close
ბიზნესიგანათლება

ბიზნესლექსიკონი – ძირითადი ტერმინები და განმარტებები, რომლებიც უნდა იცოდეთ

,,დოქტრინა” გთავაზობთ ბიზნესტერმინებს, რომლებიც თანამედროვე სამყაროში ყველაზე ხშირად გამოიყენება. ხშირად ვისმენთ მათ, მაგრამ უმრავლესობა ადამიანებისა არ ინტერესდება და არ უღრმავდება მათ მნიშვნელობას, რაც შემდგომში გამოიწვევს ბევრი ტერმინის არასწორად გამოყენებას.

წარმოგიდგენთ იმ 15 ტერმინს, რომლებიც ყველაზე ხშირად გამოიყენება ბიზნესსოციუმში.

1.მარკეტინგი – სოციალური და მმართველობითი პროცესი, რომელიც მოწოდებულია გაცვლის მეშვეობით ადამიანთა საჭიროებებისა და მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისაკენ.

მარკეტინგი მიმართულია მოგების მიღების მიზნით ბაზრისა და კონკრეტულ მომხმარებელთა მოთხოვნილებების შესწავლასა და ამ მიზნით წარმოებული საქონლის და მომსახურების ორიენტაციის, სამომხმარებლო მოთხოვნის ფორმირების, სტიმულირებისა და გაყიდვის გაფართოებისაკენ.

2.ინფლაცია – ეკონომიკაში ფასთა საერთო დონის ზრდა საბაზო მსყიდველობითუნარიანობის დონესთან შედარებით. ინფლაცია ასევე მოიაზრება, როგორც ფულის მსყიდველობითუნარიანობის კლება. ეკონომიკის ზოგიერთ მოდელში, ის ეკვივალენტურია მოთხოვნის ვარდნის, ან ფულის მიწოდების ზრდის

3.მენეჯმენტი – მენეჯმენტი არის ბიზნესორგანიზაციული მოქმედება, საქმიანობა. მარტივი სიტყვებით ის ნიშნავს: მოქმედება, რომ შეკრიბო ხალხი ერთად სასურველი მიზნების შესასრულებლად.

4,დეფლაცია – პროდუქტებისა და მომსახურების ფასების შემცირების გრძელვადიანი პროცესი. დეფლაცია ნიშნავს მოვლენას, როდესაც ინფლაციის წლიური პროცენტი ეცემა ნულს ქვემოთ. ეს პროცესი არ უნდა გავაიგივოთ დეზინფლაციასთან, რომლის დროსაც ხდება ინფლაციის წლიური პროცენტის ნელი შემცირება მის მინიმალურ მნიშვნელობამდე. ინფლაციის საპირისპიროდ, ეს პროცესი ახდენს ფულის რეალური ღირებულების ზრდას ეროვნული ან რეგიონალური მასშტაბით, რისი ეფექტიც არის ის რომ იგივე თანხით შესაძლებელია უფრო მეტი პროდუქციის ყიდვა.

5.დეფოლტი – კანონით გათვალისწინებული ამა თუ იმ მოთხოვნის არშესრულება, ან ეკონომიკაში გადახდა-ანგარიშსწორებაზე უარის თქმა.

6. დეზინფლაცია – ეს არის პროცესი, როდესაც ინფლაციის მაჩვენებელი კლებულობს დროის გარკვეულ მონაკვეთში ანუ პროდუქციებზე ფასების ზრდის პროცესი შენელებულია.

7.წმინდა მოგება – თანხა, რომელიც მიიღება დასაბეგრი მოგებიდან მოგების გადასახადის გამოკლებით.

8.გირაო – ფასეული აქტივი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ვალდებულების უზრუნველსაყოფად.

9. სპიჩრაიტერი – ინკოგნიტო მწერალი, რომლის ნააზრევი და იდეები გამოიყენება დამკვეთის მიერ საჯარო გამოსვლებისათვის.

10.პრესკონფერენცია – ჟურნალისტების ორგანიზებული შეხვედრა სახელმწიფო დაწესებულებების, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციების, კომერციული სტრუქტურების წარმომადგენლებთან. პრესკონფერენციის მიზანია მასმედიას მიაწოდოს პრობლემატური და ახსნა-განმარტებითი ინფორმაცია. ჟურნალისტებს საშუალება ეძლევათ, ინფორმაცია მიიღონ უშუალოდ პირველი პირიდან, გადაამოწმონ ცნობები და დააზუსტონ ვერსიები პრესკონფერენციაზე დასმული შეკითხვების მეშვეობით.

11.კომპრომატი – უსაფუძვლო, სუბიექტის განმაქიქებელი ინფორმაცია.

12.იჯარა – ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოიჯარეს აქტივი დროებით სარგებლობაში გადაეცემა. იჯარის ხელშეკრულება შეიძლება გამოყენებულ იქნეს შენობის, მოწყობილობის ან დანადგარების დასაქირავებლად/გასაქირავებლად

13. ბიზნესგეგმა – დოკუმენტი, რომელიც იძლევა ინფორმაციას ბაზარზე და დარგში არსებულ ვითარებაზე, კომპანიის მიმდინარე მდგომარეობაზე და ასევე ასახავს საწარმოს მომავალი განვითარებს გეგმებს.

14.ფაქტორინგი – დებიტორული დავალიანების მესამე მხარისთვის მიყიდვა.

15. ფანდრაიზინგი (FUND-RAISING) – სპონსორული სახსრების ძიება ან შეგროვება იმისათვის, რომ განხორციელდეს სოციალურად მნიშვნელოვანი პროექტები (პროგრამები, აქციები) და მხარი დაუჭიროს სოციალურად მნიშვნელოვან ინსტიტუტებს. ფანდრაიზინგი შეიძლება განხორციელდეს როგორც ბიზნესი და როგორც საქველმოქმედო და სპონსორული საქმიანობა. ღია წყაროები – ლეგალურად მიღებული ინფორმაციის წყაროები, საიდანაც ინფორმაციის მოპოვება მხოლოდ კანონის საფუძველზეა შესაძლებელი.

 

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid