close
მიგრანტიაქართველო

5 ქართველი და-ძმის მსოფლიო ისტორია

F0CD3BAD-14ED-4D93-A9EE-9AB6965A0D7C

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო მინისტრის მოადგილე, ზაქარია მდივანი იძულებული გახდა 1921 წელს საქართველო დაეტოვებინა და ხუთ შვილთან ერთად საფრანგეთში წასულიყო. გასული საუკუნის 20-30-იანი წლების ევროპისა და ამერიკის პრესა მოცული იყო მათი ისტორიებით, თუმცა ერთგვაროვან აზრს ვერ შევხვდებოდით. მანერების, განათლებისა და გარეგნობის გამო ყურადღების ცენტრში და-ძმები მალევე მოექცნენ, ხუთივეს ისტორია განსხვავებული, საინტერესო და ბევრი ქორწინებით არის გამორჩეულია.
მაგალითად, დავითის პირველი მეუღლე იყო 28 წლით უფროსი ამერიკელი მსახიობი მეი მიურეი, რომელიც მალე გააკოტრა და გაშორდა. სერგის ერთ-ერთმა მეუღლემ დავითი 1926 წელს ჰოლივუდურ საზოგადოებას წარუდგინა, ის გახდა პირველი ქართველი, რომელიც ჰოლივუდურ ფილმში გადაიღეს. შემდეგი რჩეული ფრანგი კინოვარსკვლავი და ნავთობის ამერიკელი მაგნატის მილიონერი ქალიშვილი გახლდათ. ის ჰენრი სინკლერის ქალიშვილზე, ვირჯინიაზე დაქორწინდა და მასთან ერთი შვილი – მაიკლი შეეძინა.
ალექსი ქორწინებაში ორჯერ იყო. საბოლოოდ ორი განშორების შემდეგ ბარონესა ფონ ტისენ-ბორნემისასთან ერთად ავტოკატასტროფაში დაიღუპა. პრესის ცნობით, ალექსი წლების განმავლობაში ქართველ ემიგრანტებსა და სტუდენტებს ხშირად აფინანსებდა.
სერგოც ორჯერ აღმოჩნდა ქორწინებაში, მეორე მეუღლის ოჯახის მფლობელობაში სხვა დანარჩენ სიმდიდრესთან ერთად პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ძვირადღირებული ყვითელი ბრილიანტი “ნენსი დეიმონდი” იყო. როგორც ჩანს, მას დიდად არ ანაღვლებდა, რომ ლუიზა ასტორი თავისი გარდაცვლილი ძმის, ალექსი მდივნის ყოფილი მეუღლე და ქვრივი იყო.
რუსუდანისა და მისი რჩეულის შეხვედრის ისტორიას კოკო შანელის წიგნშიც კი ვხვდებით. მას სალვადორ დალიც ეტრფოდა, თუმცა, ეს მხოლოდ რუსუდანის სიკვდილის შემდეგ გაამხილა. ნინო მდივანი კი ქორწინებაში სამჯერ იყო, მეორე მეუღლემ იგი საგამომცემლო საქმიანობაში ჩართო.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი