close

ეს საინტერესოა

ეს საინტერესოავიდეო

ისრაელში დაობლებული ორბის ბარტყი სამხედრო დრონით გამოკვებეს / ვიდეო /

ივნისში ისრაელში, უდაბნო ნეგევში მაცხოვრებელ ორბის ბარტყს დედა მოუკვდა. იქიდან გამომდინარე, რომ პატარა ორბს მხოლოდ მამა დარჩა, ადგილობრივმა ბუნების დამცველებმა ჩათვალეს, რომ მამა ორბი მარტო ვერ გაუმკლავდებოდა ბარტყის გაზრდას და მისი დახმარება გადაწყვიტეს.

ცხოველთა დამცველებს შეეძლოთ, ალპინისტების დახმარებით, ორბის ბარტყი ბუდიდან წამოეყვანათ, გამოეკვებათ, გაეზარდათ და შემდეგ დაებრუნებინათ ბუნებრივ გარემოში. თუმცა მათ გადაწყვიტეს სხვა ხერხისთვის მიემართათ და სამხედრო დრონი გამოეყენებინათ.

უპილოტო საფრენმა აპარატმა ბარტყის დედა ჩაანაცვლა. ორ-სამ დღეში ერთხელ დრონს ბუდესთან ცილოვანი საკვები მიჰქონდა და ბარტყს უგდებდა. მამა ორბი მალევე მიეჩვია “დედა დრონს” – ასე შეარქვეს დრონს ორგანიზაცია Israel Raptor Nestcam-ის წევრმა ბუნების დამცველებმა.

თითქმის ერთი თვის შემდეგ, 26 ივლისს 136 დღის ახალგაზრდა ორბი პირველად გაფრინდა.

ვიდეოში შეგიძლიათ ნახოთ, როგორ მიაქვს დრონს საკვები ბარტყთან და მისი პირველი გაფრენა.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამსოფლიოტექნოლოგიები

როგორ ავამუშავოთ ხელოვნური ინტელექტი ჩვენი კომპანიის სასარგებლოდ?

ხელოვნური ინტელექტი უკვე იმდენად აქტუალური თემა გახდა, რომ რთულია ყველა ადამიანს არ შეემჩნია მისი მნიშვნელობა დღევანდელობაში. მსოფლიო იმდენად სწრაფად ვითარდება და იცვლება, რომ ადამიანების უმრავლესობას უჭირს აყოლა, ელონ მასკმა და სტეფან ჰოუკინგმა განაცხადეს, რომ კომპანებისთვის ძალიან დიდი წინსვლა იქნება, თუ ხელოვნური ინტელექტი გახდება მათი დამხმარე და შეასრულებს იმავე სამუშაოს, რასაც  აქამდე ადამიანები ასრულებდნენ. შეცდომები, რომლებსაც ადამიანები უშვებნდენ შემცირდება, რადგან ხელოვნური იტელექტი დაპროგრამებული იქნება ერთ კონკრეტულ დავალებაზე, რაც აღმოფხვრავს შეცდომების დაშვებას, აგრეთვე დაიზოგება ენერგია, რომელსაც ადამიანები ხარჯავდნენ წლების მანძილზე.

წყარო: Entrepreneur.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკვლევებიტექნოლოგიები

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ვიდეოთამაშები ტვინისთვის სასარგებლოა

ვიდეოთამაშები არ აჩლუნგებს თქვენს ტვინებს და არ არის ეშმაკისეული, როგორც ძირითადად მშობლები ამბობენ ხოლმე. არა მხოლოდ გართობის მიზანი აქვს ვიდეოთამაშებს, არამედ მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ტვინისთვის სარგებელიც კი მოაქვს.

3Dთამაშები ზრდის მახსოვრობის დონეს, ადამიანი უკეთ აღიქვამს ვირტუალურ სამყაროს და თითქოს რეალობაში ხედავს ყველაფერს, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, უმრავლესობა ადამიანებისა, რომლებიც 3Dთამაშს თამაშობს, ვერ ხვდება რეალურად ხედავს ყველაფერს, თუ ვირტუალურად, შესაბამისია მათი მოქმედებები და რეაქციებიც.

ზოგი გამოკვლევა ამტკიცებს, რომ ვიდეოთამაშები ადამიანს უფრო სხარტსა და ჭკვიანს ხდის. კვლევა ჩაატარეს იმ ადამიანებზე, რომლებსაც არასდროს უთამაშიათ მსგავსი თამაშები, რამდენიმე კვირის განმავლობაში ისინი დღეში 1 საათი უთმობდნენ ვიდეოთამაშებს, რამაც შედეგი გამოიღო რამდენიმე კვირის შემდეგ მათი მოქმედებები უფრო სხარტი იყო, მეტად უფიქრდებოდნენ წვრილმანებსაც კი.

 

წყარო:  Sciencealert.com

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკვლევებიმედიცინამსოფლიო

BBC: როდის იქნება მზად კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაქმნელად 200-მდე ჯგუფი მუშაობს. BBC-ი აქვეყნებს სტატიას, რომელშიც სვამს კითხვას – როდის იქნება მზად პრეპარატი, რომლის გამოყენებასაც შევძლებთ.

გამოცემის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ადამიანებზე ტესტირების ფაზაზე უკვე 18 პრეპარატია. ჯერჯერობით არავინ იცის როდის დაიწყება ვაქცინის მასობრივი გამოყენება, თუმცა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ პირველი პრეპარატის მოხმარება 2021 წლის შუა პერიოდში დაიწყება. ამასთან, არ არსებობს იმის გარანტია, რომ პრეპარატი ეფექტიანი იქნება.

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ვირუსის სწრაფი გავრცელებისთვის მისდამი იმუნიტეტი მოსახლეობის 60-70%-ს უნდა ჰქონდეს (კოლექტიური იმუნიტეტი).

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკვლევებიმედიცინა

შავი ჭირი, რომლის პრევენციის მიზნით ჩინეთის ხელისუფლებამ საფრთხის მესამე დონე გამოაცხადა

ჩინეთის ხელისუფლებამ ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, შიდა მონღოლეთის ავტონომიურ რეგიონში მდებარე ქალაქ ბაიანნურში ბუბონური შავი ჭირის პრევენციის მიზნით საფრთხის მე-3 დონე გამოაცხადა.

ამ გადაწყვეტილების მიზეზი რეგიონში ბუბონური შავი ჭირის ერთი დადასტურებული და ერთი საეჭვო შემთხვევა გახდა.

ბუბონური შავი ჭირი ბაქტერიული ინფექციით გამოწვეული დაავადებაა, რომელიც „შავი სიკვდილის“ სახელითაცაა ცნობილი.

დაავდეებას მე-14 საუკუნეში 50 მილიონი ადამიანის სიცოცხლ შეეწირა აფრიკაში, აზიასა და ევროპაში. 1965 წელს დიდი ჭირიანობის დროს ლონდონის მოსახლეობის მეხუთედი დაღუპა, მე-19 საუკუნეში, ჩინეთსა და ინდოეთში გავრცელებული შავი ჭირის ეპიდემიის გამო კი 12 მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

თუმცა დღეს აღნიშნული დაავადების მკურნალობა ანტიბიოტიკებით შეიძლება. მკურნალობის გარეშე დაავადების ფატალობის მაჩვენებელი 30-60%-ია.

დაავადება ადამიანებზე ცხოველებიდან რწყილების საშუალებით გადადის. მისი სიმპტომებია : მაღალი ტემპერატურა, შემცივნება, გულისრევა, სისუსტე და ლიმფური კვანძების გადიდება კისრის არეში, იღლიასა და საზარდულში.

წყარო : bbc.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

კატამ 12 წუთი ჩართულ სარეცხის მანქანაში გაატარა და გადარჩა

ავსტრალიაში, შტატ კვინსლენდის ქალაქ მარუჩიოდორაში კატამ 12 წუთი ჩართულ სარეცხის მანქანაში გაატარა და გადარჩა. ამის შესახებ Daily Mail წერს.

ორი წლის კატის ოსკარის მფლობელი ამანდა მერედიტი აცხადებს, რომ გაიგო უცნაური კნავილის მსგავსი ხმა მას შემდეგ, რაც მისმა ქმარმა სარეცხის მანქანა ჩართო. ქალმა იფიქრა რომ ხმა კარადიდან ისმოდა. კნავილის ხმა ისევ ისმოდა, ქალმა კატის ძებნა დაიწყო. ორი წლის ოსკარი ჩართულ სარეცხის მანქანაში იჯდა და პატრონს შუშიდან შეშინებული უყურებდა.

ქალმა მანქანის გათიშვა წურვის რეჟიმის ჩართვამდე მოასწრო. ვიდრე კარი განიბლოკა, კატამ სარეცხის მანქანაში კიდევ ორი წუთი გაატარა (ჯამში 12 წუთი).

მომდევნო 24 საათი ოსკარმა ვეტერინარულ კლინიკაში დაჰყო. მას დაჟეჟილობები აქვს და ვეტექიმმა ანთების საწინააღმდეგო აბები დაუნიშნა. პატრონის თქმით ოსკარი რეაბილიტაციის პროცესს გადის.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

აშშ-ში, მაიამიში უცნაური შეფერილობის ტაქსა დაიბადა

აშშ-ში, მაიამიში (ფლორიდას შტატი) უცნაური შეფერილობის ტაქსა დაიბადა. ამის შესახებ mirror წერს.

7 თვის ტაქსა მუს სხეული თეთრი კოპლებიანი ბეწვითაა დაფარული. „ერთი შეხედვით ჩანს, რომ ტაქსას ტანი და თავი ერთმანეთს არ უხდება. ბევრს ჰგონია, რომ ტაქსას რაღაც აცვია და ძალიან უკვირთ როცა აღმოაჩენენ რომ ეს კოპლებიანი ბეწვია“, – ამბობს ძაღლის პატრონი ვიქტორია ჰოფმანი.

ჰოფმანის თქმით, როცა ტაქსას ასეირნებს, მათთან ადამიანები მიდიან და ძაღლის უცნაური შეფერილობის შესახებ ეკითხებიან.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამსოფლიო

მსოფლიოს ყველაზე „ჭკვიანი“ ქალაქები დასახელდა

ობსერვატორია IMD-მ და სინგაპურის ტექნოლოგიებისა და დიზაინის უნივერსიტეტმა მსოფლიოს ყველაზე „ჭკვიანი“ ქალაქების რეიტინგი გამოაქვეყნეს.

სიაში პირველ ადგილს 2018 წლის მსგავსად კვლავ სინგაპური იკავებს, მეორე ადგილზეა ოსლო, მესამეზე კი ციურიხი მოხვდა.

ათეულში ასევე არიან ჟენევა, კოპენჰაგენი, ოკლენდი, ტაიბეი, ჰელსინკი, ბილბაო და დიუსელდორფი. სპეციალისტებმა ქალაქები ისეთი კრიტერიუმებით შეარჩიეს, როგორებიცაა ჯანდაცვა, მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ტრანსპორტი, საზოგადოებრივი აქტივობა და სხ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

შიდა ქართლში ორთავიანი ხბო დაიბადა

უჩვეულო მოვლენა შიდა ქართლში. სოფელ თედოწმინდაში ორთავიანი ხბო დაიბადა. ხბო დაბადებიდან მალევე დაიღუპა, ძროხის გადარჩენა კი ვეტერინარმა შეძლო.

ექიმი-ვეტერინარის, მაიზერ ღერკენაშვილის თქმით, მსგავსი შემთხვევა მის პრაქტიკაში პირველია.

პირუტყვის მეპატრონეები ამბობენ, ძროხამ, რომელმაც ორთავიანი ხბო გააჩინა, მანამდე 6-ჯერ იმშობიარა, თუმცა ყველა მათგანი აქამდე ჯანმრთელი დაიბადა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ეკოლოგიაეს საინტერესოა

ინდოეთში კაცმა თავისი მიწა 2 სპილოს უანდერძა

ინდოეთის მოქალაქე ახტარ იმამმა ანდერძი შეცვალა და მისი კუთვნილი მიწა ორ სპილოს დაუტოვა. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, სპილოები მოტი (მარგალიტი) და რანი (დედოფალი) იმამის სიკვდილის შემდეგ 2.5 ჰექტარ მიწას მიიღებენ. ამ გადაწყვეტილებას კაცი იმით ხსნის, რომ სპილოებმა ის სიკვდილისგან იხსნეს, როცა შარშან მის სახლში შეიარაღებული მძარცველები შეიჭრნენ. სპილოებმა მფლობელი საფრთხის შესახებ გააფრთხ​ილეს და ბოროტმოქმედებს გაეკიდნენ.

იმამი ველური ბუნების ფონდს მართავს და სპილოებს დაბადებიდან ზრდის. მოტი 20 წლისაა, რანი კი 15-ის. კაცის თქმით, მიწის ნაწილი მან ცოლსა და შვილებს დაუტოვა, თუმცა ისინი მისი გადაწყვეტილებით უკმაყოფილოები არიან.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
1 40 41 42 43 44 99
Page 42 of 99