7 000 წლით დათარიღებული ხელოვნების ნიმუში მეცნიერებმა დრონით აღმოაჩინეს. მკვლევრები, რომლებიც სწავლობდნენ ალიკანტეს მიმდებარე მთებს, უძველეს აღმოჩენებს მიჩვეულები იყვნენ. თუმცა, ახლა ნამდვილად ღირშესანიშნავი აღმოჩენა გაკეთდა და თან ეს ყველაფერი დრონით.
მკვლევრებს მთებში დამალული პრეისტორიული ნიმუშების მოძიება სურდათ. ამ ფაქტორმა მკვლევარი ხავიერ ფერნანდეს მოლინა, დრონის გამოცდილი პილოტი, მიიყვანა იმ აზრამდე, რომ ამისთვის დრონი იდეალური იყო.
მკვლევრებმა დრონებით 18 გამოქვაბული შეისწავლეს. მათგან ორში პრეისტორიული ნახატები აღმოჩნდა.
ვიდეოს ნახვა შეგიძლიათ ქვემოთ:
“ეს მეთოდოლოგია შეიძლება გამოვიყენოთ არა მხოლოდ პრეისტორიული ხელოვნების კვლევებში, არამედ ზოგადად არქეოლოგიაშიც”, — ამბობენ მკვლევრები.
არქეოლოგებს იმედი აქვთ, რომ მომავალში დრონებს კიდევ უფრო კომპლექსური კვლევებისთვის გამოიყენებენ.
კვლევა Lucentum XVII-ში გამოქვეყნდა.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”









ობიდიანი (obsidian) – თითქმის ყველა კულტურაში, ათასობით წლის მანძილზეб ამ ვულკანურ მინებს გარდაქმნიდნენ სარკეებად, ხანჯლებად, ხმლებად, გამოიყენებოდა ფირფიტებისა და ორნამენტების გასაკეთებლად. ომებში მისი გამოყენება ჯერ კიდევ ატარებს აგრესიულ სიმბოლიკას მეზოამერიკულ კულტურაში. იგი შავი ფერის ქვაა, რომელიც ხშირად გამოიყენება, როგორც ,,თავდაცვითი ამულეტი”.
ფირუზი (Turquoise)- იგი ძალიან ღირებული ქვაა, მისი იშვიათი სილამაზის გამო. იგი ევროპაში პირველად თურქეთიდან შემოვიდა, სახელიც სწორედ აქედან დაერქვა . უძველეს დროში აცტეკები მას ეძახდნენ „chalchihuitl-ს”, რომელიც აღნიშნავდა ისეთ პირებს, ვისაც სახეზე ჰქონდათ „პირსინგი“ . თანამედროვე დროში ფირუზი გამოიყენება ნათელმხილველების მიერ სხვადასხვა რიტუალისთვის.
ამეთვისტო (Amethyst) – მეწამულტონიანი კვარცი შუშის ან იასამნის ტონში. ამ ქვას გამოიყენებენ ამულეტის სახით სიმთვრალის წინააღდეგ სიფხიზლისთვის. ძველი ეგვიპტელები კი მას გამოიყენებდნენ დამნაშავებისა და შიშის წინააღმდეგ. მისი სახელი წარმოდგება ბერძნული მითიდან კერძოდ: დიონისეს, ღვინისა და ლანძღვის ღმერთს, შეუყვარდა ქალიშვილი – სახელად ამეთვისტო, რომელსაც სურდა რომ „წმინდანად“ დარჩენილიყო . დახმარებისათვის ღმერთმა არტემისმა იგი თეთრ ქვად გადააქცია. დიონისემ, იმისთვის რომ ამეთვისტო დაემდაბლებინა, ქვას ღვინო გადაასხა. იქიდან მოყოლებული, დღემდე, მიიჩნევა, რომ ქვამ მეწამული ფერი სწორად აქედან მიიღო. მას დღესდღეობით გამოიყენებენ მედიტაციისთვის, უძილობისთვის, კარგი სიზმრებისთვის.
საფირონი (Sapphire)- იგი გამოიყენება სულიერ სამყაროში ინფორმაციისა და კომუნიკაციისათვის. სიბრძნის თილისმანია, გვეხმარება ყალბი მეგობრები თავიდან ავიცილოთ. ხელს უწყობს ბუნებრივი ნიჭის განვითარებას. საფირონის იშვიათი და ღრმა ლურჯი შეღებვა და სანახაობრივი ბრწყინვალება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირფას ქვაად ხდის. არსებობს ასევე ყვითელი, ვარდისფერი და ფორთოხლის საფირონები. ეს არის სექტემბრის თვეში დაბადებული ადამიანების ქვა, რომელიც უძველესი ლათინურ სამყაროში ასოცირებული იყო პლანეტა სატურნთან. შუასაუკუნეების დროს, ამ ქვას შეყვარებულები ერთმანეთს ჩუქნიდნენ. იმ შემთხვევაში, თუ ეს ქვა ფერს შეიცვლიდა, სჯეროდათ, რომ ერთ-ერთმა პარტნიორმა მეორეს უღალატა.









