close
აქართველო

2020 წელს საქართველოში ნარკოტიკზე, ალკოჰოლსა და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთათვის პირველი სარეაბილიტაციო სტაციონარის გახსნა იგეგმება

dsafa

ფსიქოსოციალური ამბულატორიული სარეაბილიტაციო/საკონსულტაციო ცენტრი ,,გამოსავალი” 2020 წელს ისრაელის სარეაბილიტაციო ცენტრთან „ფენიქსთან“ თანამშრომლობით სტაციონარული სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნას გეგმავს. ეს იქნება საქართველოში პირველი სტაციონარი, სადაც ნარკოტიკზე, ალკოჰოლსა და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ ადამიანებს 3-6 თვიან სარეაბილიტაციო კურსს შესთავაზებენ. „გამოსავალი“ გახსნის დღიდან თანამშრომლობს „ფენიქსთან“ და ქართველ კლიენტებს ხშირად გზავნის აღნიშნულ ცენტრში სამკურნალოდ.

როგორც ცენტრის „გამოსავალი“ დამფუძნებელი რევაზ ღოღობერიძე განმარტავს, ისრაელის მხარე აქტიურად იქნება ჩართული სტაციონარის გახსნაში.

„ჩვენ საქმიანობის ყველა ეტაპზე აქტიურად ვთანამშრომლობთ „ფენიქსთან“ და მათ გამოცდილებას ვითვალისწინებთ. „ფენიქსი“ ისრაელის მთავრობის მიერ აღიარებულია, როგორც ქვეყნის ყველაზე ეფექტური სარეაბილიტაციო ცენტრი. მათივე სპეციალისტები დაგვეხმარებიან სტაციონარის გახსნაში. ისრაელში ამ მიმართულებით საკმაოდ დიდი გამოცდილებაა დაგროვებული და ჩვენ სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, საქართველოში „ფენიქსის“ წარმომადგენლები გავმხდარიყავით. ეს ცენტრი იყენებს მკურნალობის მეთოდებს, რომლებმაც მსოფლიოში საუკეთესო შედეგი მოიტანეს. ესენია: 12 ნაბიჯის პროგრამა, მინესოტური მოდელი და დეიტოპი, რომლებიც დღეს ყველაზე ეფექტურად მიიჩნევა,“ – აცხადებს რევაზ ღოღობერიძე.

ზოგადად, ნარკოდამოკიდებული ადამიანის სტაციონარში რეაბილიტაცია ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე მხოლოდ ამბულატორიულად. როგორც ღოღობერიძე განმარტავს, მთავარი უპირატესობა ისაა, რომ დაავადებული მოშორებულია იმ გარემოს და ადამიანებს, ვისთან ერთადაც და სადაც გარკვეულ ნივთიერებას მოიხმარდა. მეორე მხრივ კი, სტაციონარში კლიენტი 24 საათიანი დაკვირვების ქვეშაა.

საქართველოში პირველი სტაციონარის გახსნამდე „გამოსავალი“ საჭიროების შემთხვევაში კლიენტებს ისრაელში, „ფენიქსში“ გზავნის. სტაციონარულ ცენტრში კლიენტს ყველანაირი პირობა აქვს, რომ ახალი, ჯანმრთელი ცხოვრება დაიწყოს. ამ პროცესში ჩართულები არიან ფსიქიატრები, ფსიქოლოგები და ინსტრუქტორები, რომელთა დიდ ნაწილსაც ეს პრობლემა საკუთარ თავზე აქვს გადატანილი და გამოჯანმრთელების შემდეგ გახდნენ ინსტრუქტორები. ცენტრი არის არა საავადმყოფოს, არამედ სახლის ტიპის, მაქსიმალური კომფორტითა და მშვიდი ეზოთი. მკურნალობის დასაწყისში კლიენტს მაღალი ხარისხის დეტოქსიკაცია უკეთდება. საწყის ეტაპზე კლიენტი სტაციონარიდან არ გადის, გასვლა მხოლოდ გარკვეული შედეგის მიღწევის შემდეგ ხდება. რეაბილიტაცია მოიცავს ფიზიკურ დატვირთვასაც, ტრენაჟორებზე ვარჯიშს, ცურვას. მკურნალობა 3-6 თვე გრძელდება და ამ დროის უმეტესი ნაწილი ეთმობა ფსიქოლოგიურ ნაწილზე მუშაობას.

„პრობლემა არის სულიერი და ფსიქოლოგიური. სწორედ ამიტომ რეაბილიტაცია მუშაობს შინაგან სამყაროზე, ადამიანში ახალი თვისებების, შეხედულებების, ემოციების დამუშავებაზე. მან უნდა გაიაროს რესოციალიზაცია და სტაციონარიდან ახალი ადამიანი უნდა გამოვიდეს ყველა იმ თვისებით, რომელიც შეაძლებინებს, იცხოვროს სრულყოფილად ნარკოტიკის გარეშე. ისრაელში კლიენტის რეაბილიტაციის პარალელურად, აქ ადგილობრივად ჩვენს ცენტრში მის ოჯახსაც ვუტარებთ კონსულტაციას. რადგან თანადამოკიდებულება ისეთივე სეროზული პრობლემაა, როგორც დამოკიდებულება,“ – აღნიშნავს ღოღობერიძე.

სტაციონარის გახსნამდე „გამოსავალი“ აგრძელებს ნარკოდამოკიდებული ადამიანების ამბულატორიულ ცენტრში დამხარებას.

წყარო :https://www.interpressnews.ge/

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

admin2

The author admin2