close

არქეოლოგია

არქეოლოგია

საბოლოოდ დადგინდა, რას წარმოადგენს უძველესი ნამარხი, რომელიც ათწლეულებია, მეცნიერებს საგონებელში აგდებდა

90 წლის წინ, იტალიის ალპებში ადრეული პერმული ეპოქის უძველესი ნამარხი აღმოაჩინეს და მას შემდეგ, მეცნიერებას მსგავსი აღარაფერი უპოვია.

ის 1931 წელს აღმოაჩინეს, Tridentinosaurus antiquus-ი უწოდეს და ნამდვილად გამორჩეული აღმოჩენაა. არის 280 მილიონი წლის წინანდელი, დინოზავრებზე უფრო ძველი და მიიჩნეოდა, რომ წარმოადგენდა ამ დრომდე აღმოჩენილი ერთ-ერთ ყველაზე ძველ ხვლიკის ნამარხს.

კიდევ უფრო საოცარი ისაა, რომ ის განსაკუთრებით კარგადაა შენახული — ცხოველის სხეულის ანაბეჭდი ქვაზე, თავის რბილი ქსოვილით.

თუმცა, ახლა უკვე ვიცით, რატომ აღარ გვიპოვია მას შემდეგ მსგავსი ნამარხი: ახალი საგულდაგულო ანალიზების მიხედვით, ეს რბილი ქსოვილი სინამდვილეში სულაც არაა რბილი ქსოვილი, უბრალოდ, საღებავია.

აღმოჩენა კორკის უნივერსიტეტის კოლეჯის პალეობიოლოგის, ვალენტინა როსის ჯგუფმა გააკეთა, რომელმაც ამ უჩვეულო ნამარხის შესწავლისას, შეცდომაში შემყვან დეტალს მიაგნო.

„ერთი შეხედვით, ნამარხი ფრიად უცნაურად გამოიყურებოდა. კოლეგებმა მითხრეს, რომ მათაც იგივე რეაქცია ჰქონდათ. თუმცა, ნამარხები ყოველთვის ასე თუ ისე უცნაურია და ამიტომ, კვლევა ჩავატარე. მიკრონიმუშების მოლეკულური ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ ჩვენ წინაშე იყო არა კარბონიზებული რბილი ქსოვილი, არამედ შავი საღებავი“, — ამბობს როსი.

დიდი ხანია, Tridentinosaurus-ი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამარხია. რბილი ქსოვილი იშვიათად ინახება, რადგან როგორც წესი, განმარხების ხანგრძლივი პროცესის დაწყებამდევე იხრწნება.

თუმცა, როცა ის შემონახულია, ბევრ რამეს გვეუბნება იმ ცხოველის შესახებ, რომელსაც თავის დროზე ეკუთვნოდა — მაგალითად, კანის ფერსა და ტექსტურას, ანატომიისა და შინაგანი ორგანოების განლაგებას.

მეცნიერებს გარკვეული თეორიებიც ჰქონდათ იმის შესახებ, თუ როგორ შემოინახა Tridentinosaurus-ის რბილი ქსოვილი, მაგრამ კანი დეტალებში არავის ჰქონდა შესწავლილი. სწორედ ამიტომ აიღეს ეს საქმე თავის თავზე როსიმ და მისმა კოლეგებმა.

პირველადმა ულტრაიისფერმა სკანირებამ მთლიანი ნამარხის გარშემო საფარი გამოავლინა, რაც ნამარხებისთვის სრულიად ნორმალურია. თუმცა, უფრო დეტალური ანალიზები იყო იმის დასადგენად, თუ რა იმალებოდა ამ საფარის ქვეშ.

კარბონიზებულ კანად მიჩნეული შავი მასალის ანალიზისთვის ჯგუფმა სხვადასხვა მეთოდი გამოიყენა. მათ შორის — ელექტრონული მიკროსკოპი, ენერგიის დისპერსიული სპექტროსკოპი, მიკრო რენტგენული დიფრაქცია, რამანის სპექტროსკოპია და Atr-Ftir სპექტროსკოპია.

შედეგები რამდენიმე სხვადასხვა მასალას შეადარეს. ნიმუშები შეესაბამებოდა არა ორგანულ მასალას, არამედ ძვლისგან დამზადებულ შავ პიგმენტს, რომელიც ხშირად გვხვდება ისტორიულ ნახატებში.

აღმოჩენა უკიდურესად მოულოდნელი იყო.

„შემიძლია ვთქვა, რომ ცოტა არ იყოს, შოკირებულები და დამწუხრებულები ვართ. დღეს უკვე შეგვიძლია გამოვიყენოთ უმძლავრესი ტექნოლოგიები, რომლებიც ნამარხების მოლეკულურ დონეზე შესწავლის საშუალებას გვაძლევს, რაც თუნდაც ათი წლის წინ შეუძლებელი იყო“, — ამბობს როსი.

ამას გარდა, მიუხედავად იმისა, რომ „კანი“ ყალბია, ნამარხის ზოგიერთი ნაწილი ნამდვილია. უკანა ფეხების ძვლები, რომლებზეც კანია დახატული, რეალურია. საღებავის ქვეშ ამ ძვლების შესწავლა უდავოდ რთული იქნება, მაგრამ ამაში შეიძლება 3D ვიზუალიზაცია დაგვეხმაროს.

შედეგად, მკვლევრებს რეალური Tridentinosaurus-ის შესწავლა შეეძლებათ. შეადარებენ იმ სხვა ნამარხებსაც, რომლებიც წარსულში ზედმეტად განსხვავებულად მიაჩნდათ, რათა ამავე სახეობის ან გვარისთვის მიეკუთვნებინათ.

პალეონტოლოგებმა შეიძლება ის ადგილიც მოინახულონ ხელახლა, სადაც ნამარხი აღმოაჩინეს, იმის იმედით, რომ იქნებ სხვა უფრო უკეთ შენახული ნიმუშებიც იპოვონ.

ამ კვლევამ შესაძლოა Tridentinosaurus-ის მთავარი საიდუმლო გამოავლინა, მაგრამ ერთი თვალსაჩინო მაინც რჩება.

„არ ვიცით, ვინ მოხატა ის და რატომ. გამომდინარე იქიდან, რომ ძვლების ნაწილი და წვრილი ძვლოვანი ქერცლები აშკარად ჩანს, აღმოჩენის ადგილის გათხრა ცდად ღირს, რადგან შეიძლება, იქ სხვა ძვლებიც ვიპოვოთ. ნამარხი სავარაუდოდ მის გასალამაზებლად მოხატეს“, — ამბობს როსი.

თუმცა, ალბათ მაინც ვერასოდეს გავიგებთ, ვინ და რატომ მოხატა ის.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით, რომელიც მიხეილ ჭაბუკაშვილმა თარგმნა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგია

არქეოლოგებმა 8 000 წლის წინანდელი სახლი აღმოაჩინეს

არქეოლოგებმა პრეისტორიული სახლის ნაშთები აღმოაჩინეს და ის დაახლოებით 8000 წლით დაათარიღეს.

მართკუთხა საცხოვრებელი ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიის (Ö A W) მკვლევრებმა სერბეთში, სვინიარიჩკა ჩუკაში აღმოაჩინეს.

ექსპერტების თქმით, აღმოჩენა კონტინენტის ადრეულ სასოფლო-სამეურნეო საზოგადოებებზე ბევრს ამბობს.

“ეს აღმოჩენა იძლევა არსებითად ახალ შეხედულებებსა და მონაცემებს, რომლებიც, სავარაუდოდ, შეცვლის წინა მოდელებს”, — თქვა ბარბარა ჰორეჯსმა, არქეოლოგმა და Ö A W-ის ავსტრიის არქეოლოგიური ინსტიტუტის სამეცნიერო ხელმძღვანელმა.

ფოტო: OeAW

ახლად აღმოჩენილი ნაგებობა დაახლოებით 8000 წლის წინ ხის ბოძებისგან ააშენეს. მისი ასე დიდი ხნით უვნებლად შემონახვის ფენომენი ხანძრით იხსნება.

“ჩამონგრეულმა და დამწვარმა მასალამ დაფარა სახლის იატაკი, არტეფაქტები, ხელსაწყოები და ჭურჭელი”, — თქვა ჰორეჯსმა.

საცხოვრებელი სახლი შეიცავს მტკიცებულებებს, რომ მისი მაცხოვრებლები ინახავდნენ საკვებს, როგორიცაა მარცვლეული და თესლები.

ნეოლითური პერიოდი ბალკანეთში დაახლოებით 8500 წლის წინ დაიწყო და 3500 წელი გაგრძელდა. დაახლოებით ამ პერიოდში ხდებოდა მონადირე-შემგროვებლობიდან სოფლის მეურნეობაზე გადასვლა. სწორედ ასე წარმოიშვა ევროპის კონტინენტზე მუდმივი დასახლებები.

ეს უახლესი აღმოჩენები ეჭვქვეშ აყენებს არსებულ შეხედულებას, რომ ადრეული ნეოლითის ხანაში ამ რეგიონში მცხოვრები ხალხი მომთაბარე იყო.

ფოტო: newsweek

“ფაქტია, ამ პერიოდში დღევანდელი ბალკანეთის ტერიტორიაზე ადამიანებს მუდმივი დასახლებები უკვე გააჩნდათ”, — თქვა ჰორეჯსმა.

გათხრები სვინჯარიჩკა ჩუკაში 2018 წლიდან მიმდინარეობს და ამ დროის განმავლობაში არქეოლოგებმა ადრეული ნეოლითური პერიოდიდან დასახლებების მრავალი კვალი აღმოაჩინეს.

ეს აღმოჩენები მიეკუთვნება სტარჩევოს კულტურას, რომელიც ერთ-ერთი უძველესი ნეოლითური კულტურაა ბალკანეთის ტერიტორიაზე. სტარჩევოს კულტურა ცნობილია რეგიონში სოფლის მეურნეობის გაჩენითა და ცხოველების მოშინაურებით.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგია

აღმოჩენილია 99 მილიონი წლის წინანდელი ციცინათელა

ზაფხულის ბინდის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სანახაობაა ციცინათელების მბჟუტავი ნათება მწუხრის სიბნელეში.

ეს მოციმციმე მწერები მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული მანათობელი (ბიოლუმინესცენციური) ხეშეშფრთიანები არიან; ცნობილია მათი დაახლოებით 2500 სახეობა. მათ მანათობელ მუცელს რამდენიმე დანიშნულება აქვს, მაგრამ ბოლომდე მაინც არ ვიცით, როგორ გამოუმუშავდათ ეს თვისება.

ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის მკვლევრის, პალეონტოლოგ ჩენიანგ კაის ჯგუფის განცხადებით, ამ კითხვაზე გარკვეული პასუხები შეიძლება მოგვცენ ქარვაში განმარხებულმა მილიონობით წლის წინანდელმა ციცინათელებმა.

99 მილიონი წლის წინ, სახეობა Flammarionella hehaikuni წყვდიადში უკვე ანათებდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მის წინაპრებს ჯერ კიდევ მეზოზოურ ხანაში ჰქონდა კარგად ჩამოყალიბებული მანათობელი მუცელი.

მიანმარში აღმოჩენილ ქარვის ნამტვრევში ასეთი მეზოზოური ციცინათელა უკვე მეორედ აღმოაჩინეს. პირველი მათგანი არის Protoluciola albertalleni და მასაც ბრწყინვალედ აქვს შემონახული მანათობელი ორგანოები. ქარვის ამავე ნატეხში ასევე აღმოაჩინეს სხვა ოჯახის წარმომადგენელი კიდევ ერთი მანათობელი ხოჭო.

ახალი აღმოჩენა იმითაა ასე ამაღელვებელი, რომ ეგზემპლარის ფარანი (მანათობელი ორგანო) განსხვავდება ქარვაში განმარხებული სხვა ხოჭოების ასეთი ორგანოებისგან; აჩვენებს, რომ 99 მილიონი წლის წინ, მწერის ბიოლუმინესცენცია (ნათება) უკვე კარგად ჩამოყალიბებული და მრავალფეროვანი იყო.

როგორც ჩანს, ბიოლუმინესცენცია ციცინათელებში ორ მთავარ ფუნქციას ემსახურება — სხვა ციცინათელათა მოზიდვას შესაწყვილებლად და მტაცებელთა გაფრთხილება ლუციბუფაგინი ტოქსინების შესახებ, რომლებმაც მათ შეიძლება პრობლემები შეუქმნას. თუმცა, მეცნიერები ბოლო პერიოდში ირწმუნებიან, რომ ბიოლუმინესცენცია ციცინათელებში ლუციბუფაგინებამდე ჩამოყალიბდა. ეს კი გარკვეულ კითხვებს აჩენს მწერების ბიოლუმინესცენციის ადრეულ სარგებელთა შესახებ.

კაიმ და მისმა კოლეგებმა ქარვაში განმარხებული ციცინათელა ჩრდილოეთ მიანმარში აღმოაჩინეს, იმავე რეგიონში, სადაც მეზოზოური პერიოდის სხვა მანათობელი მწერების ნამარხებია აღმოჩენილი.

თავად ქარვა გამორჩეულად სუფთაა და მასში ჩაჭედილი მწერი საოცარ დეტალებში მოჩანს. მის ფიზიკურ მახასიათებლებზე დაყრდნობით, მკვლევრებმა განსაზღვრეს, რომ ეს ეგზემპლარი მდედრია და ლუციოლინებს ეკუთვნის — ციცინათელების ერთ-ერთ უდიდეს ქვეოჯახს, რომელთა წევრებსაც მუცელში მანათობელი მონაკვეთები აქვთ.

თუმცა, არის გარკვეული სხვაობები. Flammarionella-ს (სახელი უწოდეს ფრანგი ასტრონომის, კამილ ფლამარიონის პატივსაცემად) საცეცები მკვრივადაა დაფარული ბეწვის მსგავსი ჯაგრით და მრავალ სეგმენტში აქვს ღრმა, ოვალური ჩაღრმავებები.

მიუხედავად იმისა, რომ ეს მახასიათებელი ამჟამინდელ ციცინათელებში არ გვხვდება, მსგავსი მახასიათებლები შეიძლება ვნახოთ სხვა ხოჭოებში. ჩაღრმავებების ზომის მაქსიმუმამდე გაზრდა დაკავშირებულია მწერის ყნოსვის შეგრძნებასთან და ხელს უწყობს სქესის ფერომონების ამოცნობას. მამრებს ხშირად იმავე სახეობის მდედრებზე უფრო არეული საცეცები აქვთ და შესაბამისად, მამრი Flammarionella-ს აღმოჩენა მეცნიერებს ამ მახასიათებლის უკეთესად ამოცნობაში დაეხმარებოდა.

ასევე უტყუარია განმარხებული ნიმუშის „ფარანი“, რომელიც მწერის მიცლის დაბოლოებაზეა განთავსებული და ორი სეგმენტისგან შედგება. სამომავლო კვლევის საგანი შეიძლება იყოს შედარებები მეზოზოური ეპოქის სხვა ბიოლუმინესცენციურ სახეობებთან.

ამასობაში კი გრძელდება ციცინათელებისა და მათი ნათესავი მწერების სხვა ნამარხების ძებნა.

„მომავალში, თუკი მეტ ნამარხს აღმოვაჩენთ, გაფართოვდება ჩვენი ცოდნა იმის შესახებ, თუ როდის, როგორ და რატომ ჩამოყალიბდა ნათება (ბიოლუმინესცენცია) ამ მომაჯადოებელ მწერებში მეზოზოურ ეპოქაში“, — წერენ მკვლევრები.

წყარო

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგია

ჩინეთში აღმოჩენილი დინოზავრის “მინი კვერცხები” აქამდე უცნობ სახეობას ეკუთვნის

2021 წელს პალეონტოლოგებმა ჩინეთში ძალიან მცირე ზომის განამარხებულ კვერცხებს მიაგნეს, რომლებიც დინოზავრს ეკუთვნის. ისინი სამშენებლო სამუშაოებისას გამოჩნდა და განადგურებას მხოლოდ ასე გადაურჩა. ნაჭუჭები ქვაშია შემონახული, რომელიც ცარცული პერიოდისაა, დაახლოებით 80 მილიონი წლის წინანდელი.

ყველაზე პატარა “მინი კვერცხის” სიგრძე მხოლოდ 2.9 სანტიმეტრია, რითაც მან პირველობა იაპონიაში მიკვლეულ 4.5-სანტიმეტრიან კვერცხს ჩამოართვა. ეს უკანასკნელი Himeoolithus murakamii-ს სახეობის დინოზავრს ეკუთვნის, რომელიც 110 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა.

გამოცემა Historical Biology-ში გამოქვეყნებულ ახალ ნაშრომში სპეციალისტები წერენ, რომ ჩინეთში ნაპოვნი კვერცხები აქამდე უცნობი სახეობისაა, რომელსაც Minioolithus ganzhouensis ეწოდება. ეს ტირანოზავრის მსგავსი თეროპოდია, მაგრამ უცნობია რამდენად იზრდებოდა მათი სხეული გამოჩეკის შემდეგ.

ჩინეთში აღმოჩენილი განამარხებული ნაჭუჭები.

ფოტო: hina University of Geosciences

მეცნიერები ამბობენ, რომ “მინი კვერცხები” დღემდე ძალიან კარგადაა მოღწეული, მიუხედავად იმისა, რომ 80 მილიონი წლისაა. ელექტრონული მიკროსკოპის მეშვეობით დადგინდა, რომ მათი შიდა სტრუქტურაც თითქმის მთლიანად დაუზიანებლადაა შემონახული. დამატებითმა კვლევებმა შეიძლება გამოავლინოს, როგორი რეპროდუქციული პროცესები მიმდინარეობდა გვიანი ცარცული პერიოდის თეროპოდებში.

უნდა ითქვას, რომ დინოზავრების კვერცხის ზომა და ფორმა განსხვავებული იყო და ცხოველთა სხეულის სიდიდეს არ განსაზღვრავდა. მაგალითად, ზოგიერთი ორნითოპოდი დაახლოებით 14 სანტიმეტრი სიგრძის კვერცხებს დებდა, გიგანტური ტიტანოზავრები კი — 15 სანტიმეტრისას.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგია

აღმოაჩინეს 237 მილიონი წლის წინანდელი ნამარხი, რომელსაც დინოზავრების ისტორიის გადაწერა შეუძლია

ბრაზილიელმა მკვლევრებმა 237 მილიონი წლის რეპტილიის ნამარხი აღმოაჩინეს. მათ მიაჩნიათ, რომ ეს არსება დინოზავრის წინამორბედია, თუმცა ზომაში მხოლოდ პატარა ძაღლის ხელაა.

საუბარია სილეზაურიდების ახალ სახეობაზე, რომელიც გვიანი ტრიასული პერიოდის გადაშენებულთა ოჯახს მიეკუთვნება.

როგორც ჟურნალ Nature-ის წინა კვლევაშია აღნიშნული, ცხოველების ეს ჯგუფი დინოზავრების უძველესი წინაპრებს მოიცავს. თუმცა, უშუალოდ ამ არსებებისა და დინოზავრების გადაკვეთის კვალი ძალიან ბლარია.

და, აი, ახლა მკვლევრებმა დინოზავრების უშუალო წინაპარს მიაკვლიეს.

არიან თუ არა ისინი დინოზავრები, დებატების საგნად რჩება, მაგრამ კვლევის ავტორები თვლიან, რომ ამ ნამარხს დინოზავრების ისტორიის გადაწერა შეუძლია. მეტიც, ამას თავად ფრინველების ევოლუციაზეც ბევრის თქმა შეუძლია.

პალეონტოლოგმა როდრიგო ტემპ მიულერმა ბრაზილიის სამხრეთით Gondwanax paraisensi 2015 წელს აღმოაჩინა. ეს არსება მაშინ ცხოვრობდა, როდესაც ძუძუმწოვრები და დინოზავრები ყალიბდებოდნენ. მიუხედავად 2015 წლის აღმოჩენისა, ამ მიმართულებით კვლევა მხოლოდ 2021 წელს დაიწყო.

მკვლევრების ნაწილს მიაჩნია, რომ ეს არსება ერთ-ერთი უძველესი დინოზავრია. როგორც ჩანს, მას რამდენიმე შესანიშნავი ანატომიური მახასიათებელი ჰქონდა. სწორედ ამ მახასიათებლების შესწავლა სურთ ახლა მეცნიერებს.

ეს მეტყველებს იმაზე, რომ დინოზავრებისა და პტეროზავრების წინამორბედები ბევრად უფრო მრავალფეროვანი არსებები იყვნენ, ვიდრე აქამდე წარმოგვედგინა. ცნობისთვის, პტეროზავრები ძირითადად მფრინავი ქვეწარმავლები იყვნენ. ეს სახეობა უშუალოდ არქოზავრების ევოლუციაზე მეტყველებს, რადგან კონკრეტული ჯგუფი მოიცავს როგორც ქვეწარმავლებს, ისე ფრინველებს.

კვლევის ავტორების თქმით, გადამწყვეტია ამ არსების ანატომიის, ბიოლოგიისა და ევოლუციის უკეთ გაგება.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგია

მეცნიერებმა ატლანტის ოკეანის სიღრმეში „დაკარგული ქალაქი“ აღმოაჩინეს

მეცნიერებმა ატლანტის ოკეანის სიღრმეში „დაკარგული ქალაქი“ აღმოაჩინეს, რომელიც დედამიწაზე არასდროს უნახავთ.

ახლახან მეცნიერები წააწყდნენ „დაკარგულ ქალაქს“ ატლანტის ოკეანეში, რომელიც რეალურად არის რამდენიმე ზღვის ცხოველის სახლი და, ალბათ, ჰყავს თავის ბინადარიც.

ეს დაკარგული ქალაქი შედგება რამდენიმე კლდოვანი, კოშკიანი სტრუქტურებისგან, რომლებიც მდებარეობს შუა ატლანტიკური მთის ქედის დასავლეთით.

ქალაქში არის უზარმაზარი კედლები, ასევე სვეტები და მონოლითებიც კი, რომელთა სიმაღლე 60 მეტრს აღემატება.
ეს არ არის უძველესი ადამიანური ცივილიზაციის ადგილი, რომელიც დაფარული იყო ზღვის დონის აწევით, მაგრამ მისი აღმოჩენა მაინც საყურადღებოა მეცნიერების სამყაროში.

2000 წელს, აღმოჩენის შემდეგ მას რეალურად ეწოდა “დაკარგული ქალაქი”. Science Alert-ის თანახმად, ეს არის ყველაზე ხანგრძლივად ცოცხალი გარემო ოკეანეში.

სხვა ადგილებისგან განსხვავებით, აქ წარმოებული ნახშირწყალბადები მზის შუქით არ იქმნება, ისინი 750-900 მეტრზე დგანან წყლის ქვეშ, სადაც სინათლე არ აღწევს (დაახლოებით 1000 მეტრზე).

სამაგიეროდ, ის ეყრდნობა ქიმიურ რეაქციებს, რომლებიც ხდება ზღვის ფსკერზე. ამ აღმოჩენამ გაამარტივა იმისი კვლევა, თუ როგორ წარმოიშვა სიცოცხლე ჩვენს პლანეტაზე 3,7 მილიარდი წლის წინ.

ბერძნული მითოლოგიის პატივსაცემად, დაკარგული ქალაქის ყველაზე მაღალ მონოლითს პოსეიდონი ეწოდა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგია

ნაჭუჭში მოქცეული ისტორია: მკვლევრებმა შემთხვევით გატეხეს კვერცხი, რომელმაც 10 საუკუნეს გაუძლო

დაახლოებით ათასი წლის წინ იავნეში, ისრაელში, ქათამმა კვერცხი დადო. მან ნარჩენებში ამოყო თავი და ათი საუკუნე გაატარა აქ, სანამ 2021 წელს იგი არქეოლოგებმა არ იპოვეს და შემთხვევით არ გატეხეს.

გამოცემა Haaretz-ის მიხედვით, ისრაელის ანტიკვარიატის განყოფილების (IAA) მკვლევრები იავნეში გათხრებს ატარებდნენ, რადგან ქალაქში მშენებლობის დაწყება იგეგმებოდა. არქეოლოგებს სურდათ, უკანასკნელი შანსით ესარგებლათ და წარსულის შესახებ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მოეპოვებინათ. სწორედ ამ დროს ისინი, არც მეტი, არც ნაკლები, ქათმის კვერცხს გადააწყდნენ და მისი ამოღება გადაწყვიტეს.

დიდი ძალისხმევის შედეგად იგი მიწიდან უვნებელი ამოიტანეს. არქეოლოგები, როგორც წესი, მხოლოდ ცალკეულ ფრაგმენტებს პოულობენ ხოლმე, ამიტომ მთლიანი კვერცხის აღმოჩენა მათთვის განსაცვიფრებელი აღმოჩნდა (განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ, რომ ახალი კვერცხის ნაჭუჭიც კი ძალიან მყიფეა).

“ადრეული პერიოდიდან კვერცხის ნაჭუჭის ფრაგმენტებიც არის აღმოჩენილი — მაგალითად, დავითის ქალაქში, კესარიასა და აპოლონიაში”, — განაცხადა ლი პერი გალმა, IAA-ს მკვლევარმა და უძველესი ხანის მეფრინველეობის მთავარმა ექსპერტმა — “მაგრამ მყიფე ნაჭუჭის გამო მთლიანი კვერცხები თითქმის არასოდეს შემონახულა”.

როგორც ჩანს, კვერცხი მთელი ამ დროის განმავლობაში ხელუხლებელი იყო. იგი არათუ გატეხილა, არამედ არც კი დამპალა, რადგან საპირფარეშოში, რბილ ნარჩენებში, იყო ჩაგდებული; აქ იგი უჟანგბადო პირობებმა დაიცვა. გათხრებსაც კი უვნებელი გადაურჩა, თუმცა მისი მთლიანობა ბოლოს მაინც დაირღვა ისრაელის ანტიკვარიატის ლაბორატორიაში: 1000 წლის კვერცხი აქ შემთხვევით გაუტყდათ.

კვერცხი, რომელმაც ათ საუკუნეს გაუძლო

ფოტო: Dafna Gazit / Israel Antiquities Authority

დადგა საკითხი, რომ ძვირფასი აღმოჩენა ამის გამო მთელს თავის ღირებულებას დაკარგავდა. ალბათ, ერთგვარი შეხსენებაც იქნებოდა იმის, თუ რამდენად მყიფეა ისტორიასთან ჩვენი კავშირი.

მიუხედავად ამისა, კვერცხზე დაკვირვების შემდეგ მეცნიერებმა შენიშნეს, რომ მისი შიგთავსი არ დაზიანებულა. მკვლევრებს მისი დნმ-ის გამოკვლევის საშუალება მაინც მიეცათ. მეტიც, მათ აღიარეს, რომ შეიძლებოდა, ანალიზისთვის კვერცხი მიზანმიმართულადაც გაეტეხათ. IAA-მ შემდგომში ისიც დაამატა, რომ სპეციალისტმა კვერცხის ნაჭუჭი აღადგინა.

საბოლოო ჯამში, მიუხედავად სირთულეებისა, მკვლევრებისთვის ნაშრომი მაინც წარმატებული აღმოჩნდა. გათხრების ადგილზე სხვა საგნებიც იპოვეს, მათ შორის ზეთის უნიკალური სანათი და ძვლისგან დამზადებული თოჯინები. ასეთი სანათები მხოლოდ XI საუკუნისთვის იყო დამახასიათებელი. არქეოლოგებმა ივარაუდეს, რომ კვერცხიც ამ პერიოდიდან უნდა ყოფილიყო და მისი ასაკი სწორედ ამის მიხედვით დაასკვნეს.

ათსაუკუნოვანი კვერცხი მეცნიერებს ადგილის ისტორიის სიღრმისეულად გაგებაში დაეხმარება. როგორც გალმა დასძინა, “ეს გლობალური მასშტაბითაც კი ძალიან იშვიათი აღმოჩენაა”.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგიაისტორია

ახალმა ექსპედიციამ დაადგინა, რომ „ტიტანიკის“ ცნობილი მოაჯირი გემს მოსძვრა და ოკეანის ფსკერზეა

ახალმა ექსპედიციამ „ტიტანიკის“ ნელი დაშლის შედეგები დააფიქსირა.

როგორც BBC წერს, ივლისსა და აგვისტოში ცნობილ ლაინერის ნანგრევებამდე RMS Titanic Inc-ის ექსპედიციამ მიაღწია. კომპანიის ორმა დისტანციურად მართვადმა აპარატმა ორ მილიონზე მეტი ფოტო გადაიღო და დაადგინა, რომ გემს ცნობილი მოაჯირი მოძვრა და ახლა ის ნანგრევებიდან 800 მეტრში, ოკეანეს ფსკერზე დევს. სპეციალისტების ვარაუდით, მოაჯირის ნაწილის, რომლის სიგრძეც დაახლოებით 4,5 მეტრია, გემს გასული 2 წლის განმავლობაში მოსძვრა.

ის, რომ გემი იშლება წინა ექსპედიციებმაც დაადგინეს. ამ ეტაპზე კომპანია ფოტოების შესწავლით არის დაკავებული და ნანგრევების 3D რუკას ადგენს. მომავალში ზაფხულში გადაღებულ ახალ ფოტოებსაც გამოაქვეყნებენ.

„ტიტანიკი“ 1912 წლის აპრილში ჩაიძირა, კატასტროფას 1 500 ადამიანი ემსხვერპლა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგიაისტორიასაქართველო

მსოფ­ლი­ო­ში უძ­ვე­ლე­სი ამორ­ძა­ლი სა­ქარ­თვე­ლო­შია აღ­მო­ჩე­ნი­ლი: ქალი სამხედრო პატივით, იარაღით იყო დაკრძალული

დღეს­დღე­ო­ბით მსოფ­ლი­ო­ში უძ­ვე­ლე­სი ამორ­ძა­ლი სა­ქარ­თვე­ლო­შია აღ­მო­ჩე­ნი­ლი, თუმ­ცა ამის შე­სა­ხებ ცო­ტამ თუ იცის.

1927 წელს ქარ­თუ­ლი არ­ქე­ო­ლო­გი­ის ერთ-ერ­თმა ფუ­ძემ­დე­ბელ­მა გი­ორ­გი ნი­ო­რა­ძემ გა­თხა­რა და შე­ის­წავ­ლა სა­მარ­ხი, რო­მე­ლიც დღე­ვან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, მებ­რძო­ლი ქა­ლის ყვე­ლა­ზე ად­რე­ულ სა­მარ­ხად მი­იჩ­ნე­ვა მსოფ­ლი­ო­ში.

“მსოფ­ლი­ოს არ­ქე­ო­ლო­გი­ურ­მა ლი­ტე­რა­ტუ­რამ ჯერ კი­დევ არ იცის არც ერთი შემ­თხვე­ვა, რომ ეპო­ვოთ ბრინ­ჯა­ოს მახ­ვი­ლით, ხან­ჯლი­თა და შუ­ბით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ქალი, რო­გორც ამას ად­გი­ლი ჰქონ­და ზემო ავ­ჭა­ლა­ში, და თუ გა­მო­ჩე­ნი­ლი მსოფ­ლიო მეც­ნი­ე­რი მონ­დე­ლი­უ­სი და­ნი­ა­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი ხან­ჯლით შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ქა­ლებს უკავ­ში­რებ­და ამა­ზო­ნე­ბის ანუ ამორ­ძა­ლე­ბის შე­სა­ხებ წარ­მო­შო­ბილ მო­თხრო­ბებს, მით უმე­ტეს, ჩვენ უფრო მეტი სა­ფუძ­ვე­ლი გვაქვს ვი­ფიქ­როთ, რომ ზემო ავ­ჭა­ლის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ჭრი­ლო­ბა ჰქონ­და მი­ღე­ბუ­ლი, მე­ო­მა­რი ქალი უნდა ყო­ფი­ლი­ყო, ქალი, რო­მელ­მაც ცხე­ნოს­ნო­ბა კარ­გად იცო­და”, – წერს 1931 წელს გი­ორ­გი ნი­ო­რა­ძე.

მისი ჩა­ნა­წე­რე­ბი­დან ირ­კვე­ვა, რომ სა­მარ­ხი 1927 წლის დე­კემ­ბერ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს ავ­ჭა­ლა­ში. გი­ორ­გი ნი­ო­რა­ძემ სა­მარ­ხი გახ­სნა, სა­დაც სამ­ხედ­რო პა­ტი­ვით დაკ­რძა­ლუ­ლი ქა­ლის ნეშ­ტი აღ­მოჩ­ნდა. არ­ქე­ო­ლო­გის ყუ­რა­დღე­ბა მი­იქ­ცია ბრინ­ჯა­ოს ხმლის ფრაგ­მენ­ტმა, თა­ვის ქა­ლა­ზე ჭრი­ლო­ბის კვალ­მა და იმ სამ­კა­უ­ლებ­მა, რომ­ლე­ბიც, მეც­ნი­ე­რის მტკი­ცე­ბით, ძვ. წ. XI-IX სა­უ­კუ­ნე­ებ­ში ამორ­ძალს საფ­ლავ­ში ჩა­ა­ტა­ნეს.

sasaxle-3-70717-1679728630.jpg

ნივ­თე­ბი, რო­მე­ლიც სა­მარხში აღოჩ­ნდა

ის, რომ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ნამ­დვი­ლად ქალი იყო, და­დას­ტურ­და ან­თრო­პო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვე­ბი­თაც. სა­ქარ­თვე­ლო­ში ეს აღ­მო­ჩე­ნა არა­სო­დეს გახ­მა­უ­რე­ბუ­ლა. ჩონ­ჩხი უკვე ათწლე­უ­ლე­ბია, ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის სა­ცავ­ში ინა­ხე­ბა.

ეს მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე თვის წინ გახ­და ცნო­ბი­ლი. ეკუთ­ვნის თუ არა სა­მარ­ხი მი­თურ პერ­სო­ნაჟს, ამორ­ძალს და რა შე­იძ­ლე­ბა გა­კეთ­დეს მისი და­მა­ტე­ბი­თი შეს­წავ­ლი­სათ­ვის, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის, ის­ტო­რი­ი­სა და არ­ქე­ო­ლო­გი­ის სა­მეც­ნი­ე­რო მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი მი­ხე­ილ აბ­რა­მიშ­ვი­ლი “კვი­რის პა­ლიტ­რას­თან” სა­უბ­რობს:

– ეს უნი­კა­ლუ­რი კო­ლექ­ცია ინა­ხე­ბა ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უმ­ში და თა­რიღ­დე­ბა ძვ.წ. XI-IX სა­უ­კუ­ნე­ე­ბით. ასე რომ, ავ­ჭა­ლა­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი მე­ო­მა­რი ქალი შე­საძ­ლოა მსოფ­ლი­ო­ში უძ­ვე­ლე­სი ამორ­ძა­ლია. თა­ვის ქა­ლის მო­ცუ­ლო­ბის, ძვლე­ბის წო­ნის, პა­ტა­რა ზო­მის კბი­ლე­ბი­სა და კი­დევ რამ­დე­ნი­მე ნიშ­ნის მი­ხედ­ვით თა­ვი­დან­ვე დად­გინ­და, რომ სა­მარხში ნამ­დვი­ლად ქალი იყო.

ორი თვის წინ კი თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დით კი­დევ ერთხელ გა­ნი­სა­ზღვრა სქე­სი და ასა­კი. თა­ვის ქა­ლა­ზე სქე­სის გან­მსა­ზღვრე­ლი 26 ნი­შა­ნია… გი­ორ­გი ნი­ო­რა­ძის შე­ფა­სე­ბით, ეს უნდა ყო­ფი­ლი­ყო 30-40 წლის 1.47 სი­მაღ­ლის ქალი. ნი­ო­რა­ძე სა­მარ­ხის პე­რი­ოდს ბრინ­ჯა­ოს ხა­ნის მი­წუ­რუ­ლი­თა და რკი­ნის ხა­ნის და­სა­წყი­სით გან­სა­ზღვრავს. ზუს­ტად ვერ ვი­ტყვით, ქალი რო­მელ რა­სას გა­ნე­კუთ­ვნე­ბო­და ან რა კულ­ტუ­რით ცხოვ­რობ­და, თუმ­ცა ამ დროს უკვე არ­სე­ბობ­და კლა­სობ­რი­ვი და­ყო­ფა და ვაჭ­რო­ბა. ქალი დიდ­გვა­რო­ვა­ნი უნდა ყო­ფი­ლი­ყო, რად­გან უამ­რა­ვი ძვირ­ფა­სი ნივ­თი ჩა­ა­ტა­ნეს სა­მა­რე­ში. საბ­რძო­ლო ია­რა­ღებ­ში გა­მორ­ჩე­უ­ლია მახ­ვი­ლი, რო­მელ­საც ბო­ლო­ში წვე­რი არა აქვს.

ეს სა­გან­გე­ბოდ კეთ­დე­ბო­და – წვე­რი­ა­ნი მახ­ვი­ლი უფრო მძი­მეა, უწ­ვე­რო კი მსუ­ბუ­ქია და გან­კუთ­ვნი­ლია მხო­ლოდ მხედ­რის­თვის. სა­მარხშიც აღ­მოჩ­ნდა ცხე­ნის თა­ვის ქა­ლის ნა­წი­ლე­ბიც, რაც მი­ა­ნიშ­ნებს, რომ ქალი ნამ­დვი­ლად ცხე­ნო­სა­ნი მე­ო­მა­რი იყო. ბუ­ნებ­რი­ვია, მებ­რძოლ ქალს საბ­რძო­ლო ია­რა­ღი და ცხე­ნიც ჩა­ა­ყო­ლეს, რაც ნიშ­ნავს, რომ დიდი პა­ტი­ვით და­უკ­რძა­ლავთ. ჩანს, ძვ. წ. XI-IX სა­უ­კუ­ნე­ებ­ში დღეს პო­პუ­ლა­რუ­ლი გენ­დერუ­ლი სტე­რე­ო­ტი­პე­ბი არ არ­სე­ბობ­და. იმ ად­გი­ლას კი­დევ რომ მო­ი­ძებ­ნოს სა­მარ­ხი, შე­იძ­ლე­ბა და­მა­ტე­ბი­თი დე­ტა­ლე­ბი აღ­მო­ვა­ჩი­ნოთ. რა სა­ი­დუმ­ლოს ინა­ხავს ზემო ავ­ჭა­ლის ეს ად­გი­ლი გა­თხრე­ბის შემ­დეგ გა­ვი­გებთ, თუმ­ცა ტე­რი­ტო­რი­ის ხე­ლახ­ლა შეს­წავ­ლა დიდ ფი­ნან­სურ და ადა­მი­ა­ნურ რე­სურსს მო­ი­თხოვს… იხილეთ სრულად

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგიასაქართველო

“ამოვიდა სრულიად ახალი, აქამდე უცნობი ფრაგმენტიც, მიიჩნევა, რომ მე-5-მე-6 საუკუნის მოზაიკაა და ჰგავს ბიჭვინთურს“ – უნიკალური აღმოჩენა პეტრას ციხეში

“ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბა უძ­ვე­ლე­სი მო­ზა­ი­კით გამ­დიდ­რდა. აჭა­რა­ში, პეტ­რას ცი­ხის სა­ე­პის­კო­პო­სო ტაძ­რის სა­კურ­თხე­ველ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლია ია­ტაკ­ზე და­გე­ბუ­ლი მო­ზა­ი­კის ფი­ლე­ბი“ , – ინ­ფორ­მა­ცი­ას და ფო­ტო­ებს გოგა ჩა­ნა­დი­რი ავ­რცე­ლებს.

რო­გორც ფო­ტო­რა­ფი წერს, არ­სე­ბულ არ­ტე­ფაქ­ტებს თავ­და­პირ­ვე­ლად 1960- იან წლებ­ში მი­აკ­ვლი­ეს, თუმ­ცა დიდი ხნით ად­გი­ლი და­ი­ლუ­ქა. რამ­დე­ნი­მე დღის წინ კი აჭა­რის კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის სა­ა­გენ­ტოს სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა და პო­ლო­ნე­თი­დან მოწ­ვე­ულ­მა ექ­სპერ­ტებ­მა სა­ო­ცა­რი აღ­მო­ჩე­ნე­ბი გა­ა­კე­თეს – მო­ზა­ი­კის ახა­ლი ფრაგ­მენ­ტი, რო­მე­ლიც მე-5-მე-6 სა­უ­კუ­ნის ნა­მუ­შევ­რად მი­იჩ­ნე­ვა.

“თავ­და­პირ­ვე­ლად, ნა­მუ­შე­ვარს არას­რუ­ლი სა­ხით 1960-იან წლებ­ში მი­აკ­ვლი­ეს, მას­ზე მუ­შა­ო­ბა კი შე­სა­ბა­მი­სი დრო­ის­თვის გა­და­დეს და მი­წით და­ხუ­რეს. სა­ბო­ლო­ოდ აღ­მო­ჩე­ნა რამ­დე­ნი­მე დღის წი­ნათ გახ­სნეს და მისი გაწ­მენ­და და­ი­წყეს. ამო­ვი­და სრუ­ლი­ად ახა­ლი, აქამ­დე უც­ნო­ბი ფრაგ­მენ­ტიც.

სა­მუ­შა­ო­ებს აჭა­რის კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის სა­ა­გენ­ტოს სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი და პო­ლო­ნე­თი­დან მოწ­ვე­უ­ლი ექ­სპერ­ტი ახორ­ცი­ე­ლე­ბენ. გა­მო­სა­ხუ­ლია ვაზი და გაწ­მენ­დის შემ­დეგ უკვე კარ­გად იკი­თხე­ბა.

სა­ა­გენ­ტო მო­ზა­ი­კას პეტ­რას ცი­ხის მუ­ზე­უმ­ში გა­და­ი­ტანს და ყვე­ლას შე­ეძ­ლე­ბა ნახ­ვა.

მი­იჩ­ნე­ვა, რომ მე-5-მე-6 სა­უ­კუ­ნის მო­ზა­ი­კაა და ჰგავს ბიჭ­ვინ­თურს. სპე­ცი­ა­ლის­ტთა აზ­რით, რად­გან ფი­ლე­ბად არის შეს­რუ­ლე­ბუ­ლი, მო­ტა­ნი­ლია გა­რე­დან და არა ად­გილ­ზეა დამ­ზა­დე­ბუ­ლი. შე­საძ­ლოა, ეს ტაძ­რის შე­სა­წი­რიც ყო­ფი­ლი­ყო.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ უძ­ვე­ლეს ქარ­თულ მო­ზა­ი­კად მიჩ­ნე­უ­ლია ძა­ლი­სის ნა­ქა­ლა­ქა­რის, კერ­ძოდ აბა­ნოს მო­ზა­ი­კა“, – წერს ჩა­ნა­დი­რი.

  • გარ­და ამი­სა, სა­ზო­გა­დო­ე­ბას მუ­ზე­უმ­ში მალე შე­ეძ­ლე­ბა ახ­ლად აღ­მო­ჩე­ნი­ლი ჭრა­ქის ხილ­ვა

“ჭრა­ქი, სულ ახა­ლი აღ­მო­ჩე­ნაა გო­ნი­ოს ცი­ხე­ში. მალე აქვე, მუ­ზე­უმ­ში ყვე­ლას შე­ეძ­ლე­ბა ნახ­ვა“, – აქ­ვეყ­ნებს ფო­ტოს გოგა ჩა­ნა­დი­რი.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 2 3 4 5 20
Page 3 of 20