close
სტრონომია - კოსმოსიიზნეს პერსონა

ჯეფ ბეზოსი – 5 წლის ასაკიდან ვოცნებობ კოსმოსში მოგზაურობაზე, 20 ივლისს ამ მოგზაურობას დავიწყებ

43423543534543

კომპანია „ამაზონის“ დამფუძნებელი, მილიარდერი ჯეფ ბეზოსი, ძმასთან, მარკთან ერთად, საკუთარი კომპანიის Blue Origin-ის მიერ შექმნილი რაკეტით კოსმოსში გაემგზავრება.

ბეზოსები მოგზაურობას დაწყებას მიმდინარე წლის 20 ივლისს გეგმავენ.

„5 წლის ასაკიდან ვოცნებობ კოსმოსში მოგზაურობაზე, 20 ივლისს ამ მოგზაურობას ჩემს ძმასთან ერთად დავიწყებ,“- წერს ჯეფ ბეზოსი  Instagram-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

Blue Origin-ის კოსმოსურმა ხომალდმა 15 საცდელი ფრენა განახორციელა, თუმცა არცერთი გაფრენის დროს მის ბორტზე მგზავრები არ ყოფილან.

Blue Origin-ის რაკეტა-კაფსულა New Shepard-ი 6 მგზავრის დედამიწის ზემოთ დაახლოებით 100 კილომეტრზე გადასაყვანადაა განკუთვნილი. ეს სიმაღლე სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანმა რამდენიმეწუთიანი უწონადობა განიცადოს და პლანეტის გამრუდება დაინახოს, სანამ კაფსულა დედამიწაზე დაბრუნდება.

Blue Origin-ს განმარტებით, კაფსულას აქვს ექვსი სადამკვირვებლო ფანჯარა და თითქმის სამჯერ უფრო მაღალია, ვიდრე „ბოინგ 747“-ის რეაქტიული თვითმფრინავი და ყველაზე დიდი საფრენი ობიექტია, რაც კი ოდესმე  კოსმოსში გამოუყენებიათ.

ბეზოსის სტარტაპი თავდაპირველად მგზავრებისთვის, მოგზაურობის სანაცვლოდ, 200 000 აშშ დოლარის გადასახადის დაკისრებას გეგმავდა, თუმცა, არ არის გამორიცხული, ამჟამად ეს გეგმა შეცვლილი იყოს.

გაზიარება:
fb-share-icon0

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი