განათლება ნებისმიერი ადამიანისთვის უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს, დღეს, ნაკითხი ადამიანების რიცხვი საკმაოდ მცირეა, რადგან საზოგადოება ძირითადად ვიდეოებითა და სოციალურ ქსელებში მოკლე მიმოხილვებით ინფორმირდება.
კითხვა ადამიანის ტვინს აძლევს საშუალებას იმოქმედოს უკეთ, გაიაზროს სიღრმისეული ფასეულობები, რაც შემდგომში ცხოვრებისეულ მაგალითებში გამოადგებათ. ბილ გეიტთსი ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული ბიზნესმენია მთელ მსოფლიოში, ადამიანების ფსიქოლოგიაზე დადებითად მოქმედებს ის ფაქტი, როდესაც იციან, რომ ეს 5 საუკეთესო წიგნი ცნობილი ადამიანის რჩეულია, შესაბამისად, მათთვის შესაძლოა მხოლოდ ეს გახდეს მოტივი ამ წიგნების წაკითხვისა:
- “Evicted”
- “The Sympathizer”
- “The best we could do”
- “Energy and Civilization a History”
- “Believe me”
წყარო: Entrepreneur.com
მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”












ზურა: ეგვიპტის სასწავლო სტიპენდიის მოპოვება დღეს რთული არ არის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სტუდენტის აკადემიური მოსწრებისა და გასაუბრების საფუძველზე, ყოველწლიურად არჩევს რამდენიმე სტუდენტს, რომელიც ეგვიპტეში მიემგზავრება, თუმცა, სტუდენტს სტიპენდიის გარეშეც შეუძლია საკუთარი სახსრებით შეძლოს იქ სწავლის გაგრძელება, რადგან როგორც აღმოჩნდა, ევროპის ქვეყნებისგან განსხვავებით, ეგვიპტეში ცხოვრება არც ისე ძვირია და იგივე ეხება სწავლასაც, რადგან თუნდაც კაიროში, იმ ცენტრში, სადაც ჩვენ სამნი ვსწავლობდით, ერთი სემესტრის ღირებულება მხოლოდ 100 $-ია.
ნიკა: ეგვიპტეში შეიძლება ყველაფერი გადაგხდეს თავს, სასიამოვნოც და უსიამოვნოც, სახალისო თუ საშიშიც კი, მოსახლეობის დამოკიდებულება უცხოელების მიმართ საკმაოდ ნორმალურია, თუმცა რა თქმა უნდა, დაჟინებულ მზერას ტრანსპორტში ვერსად გაექცევი, ახალჩასულს განსაკუთრებით გაწუხებს დაბინძურებული გარემო, თუმცა, დრო და დრო ამასაც ეჩვევი, ეს, რა თქმა უნდა, არ ეხება ყველა უბანს. მთელ კაიროში არ არის საგზაო ნიშნები, არც ზოლიანი გადასასვლელები და შუქნიშნებიც მხოლოდ რამდენიმე ადგილასაა, ისიც მხოლოდ კარგ უბნები, ამიტომ გადაადგილების მხრივ გარკვეულ საფრთხეებსაც ვაწყდებით.



