close
სტრონომია - კოსმოსი

ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა იუპიტერის ერთ-ერთ მთვარეზე წყლის ორთქლი აღმოაჩინა

2576674-219931217_10159417442608426_170104465848501329_n_0

კოსმოსურმა ტელესკოპმა მიაკვლია მზის სისტემის უდიდესი მთვარის, განიმედეს  ატმოსფეროში წყლის ორთქლის მტკიცებულებას. წყლის ორთქლის წარმოქმნა მაშინ ხდება, როდესაც ყინულოვანი ზედაპირი აგრეგატულ მდგომარეობას იცვლის და მყარიდან აირში გადადის, ამ პროცესს ეწოდება სუბლიმაცია.

ჩვენთვის უკვე ცნობილია, რომ განიმედე ყინულის უდიდეს რაოდენობას შეიცავს, გაცილებით მეტს, ვიდრე დედამიწის ოკეანეები ჯამში, თუმცა მთვარე 2.4-ჯერ უფრო მცირეა, ვიდრე ჩვენი პლანეტა.

გარდა იმისა, რომ განიმედე არის ყველაზე დიდი ბუნებრივი თანამგზავრი მზის სისტემაში, ის ასევე არის ერთადერთი მთვარე, რომელსაც აქვს მაგნიტური ველი, რაც იწვევს მთვარის ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსების ირგვლივ ციალის წარმოქმნას.

გამოკვლევამ დაადგინა, რომ მთვარის ატმოსფეროში მოლეკულური ჟანგბადი (O2) თითქმის არ მოიპოვება, როდესაც ჯერ კიდევ 1998 წელს მთვარის ციალის ულტრაიისფერი სურათებით გამოავლინეს, რომ განიმედეს ატმოსფერო უმეტესად ატომური ჟანგბადისგან (O) შედგება. თუმცა, შესაძლოა წყალიც, არა მარტო ატომური ჟანგბადი, გამოიდევნებოდეს განიმედეს თბილი რეგიონებიდან.

მისიის(JUICE)  ფარგლებში, ევროპის კოსმოსური სააგენტო (ESA) იუპიტერის მთვარეებზე ორბიტერის გაგზავნას გეგმას და იმედოვნებენ, რომ უფრო მეტს შეიტყობენ მთვარის, როგორც სიცოცხლის პოტენციური ჰაბიტატის შესახებ.

წყარო: edition.cnn.com

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი