close
ასტრონომია - კოსმოსი

„ჯეიმს ვებმა“ ირმის ნახტომის ცენტრის აქამდე არნახული დეტალები დააფიქსირა🔭

NASA-მ ტელესკოპ „ჯეიმს ვების“ მიერ გადაღებული ირმის ნახტომის ცენტრის ახალი ფოტო წარადგინა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

ტელეარხის ცნობით, ტელესკოპის ადამიანისთვის უხილავმა ინფრაწითელმა აღჭურვილობამ, რეგიონის აქამდე არნახული დეტალები დააფიქსირა.

კერძოდ, ასტრონომებმა „ვების“ მეშვეობით ვარსკვლავების ფორმირების აქტიური რეგიონი შეისწავლეს, რომელიც ჩვენი გალაქტიკის ცენტრალური სუპერმასიური შავი ხვრელიდან 300 სინათლის წელიწადის მანძილზე მდებარეობს. ფოტოზე დაახლოებით 500 ათასი ვარსკვლავია გამოსახული. მათ შორის არის პროტოვარსკვლავები და მტვრისა და გაზის მასები, რომლებიდანაც ვარსკვლავები წამოიშვება. კლასტერის ცენტრში არსებული პროტოვარსკლავის მასა კი მზისას 30-ჯერ აღემატება.

ასტრონომების განმარტებით, ირმის ნახტომის ცენტრის შესწავლა მათ ვარსკვლავების ფორმირებაზე მეტ ინფორმაციას მისცემთ.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

Leave a Response