close
bnvbvnbvn

კომპანია Boeing-მაუპილოტო კაფსულაCST-100 Starliner-ი დატესტა, რომლის საშუალებითაც ის დედამიწიდან საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე და პირიქით ასტრონავტების გადაყვანას აპირებს.

თუმცა, ამ ერთი მხრივ წარმატებული ტესტის განხორციელებისას, გაუთვალისწინებელი ინციდენტი მოხდა. ე.წ. padabort ტესტის დროს, რომელიც საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში ეკიპაჟის უსაფრთხოდ დაშვების სიმულაციას წარმოადგენს, სამი პარაშუტიდან ერთ-ერთი არ გაიშალა.

კომპანიაში პარაშუტის გაუშლელობის მიზეზს ვერ ასახელებენ, თუმცა აცხადებენ, რომ პირველი მცდელობის ფონზე სამიდან ორი პარაშუტის გაშლა კარგი შედეგია და რომ ცდამ, საერთო ჯამში, წარმატებით ჩაიარა.

შეგახსენებთ, რომ NASA-მ Boeing-თან და ელონ მასკის SpaceX-თან რაკეტა-კაფსულის გამშვები სისტემის ასაგებად კონტრაქტი გააფორმა. პროექტის მიზანი 2011 წელს NASA-ს კოსმოსური შატლის პროგრამის დასრულების შემდეგ პირველად ორბიტაზე მოძრავ ლაბორატორიაზე ამერიკელების დაბრუნებაა.

SpaceX-ი Crew Dragon-ის პირველი პილოტირებული საცდელი ფრენის განხორციელებას მომავალი წლის პირველ მეოთხედში აპირებს. უპილოტო ფრენის ტესტი კი კომპანიამ მიმდინარე წლის მარტში განახორციელა.

წყარო : reuters

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი