close

განათლება

განათლებასაქართველო

ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების თარიღი ცნობილია

გთავაზობთ 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების განრიგს, რომელსაც გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრი ავრცელებს:

2-3 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ქართული ენა დალიტერატურა;

5-6 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ზოგადი უნარები;

9-10 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ინგლისური ენა;

– ივლისი (პირველი სესია) – რუსული ენა;

10 – ივლისი (მეორე სესია) – ფრანგული ენა;

10 – ივლისი (პირველი სესია) – გერმანული ენა;

13 – ივლისი (მეორე სესია) – მათემატიკა;

16 – ივლისი (პირველი და მეორე სესია) – გეოგრაფია;

17 – ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ისტორია;

19 – ივლისი (პირველი სესია) – ლიტერატურა;

20 – ივლისი (მეორე სესია) – ბიოლოგია;

24 – ივლისი (პირველი სესია) – სამოქალაქო განათლება;

25 – ივლისი (პირველი სესია) – სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;

25 – ივლისი (პირველი სესია) – ქიმია;

26 – ივლისი (პირველი სესია) – ფიზიკა.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
განათლებასაქართველოფილოსოფიაფსიქოლოგია

დიმიტრი უზნაძე – რაზე უნდა იყოს ორიენტირებული სასწავლო პროცესი?

,,სასწავლო პროცესი იმაზე უნდა იყოს ორიენტირებული, რომ მოსწავლეს ადამიანის დამახასიათბელი ერთ–ერთი მოთხოვნილება –ინტელექტუალური მოთხოვნილება (ცნობისმოყვარეობა) ე.წ. სწავლის წყურვილში გადაეზარდოს.”

 

დიმიტრი უზნაძე

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
განათლებასაქართველოტრანსპორტი

სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი მემანქანეების მომზადებას იწყებს

სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი საშემოდგომო მიღებაზე მსურველებს მემანქანეების კურსებს შესთავაზებს. პროფესიულ კოლეჯში, რომელიც განათლების სამინისტრომ რკინიგზის დეპარტამენტთან ერთად დააფუძნა, ამჟამად პროფესიულ პროგრამებზე მიდის მუშაობა. მსურველთათვის სწავლა უფასო იქნება, ისევე, როგორც სხვა პროფესიულ პროგრამებზე. 

სტუდენტების პირველი ნაკადი კოლეჯმა წელს საგაზაფხულო სესიაზე მიიღო, თუმცა მათ შორის, ვინც ახლა გადის სწავლებას მემანქანეები არ არიან. კოლეჯი ამჟამად რკინიგზის ტექნიკოსებს ამზადებს.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროფესიები ქვეყნისთვის. რომლის შესწავლა მთლინად დაფუძნებული უნდა იყოს პრაქტიკულ სწავლებაზე რეალურ სამუშაო გარემოში. რკინიგზა სასწავლო პროგრამებს დუალური მიდგომით ახორციელებს, რაც იმას ნიშნავს, რომ პროგრამის ნახევარზე მეტი რეალურ სამუშაო გარემოში მიმდინარეობს, რკინიგზის ობიექტებზე და არა სამუშაო კაბინეტებში.“ – განუცხადა BM.GE-ს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ – თამარ სამხარაძემ.

ავტორი: მეგი კავთუაშვილი
წყარო: bm.ge
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”
სრულად ნახვა
განათლებაეს საინტერესოასაქართველო

ცნობილია სკოლა, რომელსაც ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე ჰყავს

წელს ოქროს მედლები გადაეცემა საჯარო და კერძო სკოლების 2209 კურსდამთავრებულს, რომელთაც სკოლა 2016-2017 სასწავლო წელს დაასრულეს, ხოლო ვერცხლის მედალი – 924 კურსდამთავრებულს.

 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ორი ტიპის მედალს გასცემს – ოქროსა და ვერცხლის. მედალოსან კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმები ეროვნული სასწავლო გეგმით რეგულირდება. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულაა 10 დამრგვალების გარეშე და მიიღებს დადებით შეფასებას სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე, იღებს სრული ზოგადი განათლების ოქროს მედალოსნის ატესტატს. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა არის 9.8 ან მეტი და მიიღებს დადებით შეფასებას სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე, იღებს სრული ზოგადი განათლების ვერცხლის მედალოსნის ატესტატს.

 მედალოსანი მოსწავლეების რაოდენობის მიხედვით პირველ ადგილზეა ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა 38 მედალოსანი მოსწავლით, მეორე ადგილზე თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლაა – 24  მედალოსნით. მესამე ადგილს კი ქუთაისის N1 საჯარო სკოლა იკავებს. ამ სკოლას 22 მედალოსანი მოსწავლე ჰყავს.

 

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
განათლებაეს საინტერესოასაქართველო

შესაძლოა, მე–9 კლასიდან გადამსვლელი სავალდებულო გამოცდა დაწესდეს

შესაძლებელია თუ არა მეცხრე კლასის დასრულებისას მოსწავლეებს საშუალო საფეხურზე გადასასვლელად ისეთივე გამოცდების ჩაბარება მოუწიოთ, როგორც სკოლის ატესტატის მისაღებად უწევთ გამოსაშვები გამოცდების ჩაბარება, რა ცვლილებები იგეგმება საშუალო საფეხურზე,- ამ თემაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური edu.aris.ge-ს კითხვებს პასუხობს.

გიგაურის თქმით, საშუალო საფეხურზე განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით სამინისტრო რამდენიმე ტიპის ალტერნატიულ მოდელზე მუშაობს. კონკრეტული სიახლეების შესახებ ინფორმაციას სამინისტრო საზოგადოებას ივლისის ბოლოსთვის მიაწვდის და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად საჯარო განხილვებსაცმოაწყობს.

„ახლა ვამუშავებთ საშუალო საფეხურის დიფერენცირებული განათლების მოდელს. გვაქვს რამდენიმე ალტერნატივა და თითოეული თავის თავში მოიცავს ამ მოდელში შესვლის ალტერნატივასაც და დასრულებისას შეფასების ფორმებს.

იქიდან გამომდინარე, რომელი მოდელი იქნება მომავალში არჩეული, ჩვენ შეგვიძლია გავაჟღეროთ, იქნება თუ არ იქნება საშუალო საფეხურზე შესასვლელი ბარიერი. დღეს ამაზე საუბარი ნაადრევია, რადგან ჩვენ არც საჯარო განხილვებისთვის წარმოგვიდგენია ეს მოდელი.

ამ ეტაპზე, ეს არის სამუშაო ვერსია თითოეული მიმართულებით. როდესაც სამინისტროს შიგნით ექსპერტებთან ერთად შევჯერდებით, შემდგომ გამოვიტანთ საჯარო განხილვისთვის და გვექნება უკვე გადაწყვეტილება, თუ რომელი მიმართულება უნდა ავირჩიოთ.

„ჩვენ დავამუშავეთ ძალიან ბევრი ეროვნული მოდელი. ხაზს  ვუსვამ, რომ ეროვნული მოდელია, რადგან გავითვალისწინეთ ჩვენი ქვეყნის კონტექსტი, საჭიროებები და მზაობა, ასევე მასწავლებელთა კორპუსის მზაობა და რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის განვითარების მიმართულებები იმიტომ, რომ თვითონ პროფილების არჩევაც უნდა იყოს დაკავშირებული ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მიმართულებებთან“, – აცხადებს განათლების მინისტრის მოადგილე.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
განათლებამათემატიკამსოფლიოსაქართველო

მათემატიკისა და მეცნიერების სწავლების ხარისხით, საქართველო 137 ქვეყნიდან 103-ე ადგილზეა

მათემატიკისა და მეცნიერების სწავლების ხარისხით, საქართველო 137 ქვეყნიდან 103-ე ადგილზეა. 

საქართველოს რეგიონში მხოლოდ თურქეთი ჩამორჩება (104-ე ადგილი). რაც შეეხება სხვა მეზობელ ქვეყნებს – სომხეთი 33-ე ადგილზეა, რუსეთი – 51-ეზე, ხოლო აზერბაიჯანი –  66-ზე.
საუკეთესო შედეგები აქვთ სინგაპურს, ფინეთსა და შვეიცარიას.
წყარო:  monitori.ge
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”
სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაგანათლებასაქართველოტექნოლოგიები

ქალი და მეცნიერება – ქართველი გოგონა სტუდენტებისთვის აპლიკაციას ქმნის

ზოგადად, დამკვიდრებული მოსაზრებების  თანახმად,  არსებობს კონკრეტული სფეროები და პროფესიები, რომელიც ქალებისთვის ან მამაკაცებისთვის არის ზედგამოჭრილი. ანუ, მოკლედ რომ ვთქვათ, არსებობს „ ქალური“  და „ კაცური“  პროფესიები, რაც, რეალურად, არასწორია და გენდერული დისკრიმინაციის გამოვლინებადაც  შეიძლება მივიჩნიოთ.

მეცნიერება დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ მამაკაცებისთვის პრივილეგირებული სფერო იყო. დღესაც ხშირად გაიგონებთ მოსაზრებას, რომ წარმატებული მეცნიერული გამოგონებები კაცებს ეკუთვნით და იშვიათია ქალი მეცნიერებაში.

თუმცა ქართველი გოგონა, 20 წლის მარიამ გაგუა ზოგადად დამკვიდრებული მოსაზრებებიდან გადახვევის თვალსაჩინო მაგალითია. ის უკვე საკმაოდ დიდი ხანია სამეცნიერო საქმიანობითა და პროექტებითაა დაინტერესებული და თავის გუნდთან ერთად სხვადასხვა გამოგონებაზე მუშაობს, რომლებსაც დიდი პრაქტიკული გამოყენება აქვს.

მარიამი სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული ინჟინერიის მეოთხე კურსის სტუდენტია.  ის თავის უნივერსიტეტელებთან ერთად ჩართულია სამეცნიერო გუნდ ,,SYSTEM-ში“ და მუშაობს სხვადასხვა პროექტზე.

რა სირთულეები ახლავს გამოგონების პროცესს და როდის გაჩნდა დაინტერესება, ზოგადად, სამეცნიერო საქმიანობისადმი, ,,დოქტრინას“ კითხვებს ახალგაზრდა ქართველმა გამომგონებელმა გოგონამ უპასუხა.

გვიამბე პროექტზე, რომელშიც ჩართული ხარ, როგორ გაჩნდა იდეა, როგორ დაიწყე მუშაობა, რა სირთულეები შეგხვდა და საბოლოო შედეგი როგორია?

-ვმუშაობ აპლიკაციაზე  – ,,ScheduleX-ი”, რომელიც სტუდენტებს დაეხმარება ლექციების ცხრილის გაკონტროლებაში, ქვიზებისა და დავალებების ონლაინრეჟიმში შესრულებაში, სწორ კომუნიკაციაში ლექტორებთან და უნივერსიტეტის პერსონალთან და ამ ყველაფრით გაზრდის მათ საერთო პროდუქტიულობას.

იდეა ჩვენ გუნდს დიდი ხნის წინ გაუჩნდა, რადგან დატვირთული სტუდენტური გრაფიკის დროს გვჭირდებოდა რაიმე ხელსაწყო, რომელიც ყველაფერს ერთ სივრცეში მოაქცევდა და გაგვიმარტივებდა ცხოვრებას. პირადად მე, აპლიკაციის Android და iOSპლატფორმებზე ვმუშაობ და სირთულე კოდის წერის პროცესში ყოველდღიურად მხვდება. ვინაიდან კომპიუტერული ინჟინერიის სტუდენტი ვარ, მობილური აპლიკაციები არ არის ჩემი მიმართულება და ყველაფრის ჩემით ათვისება მომიწია. აპლიკაცია თითქმის დასრულებულია და ძალიან მალე გაეშვება.

რამდენად რთულია სიახლის შექმნა, რომელიც იქნება სასარგებლო და ეფექტური?

-სიახლის შექმნა, ვერ ვიტყვი, რომ რთულია, მაგრამ შრომატევადი ნამდვილადაა. ბევრი კომპლექსური პრობლემის ერთდროულად გადაწყვეტა გიწევს და თან ისეთი ფორმულირება უნდა მისცე შენს იდეასა და პროექტს, რომ მომხმარებელი დარჩეს კმაყოფილი. კარგია, რომ ვარ ისეთ გუნდში, სადაც რაიმეს არ ცოდნის შემთხვევაში ნებისმიერ დროს შემიძლია ვითხოვო დახმარება.

ეს ყველაფერი დიდ მენტალურ და გონებრივ ენერგიას მოითხოვს და თავიდანვე იმისთვის ვიყავი განწყობილი, რომ რა სირთულეც არ უნდა შემხვედროდა,  საქმეს ბოლომდე მივიყვანდი –  ეს ყველაფერი გრძელდება უკვე რამდენიმე თვეა და სულ მალე იხილავს მომხმარებელი.
როდიდან დაინტერესდი ტექნოლოგიებით და რამ გამოიწვია შენი ინტერესი ამ სფეროთი ?

-ტექნოლოგიებით სკოლის ბოლო წელს დავინტერესდი. იქამდე მარტო მათემატიკა-ფიზიკა მაინტერესებდა და, ვფიქრობ,  ლოგიკური გაგრძელება იყო ჩემი ინჟინერიის სფეროში ჩართვა.

ზოგადად, ტექნოლოგიები გაძლევს საშუალებას ისეთი მეცნიერებები,  როგორიც მათემატიკა და ფიზიკაა,  გამოიყენო ყოველდღიური ცხოვრების გასაუმჯობესებლად. ძალიან გამიხარდება თუ ჩემი წვლილი ამ სფეროში ადამიანების ცხოვრებას ცოტათი უკეთესს მაინც გახდის.
– რაში მდგომარეობს თქვენი გამოგონების უნიკალურობა?

ჩვენი აპლიკაცია უნიკალურია იმით, რომ არსებულ web-basedაპლიკაციბისგან განსხვავებით, ბევრად მობილური და მარტივია. ვფიქრობ, გენიალურობა სწორედ სიმარტივესა და კომპაქტურობაშია, რასაც ,,ScheduleX-ი” ნამდვილად პასუხობს.

-გვიამბე შენს სამომავლო გეგმებზე.

-სამომავლოდ მინდა,  ის იდეები,  რაც მაქვს რეალობაში – მოვიყვანო და საქართველოში ვიყო იმ დიდი ტექნოლოგიური ძვრების მონაწილე, რაც ჩვენს ქვეყანას და ხალხს მოუტანს დიდ მატერიალურ სარგებელს. ეს პროცესები  საქართველოს მონიშნავს მსოფლიო რუკაზე, როგორც ტექნოლოგიებში მოწინავე ქვეყანას.

 

 

 

მასალა მოამზადა: ანა ურუშაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

 

სრულად ნახვა
განათლებასაქართველო

ქართველი სტუდენტები ფრანგულ სამეცნიერო პროექტებში ჩაერთვებიან

საქართველოს პრემიერ-მინისტრი – გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის წევრებთან ერთად, ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის პროექტის შესახებ საქართველოსა და საფრანგეთის მთავრობებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიალს დაესწრო. საქართველოს მთავრობის მხრიდან, მემორანდუმს ხელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა  – მიხეილ ჩხენკელმა, ხოლო საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობის მხრიდან, საფრანგეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა – ჟან-ივ ლე დრიანმა მოაწერა.

ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტი საფრანგეთისა და საქართველოს უნივერსიტეტებს შორის ინსტიტუციურ თანამშრომლობას ითვალისწინებს, რაც თავის მხრივ, ფრანგული და ქართული უნივერსიტეტების მიერ ერთობლივი პროგრამების შემუშავებას და საქართველოში ფრანგული დიპლომის გაცემას გულისხმობს.

ხელშეკრულების თანახმად, ფრანგული მხარე, კვალიფიციური ექსპერტების ხარჯებისა და ფრანგი აკადემიური პერსონალის მოსამზადებელი მისიების ანაზღაურებაზე, საქართველო კი, პროგრამაში ჩართული სტუდენტისთვის, დამატებითი სახელმწიფო გრანტების გამოყოფაზე იზრუნებს.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
განათლებაკვლევებისაქართველო

2018 წლის საატესტატო გამოცდებზე მინიმალური ზღვარი 11 000–ზე მეტმა მოსწავლემ ვერ გადალახა

2018 წლის მე–12 კლასის საატესტატო გამოცდებზე 11–ათასზე მეტი მოსწავლე ჩაიჭრა.

,,იმ მოსწავლეთა ჯამური რაოდენობა, ვინც ერთ საგანში მაინც ვერ გადალახა ზღვარი, წინა წლების მონაცემების ანალოგიურია – 11 ათასზე მეტი. ამ რაოდენობაში შედიან ის მოსწავლეებიც, რომლებმაც ვერც წინა წელს ვერ გადალახეს ზღვარი ერთ ან რამდენიმე გამოცდაში”, – აცხადებენ მაია მიმინოშვილის უწყებაში.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მონაცემები ასე გამოიყურება:

მე-12 კლასის 4 გამოცდის მონაცემები მე-12 კლასეთაგან ზღვარი წარმატებით დაძლია:

ქართული ენა და ლიტერატურა -98%-ზე მეტმა
უცხოური ენა – დაახლოებით 94%-მა
ისტორია – 97%-ზე მეტმა
მათემატიკა – დაახლოებით 93%-მა

მონაწილეთა ჯამური მონაცემები (ასახულია იმ მოსწავლეთა მონაცემებიც, რომლებმაც წინა წლებში ვერ დაძლიეს ზღვარი რომელიმე გამოცდაში):

ქართული ენა და ლიტერატურა – 97%-ზე მეტმა
უცხოური ენა – დაახლოებით 88%-ზე მეტმა
ისტორია – 96%-ზე მეტმა
მათემატიკა – 88%-ზე მეტმა

განმეორებით გამოცდაზე გამოსულ მოსწავლეთაგან (2017 წელს ვერ გადალახეს ზღვარი ან ვერ გამოვიდნენ გამოცდაზე) ზღვარი წარმატებით დაძლია: 

გეოგრაფია – დაახლოებით 91%-მა
ბიოლოგია – 61%-ზე მეტმა
ქიმია – 78%-ზე მეტმა
ფიზიკა – 43%-ზე მეტმა

იმ მონაწილეთა ჩათვლით, ვინც წელს განმეორებით აბარებდა ერთ ან რამდენიმე გამოცდას, გამოცდებში 49 ათასამდე მოსწავლე მონაწილეობდა.

იმ მონაწილეთა რაოდენობა, ვინც რეგისტრირებული იყო ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის და ზღვარი ვერ გადალახა, 2410-ია. მათგან მე-12 კლასელი – 1983.

წყარო: edu.aris.ge/

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაგანათლებაეს საინტერესოასაქართველო

,,STEM სამზარეულო” – ქართველი ახალგაზრდების სამეცნიერო წიგნი კულინარიაზე

მალე ქართველ მკითხველს უპრეცედენტო  „STEM სამზარეულოს“ წიგნის გაცნობის საშუალება მიეცემა. წიგნი საკმაოდ საინტერესოა სტრუქტურა აქვს და მისი მთავარი პერსონაჟი – უცხოპლანეტელი ალი დედამიწაზე საკუთარი კვლევის შედეგებს გაგიზიარებთ, პერსონაჟი მეგზურობას გაგიწევთ მეცნიერების ტექნოლოგიების ინჟინერიისა და მათემატიკის საინტერესო სფეროებში. იმის შესახებ თუ კონკრეტულად რას გვპირდებიან საღამოს ორგანიზატორები, იდეის ერთ-ერთი ავტორი – თაკო ბასიაშვილი გვიამბობს.

-თაკო, დაწვრილებით გვიამბე რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს მკითხველს თქვენი წიგნისგან?

STEM სამზარეულო – არის წიგნი, რომელიც ახალგაზრდა მკითხველს მეცნიერულად გააცნობს სამზარეულოში ყოველდღიურად მიმდინარე პროცესებს. წიგნი ყველასთვის საყვარელი გემრიელი კერძების მზადებისას მიმდინარე მეცნიერულ პროცესებს საინტერესოდ ხსნის და ასევე, სახლის პირობებში სახალისო ექსპერიმენტების ჩატარებასაც ასწავლის მკითხველს. ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექმნებათ იდუმალებით მოცული მეცნიერული სამყარო საკუთარი გამოცდილებით შეიცნონ და ცოდნის გაღრმავებასთან ერთად დრო სასიამოვნოდაც გაატარონ.

-ძირითადად რომელი ასაკობრივი სპექტრისთვის არის წიგნი განკუთვნილი?

-მე მივიჩნევ, რომ წიგნი საინტერესო იქნება ყველასთვის, განურჩევლად ასაკისა, რადგან აქ მკითხველი შეხვდება 20-ზე მეტ მეცნიერულად ახსნილ რეცეპტს, რომელთა შორისაც არის NASA-ს ასტრონავტის – ჰაიდი ფაიფერისა და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორის – ჯენერ ედელმანის საავტორო რეცეპტებიც. წიგნში შესულია 10 სახლის პირობებში მარტივად ჩასატარებელი ექსპერიმენტი, რომელიც თქვენ და თქვენს პატარებს საშუალებას მოგცემთ, საკუთარ თავში ნამდვილი მეცნიერი აღმოაჩინოთ.

-ვინ არიან წიგნის ავტორები და როგორ შეძელით იდეის პრაქტიკულად განხორციელება?

-წიგნის ავტორები გახლავთ დავით კეკენაძე და სოფიო დაფქვიაშვილი, ილუსტრატორი კი  – სალომე ხაზარაძე. ჩემთან ერთად, პროექტს ორგანიზებას უწევს ანა შალამბერიძე. მე და ანა სან დიეგოს უნივერსიტეტის სტუდენტები ვართ და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ პროექტი ჩვენი უნივერსიტეტის მხარდაჭერით დაიწყო, მის ფინანსურ განხორციელებაში კი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო დაგვეხმარა.

-როდესაც პროექტზე მუშაობა დაიწყეთ, რა წარმოადგენდა თქვენს ძირითად მიზანს?

ჩვენი პროექტის მთავარი მიზანია სკოლის მოსწავლეებში გავზარდოთ ცნობიერება STEM (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა) სფეროების მიმართულებით და ადრეული ასაკიდან დავნერგოთ სკოლის მოსწავლეებში მეცნიერებისა და ტექნოლოგიური სფეროების მიმართ ინტერესი. სწორედ ამიტომ ხსნის წიგნი ახალგაზრდებისთვის მარტივად აღსაქმელ ყოველდღიურ სამზარეულო საქმიანობების უკან დამალულ მეცნიერულ მოვლენებს.

-სად შეუძლია მსურველს „STEM სამზარეულოს“ შეძენა?

-უპირველეს ყოვლისა, აღვნიშნავ, რომ პროექტი განხორციელდა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს დაფინანსებით და წიგნის პირველი გამოშვება უფასოდ დაურიგდებათ სკოლებს და მოსწავლეებს მთელი საქართველოს მაშტაბით. ასევე, პრეზენტაციაზე მოსული თითოეული მსმენელიც მიიღებს წიგნს საჩუქრად.

მასალა მოამზადა:  თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

 

 

 

 

სრულად ნახვა
1 12 13 14 15 16 28
Page 14 of 28