close
დედამიწა

ასტეროიდმა, რომლის გამოც დინოზავრები გადაშენდნენ, დედამიწაზე ფოტოსინთეზის პროცესი შეაჩერა

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ასტეროიდმა, რომელმაც 66 მილიონი წლის წინ დინოზავრების გადაშენება გამოიწვია, დედამიწაზე ფოტოსინთეზის პროცესი 2 წლით შეაჩერა. ამის შესახებ CNN-ი ჟურნალში Nature Geoscience გამოქვეყნებულ კვლევაზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მეცნიერებმა მექსიკაში ასტეროიდის მიერ დატოვებული კრატერ ჩიკშულებიდან, რომლის დიამეტრიც 180 კილომეტრია, აღებუბლი ქვები შეისწავლეს.

მეტეორიტის ჩამოვარდნამ დედამიწაზე ცოცხალი ორგანიზმების 75%-ის გადაშენება გამოიწვია. წინა კვლევების ავტორები მიიჩნევდნენ, რომ ამის მთავარი მიზეზი პლანეტაზე ტემპერატურის ვარდნა გახდა. თუმცა ახალი კვლევა აჩვენებს, რომ პრობლემა ფოტოსინთეზის შეჩერებაში იყო.

ფოტოსინთეზის პროცესში მცენარე ჰაერიდან შეითვისებს СO2 და ფოთოლში არსებული წყლის დაშლის შედეგად გამოყოფს თავისუფალ ჟანგბადს. ამ დროს წარმოიქმნება ორგანული შენაერთები, რომლებიც საკვებად ხმარდება თვით მცენარეს და მთელ ცხოველთა სამყაროს.

ასტეროიდის დედამიწის ზედაპირზე დაცემამ ატმოსფეროში დიდი რაოდენობით მტვრის მოხვედრა გამოიწვია, რომელიც დიდწილად აორთქლებული ქვების ნაწილაკებს წარმოადგენდა. ამ მტვერმა მზის სხივები დაბლოკა და ისინი დედამიწამდე ვეღარ აღწევდნენ. შედეგად ფოტოსინთეზი 2 წლით შეწყდა, რამაც სიცოცხლეს პლანეტაზე სერიოზული გამოწვევა გაუჩინა. საკვები ჯაჭვები ჩამოიშალა, რასაც უამრავი ორგანიზმის გადაშენება მოჰყვა.

მეცნიერების მიერ შექმნილის კომპიუტერული მოდელის მიხედვით, რომელიც კატასტროფიდან 20-წლიან პერიოდს მოიცავს, ასტეროიდის დაცემის შემდეგ გლობალური ტემპერატურა პლანეტაზე 15 გრადუსით დაეცა.

ეს პირველი კვლევაა, რომელმაც ასტეროიდის დაცემის შედეგად წარმოქმნილი მტვრის ნაწილაკები დეტალურად შეისწავლა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0