ლაო-ძი ძვ.წ. VI საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ჩინელი ფილოსოფოსი, რომელმაც კაცობრიობას დაუტოვა ფილოსოფიური თხზულება „დაო დე ძინი“. სწორედ ეს თხზულება მიიჩნევა დაოიზმის – ჩინეთის რელიგიურ-ფილოსოფიური მიმდინარეობის საფუძვლად.
,,დოქტრინა“ გთავაზობთ მონაკვეთებს ,,დაო დე ძინიდან“:
ყოფიერი და არყოფნა ერთმანეთს შობს;
ვინც არ მედიდურებს, ყოველივე მას მორჩილებს;
ყოვლადბრძენი არ მოქმედებს და ყოველივე არსი მას მორჩილებს;
დაო ცარიელია, მაგრამ ამოვლინებისას – ამოულევია;
დაო აწესრიგებს ქაოსს – დაო მარადიულია;
ვინც ბევრს ღაღადებს – მარცხდება;
ვინც არსებობს სხვისთვის და არა თავისთვის – მარადიულია;
კაცი საქმეს რომ აღასრულებს, სოფლიურ უსასრულობას უნდა შეერთოს;
ჭურჭელს თიხისგან ამზადებენ, მაგრამ ჭურჭლის არსს – მასში მოთავსებული სიცარიელე ქმნის;
ვინცა შეიცნო ყოფიერი – ვითარცა სავსება და ხილვადი – მანვე შეიცნო არყოფნა, ვითარცა სიცარიელე და უხილავი;
გვამი იხრწნება – სული უკვდავია;
ვინც ბევრს იხვეჭს, ჭეშმარიტებას კარგავს. ვინც ზომიერებას მორჩილებს, უბედურებას ასცდება;
უწოდე სნეულს სნეულება და გაგეცლება სნეულება;
ო, უბედურებავ! შენ ძირი ხარ ბედნიერების! ო, ბედნიერებავ, შენ ძირი ხარ უბედურების!
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“














აქ სიყვარულს ყველა ცოცხალი არსების მიმართ ამჟღავნებენ…გრძნობათა სინაზე აზრთა სიდიადეს შერწყმია…მარადიული სიმშვიდის სავანეში ხის ძირში სიცოცხლის არსზე ჩაფიქრებულან რიშები…ბავშვები კი დედის რძესთან ერთად მამაცი რამას ისტორიებს ითვისებენ…

ათენის გარეუბანში, მდინარის პირას ჭალაში, აკდემოსის სკოლაში გეომეტრიის მცოდნე პლატონის მოსწავლეები იყრიდნენ თავს..არისტოტელე სეირნობდა და ასე ასწავლიდა სულის აღმართმავალობის იდეებს…ასპასიას სალონში ელიტა იკრიბებოდა ,რომელთა გამონათქვამებსაც არისტოფანე იწერდა გულმოდგინედ… პერიკლეს ”ოქროს საუკუნე”, რომლის მიზეზითაც არც ერთ ათენელს არ ჩაუცვამს თალხი…აგორას მთაზე ფილოსოფიური დებატები…აკროპოლისის მარმარილოს ტაძრის კიბეებთან მუსიკოსები და პოეტები ეჯიბრებიან ერთმანეთს…ქუჩები ფიდიასის ქანდაკებებითაა სავსე…ღია ცის ქვეშ ტრაგედიები თამაშდება,მოზრდილთა სკოლებად წოდებულ სცენებზე…ტალანების ჩრდილში ლაკონიურად მოსაუბრენი დასეირნობენ…დელფოში, სამისნოს შესასვლელში დიდი წარწერაა:”შეიცან თავი შენი” და ”ოქროს ზომიერება”… პითია კი მომავალს წინასწარმეტყველებს …პარნასის მთაზე მუზები ნებივრობენ …მუდამ ღრუბლებით დაფარულ ოლიმპოს შუქის მთაზე კი თორმეტი უკვდავი…


