close

მედიცინა

კვლევებიმედიცინა

FDA-მ წონის კლების ახალი წამალი დაამტკიცა

ამერიკის სურსათისა და წამლების ადმინისტრაციამ (FDA) ოთხშაბათს დაამტკიცა წონის კლების წამალი Zepboun. წამლის შემადგენელი აქტიური ნივთიერება ტირზეპატიდია.

წამალს, სახელად Mounjaro, რომელიც დიაბეტი 2 ტიპის სამკურნალოდ იყო დამტკიცებული, 2022 წლის მაისიდან დაერქმევა Zepbound წონის დაკლებისთვის.

ეს არის მედიკამენტების ახალი კლასის ნაწილი, რომელიც მოიცავს სემაგლუტიდს, ცნობილია როგორც Ozempic დიაბეტისთვის და Wegovy წონის დაკლებისთვის, რომელთა პოპულარობა ბოლო წლებში გაიზარდა.

Zepbound-ის კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ იძლევა საშუალო წონის 20%-ზე მეტ დაკლებას უფრო მაღალი დოზებით 72 კვირის განმავლობაში, უფრო ძლიერი შედეგები, ვიდრე სხვა დამტკიცებული მედიკამენტებით. მოზრდილებს, რომლებსაც აქვთ სიმსუქნე ან აქვთ ჭარბი წონა წონასთან დაკავშირებული მინიმუმ ერთი მდგომარეობით, შეუძლიათ გამოიყენონ პრეპარატი, წონის ქრონიკული მართვისთვის.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

შემუშავებულია ინვ-იტრო განაყოფიერების იაფი და მარტივი ალტერნატივა – წარმატებული ექსპერიმენტი

ერთი კვირის დაბადებული ბონი ლუტასი პირველი ბავშვია ავსტრალიაში, რომელიც შედარებით ახალი რეპროდუქციული ტექნოლოგიის დახმარებით ჩაისახა. ასე მსოფლიოში ათეულობით ბავშვია დაბადებული, მიდგომა კი თანდათანობით უფრო პოპულარული ხდება. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

მეთოდს CAPA-IVM (capacitation in-vitro maturation) ეწოდება. იგი ამჟამად დამკვიდრებული ტექნიკის, ინ-ვიტრო განაყოფიერების (IVF), უფრო მარტივი და იაფი ალტერნატივაა; CAPA-IVM-ის მიზანია, ისეთ ადამიანებს დაეხმაროს, რომელთაც დაფეხმძიმება უჭირთ.

„ამ ბავშვის დაბადებას ყველა მოუთმენლად ველოდით”, – აცხადებს ბილ ლეჯერი, ახალი სამხრეთ უელსის უნივერსიტეტის სპეციალისტი ფერტილურობის კუთხით – “ქალების სამეფო საავადმყოფო მსოფლიოში სულ რაღაც ექვსიდან ერთ-ერთი ადგილია, რომელიც CAPA-IVM-ს უზრუნველყოფს და ეს ავსტრალიაში პირველი ბავშვია, რომელიც ამ მეთოდით ჩაისახა”.

ტრადიციული IVF მიდგომის ფარგლებში ქალს ორი კვირის განმავლობაში უკეთებენ ჰორმონულ ინიექციებს. თუკი ყველაფერი კარგად ჩაივლის, საკვერცხის ფოლიკულიდან ერთი ან მეტი კვერცხუჯრედი წარმოიქმნება. კვერცხუჯრედებს შემდეგ აგროვებენ და სხეულს გარეთ ანაყოფიერებენ სპერმატოზოიდებით.

IVF მეთოდით პირველი ადამიანი დაახლოებით ნახევარი საუკუნის წინ დაიბადა გაერთიანებულ სამეფოში. მას შემდეგ ამ გზით უკვე 8 მილიონზე მეტი ბავშვია ჩასახული.

მიუხედავად პოპულარობისა, ამ ტრადიციულ მიდგომას ბევრი უარყოფითი მხარე აქვს. პირველ რიგში, იგი საკმაოდ ძვირი და მოუხერხებელია. ამას გარდა, არსებობს საკვერცხეების გადამეტებული სტიმულირების რისკიც, რაც მათ შეშუპებასა და ტკივილს იწვევს. არც ისე ხშირად, თუმცა IVF-ის შედეგად სხვადასხვა დაავადების (თუნდაც საკვერცხეების პოლიკისტოზის სინდრომის) მქონე ადამიანებს უფრო მაღალი რისკები აქვთ და ჰორმონულ მეთოდებზე სხვადასხვაგვარად რეაგირებენ.

ნაცვლად ცალკეული კვერცხუჯრედებისა, IVM-ის ფარგლებში განუვითარებელი უჯრედების ჯგუფებს, ე.წ. კუმულუს-ოოციტურ კომპლექსებს, აგროვებენ. ესენი მოუმწიფებელ კვერცხუჯრედსა და მხარდამჭერ უჯრედებს აერთიანებს, კვერცხუჯრედს კი სხეულს გარეთ მომწიფების საშუალებას აძლევს. შედეგად საკვერცხეების სტიმულაციის საჭიროება იკლებს.

უნდა აღინიშნოს, რომ თავად IVM ბოლომდე ახალი არ არის. პირველი ბავშვი, რომელიც გარეთ დამწიფებული კვერცხუჯრედისაგან ჩაისახა, დაახლოებით 30 წლის წინ დაიბადა. ამის შემდეგ ამ მეთოდით 1300-ამდე ბავშვი გაჩნდა.

მსოფლიოს მეცნიერებმა არაერთი მიდგომა განიხილეს, რათა პროცედურა დაეხვეწათ და ჩასახვის შანსები გაეზარდათ.

„პრობლემა ისაა, რომ, როდესაც კვერცხუჯრედს ადამიანის სხეულიდან ვიღებთ, იგი ძალიან სწრაფად მწიფდება მაშინაც კი, როცა ამისათვის შეიძლება სულაც არ იყოს მზად. მეორე მხრივ, CAPA მეთოდი კვერცხუჯრედის განვითარებას 24 საათით აჩერებს. შესაბამისად, იგი უფრო ნელა იზრდება და უფრო ჯანსაღად მწიფდება”, – განმარტავს ლეჯერი.

რაც უფრო ჯანსაღია კვერცხუჯრედი, მით უფრო მეტია ჯანმრთელი ბავშვის დაბადების შანსი. ნაკლები ინიექცია ნაკლებ რისკსშექმნის, ხარჯებს შეამცირებს და პაციენტებსაც ნაკლებ ხანს მოუწევთ, გვერდითი მოვლენები აიტანონ – გულისრევა, თავის ტკივილი, წამოხურებები და სხვ.

ეს გვერდითი ეფექტები არც ისე სერიოზულად ჟღერს, თუმცა მრავალი ჰორმონული ინიექცია პაციენტებისთვის ზოგჯერ ფსიქოლოგიურად საკმაოდ რთულია.

ბონის მშობლებისთვის, ლიანა და თეო ლუტასებისთვის, ძალიან მოსახერხებელი აღმოჩნდა, რომ ჰორმონთა ცვალებადობის გაძლება აღარ მოუწიათ.

„IVF-ის ხელახლა მცდელობამდე შესვენებას ვაპირებდი, რადგან არ მინდოდა, მგზავრობისას ჰორმონების გვერდითი ეფექტები მქონოდა”, – იხსენებს ლიანა – “როცა CAPA-IVM შემომთავაზეს, სასიამოვნოდ გამაკვირვა იმის გაგებამ, რომ ინიექციები მხოლოდ ორი დღით დამჭირდებოდა. მთლიანი პროცესი გაცილებით ნაკლებად შიშის მომგვრელი აღმოჩნდა”.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

როგორ დაგეხმარებათ სუნამო ალცჰაიმერის დაავადების ამოცნობაში

სამწუხაროდ, მედიცინას ჯერ არ ძალუძს დემენციის მკურნალობა, მაგრამ რაც უფრო ადრე დაისმება დიაგნოზი და დაიწყება თერაპია, მით უფრო მეტხანს შეძლებს პაციენტი ნორმალურ ცხოვრებას და მით უფრო გვიან გამოჩნდება ყველაზე მძიმე სიმპტომები.რა უცნაურადაც უნდა ჟღერდეს, ჩვეულებრივი სუნამოს ბოთლი დაგეხმარებათ დაავადების ადრეულ დიაგნოზში.

American Geriatrics Society-ს ჟურნალმა გა­მოაქვეყნა კვლევის შედეგები, რომელიც ადასტურებს, რომ დემენციის ადრეულ სტადიაზე პაციენტები კარგავენ გარკვეული არომატების ამოცნობის უნარს.

ექსპერიმენტის მონაწილეებს (57-დან 85 წლამდე ასაკის 3000 მოხალისეს) სთხოვეს ეყნოსათ და ამოეცნოთ სხვადასხვა სურნელის სპეციალური მარკერების სუნი. შედეგად, სუბიექტების 78% სწორად ცნობდა ხუთიდან ოთხ სურნელს. თუმცა დაახლოებით 14%-მა ამოიცნო ხუთიდან მხოლოდ სამი, 5%-მა მხოლოდ ორი სუნის დასახელება შეძლო, 2%-მა კი დაასახელა ერთი.

ხუთი წლის შემდეგ მკვლევარმა ჯგუფმა შეამოწმა მონაწილეთა ჯანმრთელობის მდგომარეობა.

თითქმის ყველა სუბიექტს, რომლებმაც ვერ ამოიცნეს ერთი სუნიც კი, დაუსვეს დემენციის დიაგნოზი, ხოლო მათგან თითქმის 80%, ვისაც შეეძლო მხოლოდ ერთი ან ორი სუნის ამოცნობა, ასევე განიცდიდა დემენციას..  წაიკითხეთ ვრცლად..

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

გულის შეტევის რისკის განსაზღვრა 10 წლით ადრე გახდება შესაძლებელი – ინოვაციური ტექნოლოგია

გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით ყოველწლიურად 17,9 მილიონი ადამიანი კვდება. აღნიშნული მაჩვენებლიდან ხუთიდან ორზე მეტი გამოწვეულია გულის შეტევით და ინსულტით. მათი ერთი მესამედი კი 70 წლამდე ადამიანებში ვლინდება.

ადამიანთა დასახმარებლად შეიქმნა ინოვაციური ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგია, რომელსაც შეუძლია სასიკვდილო ინფარქტი 10 წლით ადრე იწინასწარმეტყველოს.

მას შეუძლია აჩვენოს გულის შეტევის რისკი, არტერიების შევიწროების ინფორმაცია და სხვა კლინიკური რისკფაქტორები.

ხშირად, როდესაც ადამიანი გულმკერდის ტკივილს უჩივის, ექიმი მას გულის CT სკანირების რეკომენდაციას აძლევს, თუმცა ამ შემთხვევების დაახლოებით სამ მეოთხედში მნიშვნელოვანი შევიწროების ნიშანი არ იკვეთება, რის გამოც პაციენტები შემდგომ გამოკვლევას აღარ მიმართავენ.

მეცნიერებმა 40 000-ზე მეტი ადამიანის მონაცემები გამოიკვლიეს, რომლებსაც ბრიტანეთის რვა სხვადასხვა საავადმყოფოში რუტინული CT სკანირება ჩაუტარდათ. მკვლევრები მათ დაახლოებით 2,7 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები, რომლებსაც კორონარულ არტერიებში შესამჩნევი შევიწროება აქვთ, უფრო მეტად განიცდიან გულის შეტევებს, აღმოჩნდა, რომ მნიშვნელოვანი შევიწროების არმქონე პაციენტებში ორჯერ უფრო ხშირია გულის შეტევითა და პრობლემებით გამოწვეულ სიკვდილიანობა.

“ყოველწლიურად უამრავი ადამიანი იღუპება გულის შეტევით. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ გამოვიყენოთ ხელოვნური ინტელექტის პოტენციალი, რათა წარიმართოს პაციენტის მკურნალობა. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ახალი ტექნოლოგია ყოველწლიურად ათასობით ადამიანის გადარჩენაში დაგვეხმარება, რომლებიც სხვაგვარად მკურნალობის გარეშე დარჩებოდნენ” – თქვა ბრიტანეთის გულის ფონდის სამედიცინო დირექტორმა – პროფესორმა სერ ნილეშ სამანმა.

სწორედ აქ ვლინდება ხელოვნური ინტელექტის როლი. მეცნიერთა გუნდმა გამოიგონა ახალი ტექნოლოგია, რომელიც აანალიზებს  ანთებითი არტერიების ირგვლივ ცხიმის ცვლილებებსა და სხვა კლინიკურ ფაქტორებს და აყალიბებს გულის შეტევის სიგნალებს.

თითქმის რვა წლის განმავლობაში 3393 პაციენტზე ტესტების ჩატარების შემდეგ, AI ინსტრუმენტმა დამოუკიდებლად და ზუსტად შეძლო გულთან დაკავშირებული პრობლემების რისკის პროგნოზირება.

როგორც გაირკვა, ხელოვნური ინტელექტის შეხედულების საფუძველზე, კლინიცისტების 45%-მა შეცვალა მკურნალობა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ახალი AI ინსტრუმენტი შეიძლება გულმკერდის ტკივილების მქონე პაციენტების მკურნალობის დანიშვნაში გადამწყვეტი საშუალება გახდეს. აღნიშნული კი ექიმებს დაავადების ადრეული იდენტიფიკაციისა და პრევენციული ზომების მიღების საშუალებას მისცემს.

”ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს AI ინსტრუმენტი მალე დაინერგება NHS-ში, რაც ხელს შეუწყობს ყოველწლიურად დიდ ბრიტანეთში გულის შეტევით ათასობით სიკვდილის თავიდან აცილებას,” – თქვა ოქსფორდის პროფესორმა, ხარალამბოს ანტონიადესმა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

აღმოჩენილია პანკრეასის კიბოს მკურნალობის ახალი მეთოდი – ტესტირება ადამიანებზე უკვე დაწყებულია

მეცნიერებმა პანკრეასის კიბოს მკურნალობის ახალ მეთოდს მიაკვლიეს. შესაბამის კვლევას ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლა აქვეყნებს.

გამოცემის თანახმად, საუბარია მედიკამენტზე, რომელიც ქიმიოთერაპიული პრეპარატების მიმართ კიბოს უჯრედების მგრძნობელობას ზრდის.

პრეპარატის სახელია ATI-450 და იგი თაგვებზე უკვე წარმატებით გამოცადეს.  ქიმიოთერაპიასთან ერთად ATI-450-ის გამოყენებამ თაგვებში სიმსივნეების ზომა დაახლოებით ნახევრით შეამცირა და სიცოცხლის ხანგრძლივობა 50%-ით გაზარდა.

ამ დროისათვის, პრეპარატის ადამიანებზე ტესტირება მიმდინარეობს.

პანკრეასის კიბო მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულ ონკოლოგიურ დაავადებათა სიაში მეექვსე ადგილს იკავებს. ყოველწლიურად 180 000 ადამიანს უსვამენ ამ დიაგნოზს. დაავადებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლები თითქმის ტოლია, რადგანაც პანკრეასის კიბოს აღმოჩენა ხდება საკმაოდ გვიან.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინასაქართველო

ბათუმში, მეხუთე თვეს დაბადებული 500-გრამიანი ახალშობილი, კლინიკიდან 2 კილოზე მეტი გაეწერა

ორსულობის მეხუთე თვეს დაბადებული თემესტია კლინიკა „მედინადან“ 2 კილოგრამზე მეტი გაეწერა. ინფორმაცია კლინიკის ფეისბუკგვერდზე გავრცელდა.

„ფაქტი, რომ ორსულობის მეხუთე თვეს დაბადებული 500 გრამიანი ახალშობილი კლინიკიდან 2 კილოზე მეტი, სრულიად ჯანმრთელი ეწერება, არის არა მხოლოდ „მედინას“, არამედ მთელი აჭარის სიამაყე.

უღრმესი მადლობა პერინატოლოგიისა და მეან-გინეკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ბატონ ჯუმბერ უნგიაძეს და ბავშვთა მიმართულების ხელმძღვანელს, ქალბატონ ნატო გორგაძეს თავის გუნდთან ერთად, მათ მართლაც შეუძლებელი შეძლეს“, – განაცხადა ჯანმრთელობის ცენტრ “მედინას” დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა, ირის ბორჩაშვილმა.

„თემესტია ჩვენი სიამაყეა“ – ამბობს „მედინას“ ბავშვთა რეანიმაციული განყოფილების ხელმძღვანელი, ნატო გორგაძე.

„უამრავი სირთულის მიუხედავად ჩვენ შევძელით უმცირესი წონის ახალშობილის გამოზრდა, თემესტიამ გადალახა ყველა კრიზისი და ის უკვე დიდი გოგოა, დამოუკიდებლად წოვს საწოვარას და აკმაყოფილებს ასაკის შესაბამის ყველა კრიტერიუმს, დადგა დრო ბედნიერი დღეები მშობლებთან ერთად გაატაროს. მოხარული ვართ, რომ გავახარეთ კიდევ ერთი წყვილი“, – ამბობს ნატო გორგაძე.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

დასახელდა პროდუქტი, რომელიც ნაწლავების კიბოს განვითარების რისკს ამცირებს

კიბოს შესწავლის საერთაშორისო სააგენტოს სპეციალისტებმა დაასკვნეს, რომ ნაწლავების კიბოს განვითარების რისკი შემცირდება, თუ კვირაში 3-ჯერ თევზს მივირთმევთ. ამის შესახებ Telegraph-ი წერს.

როგორც გამოცემა წერს, კვლევა 15 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში ევროპაში მცხოვრები 476 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.

როგორც აღმოჩნდა, იმ ადამიანებში, რომლებიც თევზს ხშირად მიირთმევენ, ავთვისებიანი სიმსივნის განვითარების რისკი 12%-ით ნაკლები იყო. ამასთან, მნიშვნელობა არ ჰქონდა ცხიმიან თევზს მიირთმევდნენ ისინი თუ უცხიმოს.

მეცნიერები ამის მიზეზად იმას ასახელებენ, რომ თევზი შეიცავს ცხიმიან მჟავეებს, რომელსაც ანთების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინამსოფლიო

დასახელდა პროდუქტი, რომელიც ნაადრევი სიკვდილის რისკს ზრდის

შვედი მეცნიერების დასკვნით, ცხიმიანი თევზის გადაჭარბებულად მიღება ნაადრევი სიკვდილის რისკს 50%-ით ზრდის. ამის შესახებ კვლევაზე დაყრდნობით MedicalXpress-ი წერს.

სპეციალისტები დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდნენ 70 წლის ადამიანების კვებას, ექსპერიმენტში კი 1000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.

10-წლიანმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ მოხალისეები, რომლებსაც პოლიქლორირებული ბიფენილების მაღალი დონე ჰქონდათ, სხვა რისკის ჯგუფების წარმომადგენლებისგან განსხვავებით, 50%-ით ხშირად იღუპებოდნენ.

პოლიქლორირებულ ბიფენილებს ძირითადად თევზის ქონი შეიცავს, ასევე ხორცი და რძის პროდუქტები. მეცნიერების თქმით, ამ პროდუქტების დიდი რაოდენობით მიღება არასასურველია.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

როგორ გავზარდოთ ჭკვიანი ბავშვი – რას გვირჩევენ შვედი მეცნიერები

ყველა მშობელს სურს, რომ გაზარდოს წარმატებული შვილი, ისეთი, რომელიც შეძლებს ყველა მისი ოცნების განხორციელებას. მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ეს სავსებით შესაძლებელია. არის ასეთი საშუალება, რომელიც ბავშვს ერთი საფეხურით წინ წასწევს.

არსებობდა მოსაზრება, რომ ბავშვები, რომლებიც იღებდნენ თევზის ქონის კაფსულებს, საგრძნობლად აუმჯობესებდნენ კითხვის უნარს სულ რაღაც სამ თვეში.შვედეთის გოტენბერგის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგძლივი კვლევა. მასში მონაწილეობდა 154 ბავშვი. კვლევა მიმდინარეობდა ომეგა 3 -ზე, რომელიც არის არანაჯერი ცხიმოვანი მჟავების ჯგუფი. პატარები დაყვეს ორ ჯგუფად. ერთ ჯგუფს აძლევდნენ დღეში სამ აბ თევზის ქონს, მეორე ჯგუფს კი პლაცებოს (პლაცებო – ნივთიერება სამკურნალო თვისებების გარეშე, რომელსაც წამლის საშუალების სახით იყენებენ. მკურნალობის დროს ექიმი არწმუნებს, რომ ის გამოჯანმრთელდება. ეს წამალი იმისთვისაა, რომ პაციენტმა ირწმუნოს საკუთარი გამოჯანმრთელების ფენომენი).მკურნალობის შემდეგ ჩატარებული იქნა კომპიუტერიზებული ტესტირება კითხვის უნარის გასაზომად. მათ, ვინც იღებდა თევზის ქონს, 64%-ით გააუმჯობესეს აზროვნების უნარი და ხუთჯერ უფრო სწრაფად ახერხებდნენ არეული სიტყვების დალაგებას.

წამყვანი მკვლევარი დოქტორ მატდ ჯონსონი ამბობს: “ჩვენ ამ ეფექტით გაოცებულნი დავრჩით, აქამდე ეს არ ვიცოდით”. მეცნიერებს ყოველთვის სჭირდებათ განმეორებითი კვლევები, რათა ერთხელ შემჩნეული დაამტკიცონ. დადებითი ეფექტი მაშინ დადასტურდა, როცა მეორე ჯგუფსაც, რომელსაც პლაცებოს აძლევდნენ მისცეს თევზის ქონი.

ბავშვები, რომლებიც ძლივს კითხულობენ სულ მალე ხდებიან მობილიზებულნი და ინტერესით ასრულებენ დავალებებს. იმ ბავშვებს, რომლებსაც აღენიშნებათ ქცევითი პრობლემები, სავარაუდოა, რომ მათ ექნებოდათ მოსმენის პრობლემაც.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

ფრენკ ლენტინი – ადამიანი სამი ფეხით და მისი ისტორია

მე-19 საუკუნეში კაცობრიობას მოევლინა ფრენკ ლენტინი, რომელსაც სამი სხვადასხვა ზომის ფეხი,ორი სასქესო ორგანო და ფეხებზე 16 თითი ჰქონდა, თუმცა, ამას სულაც არ შეუშლია ხელი, მშვენივრად ეთამაშა ფეხბურთი, ველოსიპედით სიარული ესწავლა და ცირკის ცნობილი მსახიობიც კი გამხდარიყო. ის კი არა, ფრენკმა ცოლიც მოიყვანა და 4 ჯანმრთელი შვილიც ეყოლა.

ამ ანომალიის მიზეზი მისი განუვითარებელი ტყუპისცალი ძმა იყო, მისიძმა ბოლომდე ვერ ჩამოყალიბდა და ფრენკთან ხერხემლით იყო შეერთებული.

საზოგადოებას იგი ხშირად აოცებდა – მაგალითად, მაგალითად, როდესაც ერთი ფეხით ბურთი გაჰქონდა კარში, დანარჩენი ორით დადიოდა.

ყველაფერთან ერთად, არამედ საინტერესო თანამოსაუბრეც გახლდათ და იუმორის კარგი გრძნობა ჰქონდა.

ფრენკინის ისტორია საკმაოდ სევდიანია, უცნაურ შვილზე ყველამ თქვა უარი და ბოლოს იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა თავშესაფარში მოხვდა. სწორედ აქ შეხედა მან საკუთარ თავს სხვანაირად, როდესაც აღმოაჩინა, რომ ბევრი მასზე უარესადაც კი იყო და ორგანოები ზედმეტად კი არა, საერთოდ არ ჰქონდა.

8 წლის ასაკში სხვა სიცილიელებთან ერთად აშშ-ში აღმოჩნდა ემიგრაციაში.  სწორედ იქ მოეწყო სამუშაოდ ცირკში, სადაც განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა მისი ნომერი, მესამე ფეხით ბურთს რომ იტანდა.

წლების შემდეგ  კი მაყურებელი უკვე მისი ფიზიკურობით კი არა, იუმორით ინტერესდებოდა.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 5 6 7 8 9 91
Page 7 of 91