close
განათლებასაქართველო

2018-2019 წლებში 12 049 მოსწავლემ სწავლა შეწყვიტა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, 2018-2019 სასწავლო წლის განმავლობაში, სწავლა 12 049 მოსწავლემ შეწყვიტა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 2.0 %-ით ნაკლებია.

საქსტატის ინფორმაციით, იმ მოსწავლეთა შორის, რომელთაც შეწყვიტეს სწავლა, 40.7% გოგოა, ხოლო 59.3% – ბიჭი. სამი ათასზე მეტი მოსწავლე მეათე კლასიდან გავიდა.

საქსტატის ცნობით, 2019-2020 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში სულ 2 313 ზოგად-საგანმანათლებლო დაწესებულებაა, მათ შორის 2 086 საჯარო, ხოლო 227 კერძო. ჯამში სკოლებში 592.9 ათასი მოსწავლე სწავლობს, რაც წინა სასწავლო წლის მაჩვენებელს 1.5%-ით აღემატება. საჯარო სკოლებში მოსწავლეთა საერთო რიცხოვნობის 89.4% სწავლობს, ხოლო კერძო სკოლებში – 10.6%. მოსწავლეთა საერთო რიცხოვნობიდან 47.9% გოგოა, ხოლო 52.1% – ბიჭი.

2019-2020 სასწავლო წლის მონაცემებით, ქვეყანაში 63 780 პედაგოგია. რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 5.3%- ით ნაკლებია. მასწავლებელთა დიდ უმრავლესობას ქალები შეადგენენ, კერძოდ, პედაგოგების რიცხოვნობაში ქალების წილი 86.8%, ხოლო კაცების წილი 13.2% -ია.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

Leave a Response