კომაროვის სკოლის კურსდამთავრებული, ნიკოლოზ ბირკაძე მსოფლიოს წამყვანმა უნივერსიტეტმა, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურმა ინსტიტუტმა (MIT) სწავლის სრული დაფინანსებით მიიღო!
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”
კომაროვის სკოლის კურსდამთავრებული, ნიკოლოზ ბირკაძე მსოფლიოს წამყვანმა უნივერსიტეტმა, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურმა ინსტიტუტმა (MIT) სწავლის სრული დაფინანსებით მიიღო!
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”
კომაროვის სკოლის კურსდამთავრებული, ნიკოლოზ ბირკაძე მსოფლიოს წამყვანმა უნივერსიტეტმა, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურმა ინსტიტუტმა (MIT) სწავლის სრული დაფინანსებით მიიღო. ინფორმაციას სკოლა-პანსიონი კომაროვი ავრცელებს.
ნიკოლოზ ბირკაძე ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის ყველა დროის შედეგებით საუკეთესო ათეულის წევრია. მას სხვადასხვა ოლიმპიადებსა და ტურნირებზე ოქროს და ვერცხლის მედლები აქვს აღებული.
“MIT – ის სწავლის გადასახადი ჯამში 300 000 დოლარამდე აღწევს. აღსანიშნავია, რომ 2014 წლიდან MIT – ში ყოველწლიურად კომაროვის სკოლის ერთი კურსდამთავრებული მაინც აგრძელებს სწავლას, 2021 წელს კი უპრეცედენტო რაოდენობა, 2 მოსწავლე გააგრძელებს სწავლას. ნიკა MIT – ში ჩარიცხული სკოლის მერვე კურსდამთავრებულია”, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი (Massachusetts Institute of Technology, აკრ. MIT) – მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ინსტიტუტია მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში, რომელიც აშშ-ში, მასაჩუსეტსში, ქალაქ კემბრიჯში მდებარეობს. მასაჩუსეტსის ინსტიტუტი თითქმის ყველა რეიტინგის პირველ ათეულშია. 2021 წელს, ისევე როგორც მრავალი წლის განმავლობაში MIT საუკეთესო უნივერსიტეტად დასახელდა და პირველი ადგილი დაიკავა QS World University Rankings-ში.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“
უნივერსიტეტში ჩასაბარებლად, სასწავლო დაწესებულებებმა შესაძლოა სკოლის ნიშნებიც გაითვალისწინონ,– ამის შესახებ განათლების მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა, სადაც მან ეროვნული გამოცდების რეფორმაზე ისაუბრა.
მიხეილ ჩხენკელის თქმით, აქცენტი უნდა გაკეთდეს აზროვნებაზე და არა ფაქტების ცოდნაზე. მინისტრობის კანდიდატი ამბობს, რომ ამერიკული მოდელის მიხედვით, უნივერსიტეტები ითვალისწინებენ არამხოლოდ გამოცდის(SAT) შედეგებს, არამხოლოდ სკოლაში საშუალო ქულასაც.
“ამერიკული მოდელი ასეთია – არის ასეთი გამოცდა SAT, რომელსაც აბარებს ყველა აბიტურიენტი. მაგრამ ეს არ არის ერთადერთი ინსტრუმენტი უნივერსიტეტში მიღების დროს. ამერიკაში ასევე უყურებენ GPA–ს ანუ სკოლაში ნიშნების საშუალოს. ანუ სკოლის ნიშნის ფასიც აწეულია.
ჩვენ ვიხილავთ ასეთ მიდგომას, რომ უნივერსიტეტებს ჰქონდეთ საშუალება, ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად გაითვალისწინონ სხვა ფაქტორებიც”,– განაცხადა მინისტობის კანდიდატმა.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”
მკვდარი ენები – რატომ ქრება ენა? ამ კითხვაზე პასუხის გაცემისას უმრავლესობა საბოლოოდ გლობალიზაციაზე შევჩერდებით, რაც დომინანტი ენის მარტივად გავრცელებას უწყობს ხელს. გლობალიზაციის პირობებში მშობლიური ენების გვერდით სხვა ენა არსებობს, ამ ენის მოძლიერებამ კი საბოლოოდ შეიძლება მშობლიური ენის შთანთქმა გამოიწვიოს.
დღესდღეისობით მსოფლიოში 573 მკვდარი ენაა, რომლებზეც აღარ საუბრობენ. 1950 წლიდან 2010 წლამდე მსოფლიოს 230 მკვდარი ენა შემატა, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს გლობალიზაციის მოძლიერებაზე. მსოფლიოში არსებული ენების მესამედს კი 1000 კაცზე ნაკლები მოსაუბრე ჰყავს. მკვდარ ენათა შორის არის:
მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”
შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსანი” ინდოეთში ჰინდურ ენაზე გამოიცა. წიგნის თარგმნის და ჰინდურ ენაზე გამოცემის იდეა ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩს არჩილ ძულიაშვილს ეკუთვნის.
ჰინდურ ენაზე გამოცემული პოემის პრეზენტაცია ჯაიპურის წიგნის ფესტივალის ფარგლებში ონალინ გაიმართა.
როგორც ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა არჩილ ძულიაშვილმა პრეზენტაციაზე განაცხადა, „ვეფხისტყაოსნის“ ჰინდურ ენაზე თარგმნის და გამოცემის იდეა დიდი ხანია, აქვს და მისი განხორციელება ინდოეთში დიპლომატიური მისიით ჩასვლისთანავე დაიწყო.
„2016 წელს, როდესაც ინდოეთში პირველად ჩამოვედი დიპლომატიური მისიით, რათა წარმედგინა ჩემი ქვეყანა – საქართველო, მომეცა ფანტასტიური შესაძლებლობა უკეთ გავცნობოდი ინდურ კულტურას, რომელმაც მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული ადგილი დაიკავა ჩვენს გულებში. უძველესი კულტურითა და ტრადიციებით, საქართველო და ინდოეთი ყოველთვის ახლოს იყვნენ ერთმანეთთან.
ინდოეთში ჩასვლის პირველივე დღიდან, მოტივირებული ვიყავი, ინდოელი მკითხველისთვის, ქართული ლიტერატურის ბრწყინვალება გამეცნო და დღეს, მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ პირველად, ჰინდურ ენაზე, გამოქვეყნდა ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე დიდებული შედევრი, “ვეფხისტყაოსანი“, რომელიც უდიდესი ქართველი პოეტის შოთა რუსთაველის მიერ არის დაწერილი. ეს არის პოემა თავისი უნივერსალური ღირებულებებით, რომელიც აღწერს ბრძოლას ნათელსა და ბნელს შორის.
მე მინდა ვისარგებლო ამ შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ დიდებული პროექტის შექმნაში და ასევე, ვულოცავ ყველას, ამ ისტორიული პროექტის წარმატებით დასრულებას.
მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ლიტერატურის ფესტივალის დირექტორებს, რომ საშუალება მოგვცეს წარვადგინოთ ეს ეპიკური პოემა საქართველოდან. მადლობა ყველას, ვინც ჩვენ გვერდით იყო”, – განაცხადა არჩილ ძულიაშვილმა ჯაიპურის წიგნის ფესტივალის ფარგლებში გამართულ ონლაინპრეზენტაციაზე.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”
კომაროვის სკოლის მოსწავლეების წარმატებები უცხო არავისთვისაა. საკმაოდ ხშირად გვესმის ხოლმე ამ სკოლის კურსდამთავრებულების წარმატებები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე – საერთაშორისო ასპარეზზეც. სულ ახლახან კი ცნობილი კიდევ ერთი კარგი ამბავი გახდა – კომაროვის სკოლის 16-მა კურსდამთავრებულმა სრული დაფინანსება მოიპოვა და 2020 წლიდან სწავლას მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში გააგრძელებენ. ესენი არიან:
თინათინ ქოქოშვილი – University of Pennsylvania;
ლუკა ბუსკივაძე – Vanderbilt University;
ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, ამ ბავშვებს წარმატებები ვუსურვოთ!
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”
სამედიცინო ფაკულტეტების სტუდენტებს covid 19-თან საბრძოლველად გადაამზადებენ. როგორც განათლების და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მთავრობის უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მთავრობის გადაწყვეტილებით, უფროსკურსელები ერთკვირიან ტრენინგებს გაივლიან და საჭიროების შემთხვევაში, ექიმებს დაეხმარებიან.
მინისტრის განმარტებით, უფროსკურსელების რესურსს გამოიყენებენ იქ, სადაც საჭირო გახდება.
„დღეს შევხვდები სამედიცინო უნივერსიტეტების რექტორებს, ასევე, სამედიცინო ფაკულტეტების ხელმძღვანელებს, ამ პროცესს დავიწყებთ და მაქსიმუმ ერთ კვირაში გვექნება ბაზა სამედიცინო მიმართულების უფროსკურსელების, რომლებმაც გაიარეს ტრეინინგი და იქნება მზაობა, რომ საჭიროების შემთხვევაში, დაეხმარონ ექიმებს“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
მისივე თქმით, მომზადების კურსი მრავალწახნაგიანი იქნება.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”
ქვეყანაში სასწავლო პროცესის გაგრძელების საკითხზე ჯანდაცვის მინისტრმა ისაუბრა.
“მოქალაქეებს, რომლებიც ელოდებიან, რომ მათი შვილები წავლენ სკოლაში, ეს არის ძალიან მტკივნეული და ასევე მნიშვნელოვანი საკითხი ჩვენი საზოგადოებისთვის, ეს ყოველივე არის დამოკიდებული ჩვენს ქცევაზე. თუ ჩვენი ქცევა იქნება ისეთი როგორიც არის დღეს და დღეს გვაქვს არა ნიღბის ტარება, არა სოციალური დისტანცირება და ა.შ. ეს რა თქმა უნდა, მიგვიყვანს ჩვენ უკვე იმ გადაწყვეტილებაზე, რომ შეიძლება რისკი შეექმნას ოქტომბერში სწავლის დაწყებას. სწორედ აქედან გამომდინარე, სრული მობილიზაცია ჩვენი მოქალაქეების, არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენს ბავშვებს მიეცეთ საშუალება, უსაფრთხო სკოლებში მიიღონ განათლება,“ – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“
თამარ გაბუნია ამბობს, რომ სწავლასთან დაკავშირებით არანაირი ცვლილებები არ იგეგმება.
„უსაფრთხოების პროტოკოლები საკმაოდ დეტალურია. არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება გარკვეული მოდიფიკაციები შევიდეს, თუ ახალ რეკომენდაციას მოგვცემს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია. ეს ცოცხალი პროცესია და რა საერთაშორისო რეკომენდაციაც იქნება, ის აისახება.
რაც შეეხება სწავლის დაწყების თარიღს, დღეს ამასთან დაკავშირებით ახალი გადაწყვეტილება არ მიღებულა“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“
„WHO-ს რეკომენდაციის მიხედვით, იმ ადგილებში, სადაც კორონავირუსის გადაცემის მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება, სწავლა უნდა გადაიდოს. სწორედ ეს მოხდა საქართველოს შემთხევაშიც. სწავლა დროებით გადაიდო ისეთ ადგილებში, სადაც ვირუსის გადაცემის მაღალი საშიშროება იყო“,- განაცხადა ვასილი ესენამანოვმა.
შეგახსენებთ, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ხუთ დიდ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, გორში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ფოთში სასწავლო პროცესი 1 ოქტომბრამდე გადაიდო.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“