close

ეს საინტერესოა

გეოგრაფიადედამიწაეს საინტერესოა

უდიდესი გადაშენებული ზვიგენის, მეგალოდონის კბილი იპოვეს ტროპიკული შტორმის შემდეგ

უკანასკნელი ტროპიკული შტორმის, ელზას წყალობით იპოვეს ორი მეგალოდონის კბილი სამი კვირის ინტერვალით. აღმოჩენის ავტორი 6 წლის ბავშვია.

მეგალოდონი არის უზარმაზარი გადაშენებული ზვიგენის სახეობა, რომელიც უდიდეს თევზად არის აღიარებული მსოფლიოს ისტორიაში. სიტყვა “მეგალოდონის” ეტიმოლოგია ბერძნული ენიდან იღებს სათავეს და “გიგანტურ კბილს” ნიშნავს. ზვიგენის არსებობას მსოფლიო ოკეანეებში 3.6 მილიონიდან 20 მილიონი წლის წინ მოიაზრებენ. მისი ზომები იმდენად მასშტაბური იყო, რომ თეთრ ზვიგენს სამჯერ აღემატებოდა, ზურგის ფარფლი დაახლოებით ზრდასრული ადამიანის სიმაღლის იყო, თვითონ სიგრძეში რამდენიმე ათეული მეტრს აღწევდა და კბილების რამდენიმე მწკრივი ჰქონდა.

მეგალოდონის კბილი მეტად ფასდაუდებელი მონაპოვარია კოლექციონერებისთვის, მაგრამ მის მიმართ სამეცნიერო ინტერესი, შეიძლება ითქვას, რომ დიდი არ არის, რადგან ტროპიკულ და ზომიერ ზღვებში, ანტარქტიდის სანაპიროს გარდა, ყველა კონტინენტის სანაპირო ზოლთან არის ნაპოვნი მისი ნაშთები. მეგალოდონის გადაშენებას რამდენიმე მიზეზით ხსნიან, ერთ-ერთი ოკეანის წყლის ტემპერატურის შემცირებაა, ხოლო მეორე ვეშაპების რაოდენობის შემცირება, რითიც ისინი იკვებებოდნენ.

ელზას მსგავსი ქარიშხლის დროს, ოკეანის დიდ ტალღებს სანაპიროზე ამოაქვს ზღვის ფსკერზე არსებულ ნაშთები, რომლებიც მილიონობით წლის ისტორიას ინახავენ.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

სატანური სიმბოლო – რას ნიშნავს წრეში ჩასმული პენტაგრამა, რომელიც ყაზახეთში კოსმოსიდან გადაღებულ ფოტოებზე ჩანს

ყაზახეთში, მდინარე ტობოლთან მდებარე წყალსაცავთან გიგანტური პენტაგრამაა დახაზული, რომელიც წრეშია ჩასმული. პენტაგრამა მკაფიოდ ჩანს აპლიკაცია Google Earth-ის საშუალებითაც.

ნახაზთან ახლოს არანაირი დასახლება არ არის, უახლოეს ქალაქი – ლისაკოვსკი ადგილიდან 20 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე უამრავი არქეოლოგიური ნანგრევებია, ბრინჯაოს ხანის დასახლებები, სასაფლაოები, რომელთა უმეტესობა ჯერ შესწავლილი არ არის.

საიდან გაჩნდა 366 მეტრი რადიუსის პენტაგრამა სანაპიროზე? – ინტერნეტმომხმარებლების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ეს სატანისტების ლოცვის ადგილია. თუმცა, როგორც Live Science წერს, პენტაგრამა უძველესი სიმბოლოა, რომელსაც უამრავი კულტურა თუ რელიგიური დაჯგუფება იყენებდა –  მესოპოტამიელები, ქრისტიანები, თავისუფალი მასონები შავი მაგიის მიმდევრები…

თუმცა, როგორც ირკვევა, ყაზახურ პენტაგრამას არფერი აქვს საერთო რელიგიასთან – არქეოლოგი, ემა უსმანოვა ამბობს, რომ ყველაფერი საბჭოთა ხელისუფლების მიერ ვარსკვლავის ფორმის სიყვარულს უკავშირდება :

“ეს არის პარკი, რომელიც ვარსკვლავის ფორმისაა. ვარსკვლავი საბჭოთა ეპოქაში პოპულარული სიმბოლო იყო, ხშირად გამოიყენებდნენ შენობების ფასადებზე, დროშებსა და მონუმენტებზე,” – განმარტავს არქეოლოგი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

ნორვეგიაში, სოციალურ ქსელებში ფილტრით დამუშავებული ფოტოების გამოქვეყნება კანონით აიკრძალა

კა­ნო­ნი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის ყვე­ლა პლატ­ფორ­მა­ზე ვრცელ­დება. ახალი რეგულაცია ეხება, როგორც ინფლუენსერებს ასევე მომხმარებლებს.

იმ შემთხვევაში, თუ ინფლუენსერები ფილტრს გამოიყენებენ, კანონი მათ ავალდებულებს, მიუთითონ რომ ფოტო დამუშავებულია და ასევე დააკონკრეტონ, თუ რომელი ფილტრი გამოიყენეს.

გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება 👇

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გეოგრაფიადედამიწაეს საინტერესოა

ბერმუდის სამკუთხედზე გადაფრენისას 5 000 მტრედი გაუჩინარდა

გასულ თვეში, 250 000-მდე ფრინველი გაათავისუფლეს, თუმცა, მათგან მხოლოდ 10%-მა მოახერხა დაბრუნება მოსალოდნელ დროში, მათი ნაწილი კი გაუჩინარდა.

ფრინველების მოყვარულები ვერ ხსნიან მოვლენას, თუ როგორ გაუჩინარდა 5 000 მტრედი ბერმუდის სამკუთხედში. ფრინველებმა ფრენა დაიწყეს პეტერბურგიდან ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით. ფრინველების ჯგუფი ფრენის დაწყებიდან  9 000-ს შეადგენდა, თუმცა დანიშნულების ადგილს მხოლოდ 4 000-მა მიაღწია.

ფრინველების გაუჩინარება შესაძლოა უბრალოდ კლიმატის ცვლილებას და ატმოსფერულ ფაქტორს დავუკავშიროთ, მათ შორის, შესაძლოა, ვივარაუდოთ, რომ ფრინველები შტორმში მოჰყვნენ.

თუმცა, სპეციალურ ჯგუფს დაევალა ამინდის მდგომარეობის შემოწმება, ადგილისა და დროის შერჩევა და მათივე თქმით, რაიმე გამაფრთხილებელი ნიშანი არ ყოფილა და მოღრუბლული დილის მიუხედავად, იმ დროისათვის ხილვადობა კარგი იყო. რეალურად, ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ თუ რა მოხდა, აცხადებს რიჩარდ სეიერი. მაგრამ ამ მოვლენას მისტიკურს ის ხდის, რომ მტრედების დიდი ნაწილი სწორედ ბერმუდის სამკუთხედის გადაფრენისას გაუჩინარდა და მიიჩნევენ, რომ ადამიანის თვალისთვის უხილავმა ძალამ გამოიწვია მტრედების კურსის შეცვლა.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

ორთითა ადამიანები – ვადომას ტომი

აფრიკაში, ზიმბაბვესა და ბოტსვანას ტერიტორიაზე ცხოვრობს ტომი, სახელად ვადომა, რომელიც დღემდე შემგროვებლობითა და ნადირობით ირჩენს თავს. დღეს ტომი ცნობილია განსაკუთრებული და იშვიათი გენეტიკით. ტომის წარმომადგენელთა ნაწილს ფეხის ტერფზე აქვს ორი თითი.

1971 წელს მეცნიერებმა შეძლეს სამეცნიერო ექსპედიცია მოეწყოთ ამ ტერიტორიაზე. გამოკვლევების თანახმად, უჩვეულო ფეხის ფორმის წარმოქმნას ორი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, ერთ-ერთი მიზეზი ახლონათესაური კავშირი იყო, ან უცნობი ვირუსი, რომელმაც ანომალია გამოწივია. მუტაციის განმაპირობებელი გენი, როგორც აღმოჩნდა, დომინანტურია და ყოველ მეოთხე ბავშვში გამოვლინდება.

ტომის კანონების მიხედვით, ტომის წევრებს უფლება არ აქვთ დაქორწინდნენ ადამიანზე, რომელიც მათი ტომის წევრი არ არის, სწორედ ამიტომ, ფეხის ტერფის ეს მდგომარეობა შენარჩუნებულია მხოლოდ ვადომას ტომში.

ვადომას ტომის წევრები ფეხის ტერფზე ორი თითის დახმარებით სწრაფად დარბიან, ხეებზე ასვლაც უმარტივდებათ და ხიდან ხეზე გადაადგილებაც არ უჭირთ.

ვადომას ტომის წარმომადგენლები შესანიშნავად ფლობენ მედიცინას, ველური მცენარეების დახმარებით მათ შეუძლიათ სხვადასხვა სნეულების განკურნება.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

საკუთარ თავზე ზრუნვა აუცილებელია

ყველამ კარგად იცის, რომ საკუთარ თავზე ზრუნვა წარმატების აუცილებელი ნაწილია,
რადგან სტრესს ამცირებს და ავადმყოფობისგანაც გიცავთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ,
როგორ შეძლებთ თქვენს ბიზნესზე ყურადღების გამახვილებას თუ გამუდმებით
სტრესის ქვეშ ხართ და ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარებას ცდილობთ?
მაგრამ, როგორც მწერალი ჯასტინ მასკი, ილონ მასკის ყოფილი მეუღლე განმარტავს,
საკუთარ თავზე მთელი რიგი სხვა მიზეზების გამოც უნდა იზრუნოთ.
„საკუთარ თავზე ზრუნვა ზეადამიანურ ენერგიას მოგცემთ და ამტანს გაგხდით. თუ
წინაპრებმა განსაკუთრებული გენეტიკა არ გადმოგცეს მემკვიდრეობით, მიზნად
დაისახეთ და თქვენი პოტენციალი ბოლომდე გამოიყენეთ. გზად მრავალი პრობლემა
შეგხვდებათ – დაღლილობა ხშირი ფრენების გამო, უმადობა,თავის ტკივილი; გონების
გადაღლა, განუწყვეტელი წვეულებები, მარტოობა, უაზრო შეხვედრები,
წარუმატებლობები, ოჯახური დრამა; პრობლემები მნიშვნელოვან ადამიანთან,
რომელსაც იშვიათად ხედავთ; ბნელი ღამეები, სულს რომ გიფორიაქებთ; ადამიანები,
რომლებიც გღლიან და გაღიზიანებენ, აუცილებელზე გაცილებით ნაკლები ძილი და ა.შ.
ჯანმრთელობაზე ზრუნვა ფუჭად არ ჩაივლის, აუცილებლად უკან დაგიბრუნდებათ და
გონებაც გამჭრიახი გექნებათ“.

წყარო : Inc.com

მასალა მოამზადა : ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ბიზნესიეს საინტერესოა

ედი ზილენის მოკლე ისტორია

როდესაც ედი ზილანმა დაიწყო ვაჭრობა კრიპტო ვალუტის მეშვეობით იგი 15 წლის იყო,
ბიზნეს ინსაიდერის ცნობით სამი წლის წინ ახალგაზრდა ბიჭს თავისი პროფილის
შექმნაც კი არ შეეძლო, რადგან მას ასაკი ხელს არ უწყობდა, მაგრამ მან მოახერხა და
ადრეული ასაკიდან ისეთი რამ გააკეთა, რამაც მას დიდი წარმატება მოუტანა.
ბიზნეს ინსაიდერმა ჩაწერა ინტერვიუ ახალგაზრდა მილიონერთან, სადაც მან განაცხადა,
რომ როდესაც მან თავისი ფულის დაბანდება დაიწყო, არავინ არსებობდა, ვისგანაც მას
რაიმეს სწავლა შეეძლო, არ ჰქონდა რესურსი, რომ მიეღო რაიმე რჩევა, თუ როგორ
დაეწყო კრიპტოსამყაროში მოღვაწეობა.
მან განაცხადა, რომ როდესაც პირველი 100$ ჩადო საქმეში, რამდენიმე საათის შემდეგ
აღმოაჩინა, რომ ის უკვე 10$–ით გაზრდილიყო, მისთვის საკმაოდ დიდი ბიძგი აღმოჩნდა,
„ეს სიგიჟე იყო“ – განაცხადა მან.

წყარო : Businessinsider.com

მასალა მოამზადა : ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიეს საინტერესოა

ვენერაზე მოულოდნელი პლანეტარული მახასიათებელი აღმოაჩინეს

ვენერა შესაძლოა ნამდვილად ტოქსიკური პლანეტა იყოს, მაგრამ ახალი მტკიცებულებების თანახმად, მას შესაძლოა უფრო მეტი საერთო ჰქონდეს დედამიწასთან, ვიდრე ეს აქამდე გვეგონა.

მეცნიერებმა სულ ცოტა ხნის წინ დაადგინეს, რომ ვენერას ქერქს შეიძლება ჰქონდეს ერთმანეთზე მოხახუნე ტექტონიკური ფილები. ეს არ ჰგავს დედამიწის ფირფიტების ტექტონიკას, მაგრამ აღმოჩენის თანახმად, პლანეტის ქერქი არ არის უწყვეტი ლითოსფერო და მის ქვეშ მიმდინარეობს კონვექციური მოძრაობები.

დედამიწა ბევრი მიზეზის გამო არის უნიკალური, ერთ-ერთი არის ფილების ტექტონიკა. მსგავსი ტიპის ქმედებები არ აღინიშნება მარსზე, მერკურზე და მთვარეზე და არც ვენერაზე. დედამიწამ და ვენერამ მსგავსი ევოლუციური გზა გაიარა, თუმცა, მათი მსგავსება ჯერ მაინც გაურკვეველი რჩევა. ამის გაგების შემდეგ კი გვეცოდინება, თუ რატომ იქცა დედამიწა სიცოცხლისთვის ხელსაყრელ პლანეტად და ვენერა არა.

აღმოჩენა მაშინ გაკეთდა, როდესაც მეცნიერები ვენერას ზედაპირის რუკას ადგენდნენ და ნასას მაგელანის ზონდის 1990-იანი წლების რადარის სურათებს იყენებდნენ. მტკიცებულებები მიანიშნებს, რომ ვენერა შეიძლება ვულკანურად აქტიური იყოს. ეს კი შეიძლება დაგვეხმაროს დედამიწის ადრეული ტექტონიკის თავისებურებების დადგენაში. დედამიწის სიღრმიდან მომდინარე სიცხის ნაკადი ამჟამინდელზე სამჯერ დიდი უნდა ყოფილიყო, შესაბამისად, მისი ლითოსფერო შეიძლება ისეთივე იყო, როგორიც დღეს ვენერაზეა.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

სამხრეთ აფრიკაში მრავალქმრიანობა შესაძლოა დასაშვები გახდეს

სამხრეთ აფრიკის მთავრობის მერ წაყენებულ ინიციატივას მრავალქმრიანობასთან(პოლიანდრია) დაკავშირებით, როდესაც ქალს შეუძლია ერთზე მეტი ქმარი ჰყავდეს, არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური კონსტიტუცია აქვს, რადგან იქ უკვე კანონიერია როგორც მრავალცოლიანობა, ასევე ერთი და იგივე სქესის ადამიანების ქორწინება.

ბიზნესმენი მუსა მსელეკუ ეწინააღმდეგება მრავალქმრიანობას და ამბობს, რომ ეს ყველაფერი აფრიკულ კულტურას გაანადგურებს. ამავე დროს მუსა მსელეკუმ 4 ცოლი ჰყავს.

მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ აფრიკაში მრავალცოლიანობა კანონიერად არის დაშვებული, მრავალქმრიანობის ინიციატივას ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა.

ინიციატივის ერთ-ერთი მიზეზი უშვილობა იყო, ზოგიერთი მამაკაცი თანახმა იყო მეუღლეს სხვა ქმარიც ჰყოლოდა ამის გამო. გენდერული უფლებების დამცველებმა სთხოვეს მთავრობას მრავალქმრიანობა თანსწორობის მიზნით, რადგან კანონით მამაკაცებს აქვთ ერთზე მეტი ცოლის ყოლის უფლება.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

აშშ-ის დაზვერვამ 17 წელიწადში 144 ამოუცნობი მფრინავი ობიექტი აღმოაჩინა

აშშ-ის დაზვერვის ანგარიშის თანახმად, მათ 17 წლის განმავლობაში 144 ამოუცნობი მფრინავი ობიექტი აღმოაჩინეს.

ანგარიში 2004-დან 2021 წლამდე პერიოდს მოიცავს, სადაც ნათქვამია, რომ 80 ამოუცნობი მფრინავი ობიექტის შესახებ ინფორმაცია დანადგარების საშუალებით მიიღეს.

ამასთან არ არსებობს მტკიცებულებები ამოუცნობი მფრინავი ობიექტების მიწიერი წარმოშობის შესახებ. ანგარიშში ნათქვამია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ამოუცნობი ობიექტი შესაძლოა ყოფილიყო ატმოსფერული მოვლენა, ფრინველი, მეტეოზონდი, საჰაერო ბურთი ან სამოყვარულო დრონი.

აშშ-ის დაზვერვის ანგარიშში ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესახებ ერთგვაროვანი შეფასება არ არის, თუმცა დოკუმენტში წერია, რომ ასეთი ობიექტები ავიამიმოსვლას ხელს უშლიან და საჰაერო სივრცეში ხარვეზებს იწვევენ.

2020 წელს პენტაგონმა სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ განაცხადა , რომელიც ამოუცნობ მფრინავ ობიექტებს გამოიკვლევდა. მანამდე, აშშ-ის თავდაცვის უწყებამ ამოუცნობი ობიექტების ჩანაწერი გაასაჯაროვა. თუმცა ამ ჩანაწერების წარმოშობის წყარო ამ დრომდე უცნობია.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
1 27 28 29 30 31 99
Page 29 of 99