close
ეს საინტერესოა

აშშ-ის დაზვერვამ 17 წელიწადში 144 ამოუცნობი მფრინავი ობიექტი აღმოაჩინა

აშშ-ის დაზვერვის ანგარიშის თანახმად, მათ 17 წლის განმავლობაში 144 ამოუცნობი მფრინავი ობიექტი აღმოაჩინეს.

ანგარიში 2004-დან 2021 წლამდე პერიოდს მოიცავს, სადაც ნათქვამია, რომ 80 ამოუცნობი მფრინავი ობიექტის შესახებ ინფორმაცია დანადგარების საშუალებით მიიღეს.

ამასთან არ არსებობს მტკიცებულებები ამოუცნობი მფრინავი ობიექტების მიწიერი წარმოშობის შესახებ. ანგარიშში ნათქვამია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ამოუცნობი ობიექტი შესაძლოა ყოფილიყო ატმოსფერული მოვლენა, ფრინველი, მეტეოზონდი, საჰაერო ბურთი ან სამოყვარულო დრონი.

აშშ-ის დაზვერვის ანგარიშში ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესახებ ერთგვაროვანი შეფასება არ არის, თუმცა დოკუმენტში წერია, რომ ასეთი ობიექტები ავიამიმოსვლას ხელს უშლიან და საჰაერო სივრცეში ხარვეზებს იწვევენ.

2020 წელს პენტაგონმა სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ განაცხადა , რომელიც ამოუცნობ მფრინავ ობიექტებს გამოიკვლევდა. მანამდე, აშშ-ის თავდაცვის უწყებამ ამოუცნობი ობიექტების ჩანაწერი გაასაჯაროვა. თუმცა ამ ჩანაწერების წარმოშობის წყარო ამ დრომდე უცნობია.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0