან სხვა პროფილური გამოცდის დამატების უფლება უმაღლესმა სასწავლებლებმა მიიღეს.

სრულად ნახვა
განათლებაეს საინტერესოაისტორიაკულტურამსოფლიოფილოსოფია

ჯერომ სელინჯერის უცნობი ნაშრომები გამოქვეყნდება

ჯერომ სელინჯერის შვილი ბრიტანულ “გარდიანთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ მწერილის საკმაოდ ბევრი ნამუშევარი არსებობს, რომელიც საზოგადოებისათვის ცნობილი არ არის.

მწერლის შვილი მეტ სლინჯერი ამბობს, რომ ის და ჯერომ სელინჯერის ქვრივი მომდევნო ათწლეულის განმავლობაში ამ ნამუშევრებს გამოაქვეყნებენ. მისი თქმით, ნაშრომები ჯერ გამოსაქვეყნებლად მზად არ არის.

ჯერომ სლინჯერი ცნობილი ამერიკელი მწერალია, რომელმაც სახელი გაითქვა ნაწარმოებით: თამაში ჭვავის ყანაში. სელინჯერი 2010 წელს გარდაიცვალა. ის დიდი ხნის განმავლობაში მედიასთან არ კონტაქტობდა, თუმცა მწერლის ფანები ფიქრობდნენ, რომ სელინჯერი ამ ხნის განმავლობაში წერას აგრძელებდა.

მისმა შვილმა “გარდიანთან” ინტერვიუში ეს ფაქტი დაადასტურა და თქვა, რომ ეს ნაშრომები გამოქვეყნდება.

სელინჯერმა წიგნი ბოლოჯერ 1963 წელს, ხოლო მოთხრობა 1965 წელს გამოაქვეყნა. 1980 წელს ბოლოჯერ მისცა ინტერვიუ. მისი რადიკალიზმი მკითხველებსა და ლიტერატორებს არასდროს უქრობდა ეჭვს იმის შესახებ, რომ სელინჯერი წერდა და თანაც ბევრს. მოსაზრებებს მითქმა–მოთქმები ამყარებდა: 1999 წელს სელინჯერის ნიუ ჰემფშირელმა მეზობელმა ჯერი ბარტმა განაცხადა, რომ წლების წინ ავტორმა მას 15–მდე გამოუქვეყნებელი წიგნის არსებობის შესახებ ამცნო, რომლებსაც საგულდაგულოდ სახლში ინახავდა. მსგავსი განცხადება სელინჯერის ყოფილმა მეგობარმა ქალმა, ჯოის მეინარდმაც გააკეთა. მეინარდი ამბობდა, რომ მწერალი ყოველდღიურდ წერდა და სულ მცირე ორი რომანი მაინც ექნება შეთხზული.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
განათლება

პროფესიული სასწავლებლის დიპლომით უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარება იქნება შესაძლებელი

განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა პროფესიული განათლების მიმართულებით დაგეგმილი რეფორმები წარადგინა. როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, ზოგადი განათლების ინტეგრაციის ხელშეწყობა, საბაზო განათლების მქონე ახალგაზრდებს (9 კლასი) საშუალებას მისცემს, პროფესიის შესწავლის პარალელურად, სრული ზოგადი განათლება მიიღონ.

ეს ნიშნავს, რომ პროფესიული სასწავლებლის დიპლომი სრული ზოგადი განათლების დიპლომს გაუთანაბრდება, შედეგად კი საბაზო განათლების მქონე ახალგაზრდები (ვისაც მხოლოდ 9 კლასი აქვს დამთავრებული), პროფესიის დაუფლების პარალელურად შეძლებენ, რომ გაიარონ სასკოლო საგნები და პროფესიული განათლების დიპლომით უმაღლეს სასწავლებლებში ჩააბარონ. რეფორმის ამ ნაწილის ამოქმედება 2019 წლის მაისიდან იგეგმება.

რეფორმის სამწლიანი ფაზა ასევე გულისხმობს არაფორმალური განათლების აღიარების მექანიზმების დანერგვას; პროფესიული პროგრამების განხორციელებაში დამსაქმებლების ჩართულობის ხელშეწყობას, სამუშაოზე დაფუძნებული/დუალური სწავლების მასშტაბების გაზრდით; გაცვლითი პროგრამებისა და საერთაშორისო სერტიფიცირებული პროგრამების დანერგვას.

სრულად ნახვა
1 8 9 10 11 12 28
Page 10 of 28