close
ეს საინტერესოა

“ხელოვნური მზის” ახალი რეკორდი – 100 000 000°C-ის შენარჩუნება 20 წამის განმავლობაში გახდა შესაძლებელი

“ხელოვნური მზე” ჩინელების მიერ შემუშავებული პროექტია, რომელზე მუშაობაც 2006 წელს დაიწყეს. ეს არის ბირთვული სინთეზის რეაქტორი, რაც დიდ მიღწევასა და წინსვლას წარმოადგენს ქვეყნის ბირთვული ენერგიის შესაძლებლობებში, რადგან მეცნიერთა განცხადების თანახმად, შესაძლო სუფთა ენერგიის წყარო გახდეს. „ბირთვული სინთეზის ენერგიის განვითარება წარმოადგენს არა მხოლოდ ჩინეთის ენერგიის საჭიროების გადაჭრის გზას, არამედ უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩინეთის ენერგიისა და ეროვნული ეკონომიკის სამომავლო მდგრადი განვითარებისთვისაც“ – იწერებიან ადგილობრივ გაზეთში.

ახლახან კი “ხელოვნურმა მზემ” (რეაქტორი HL-2M ტოკამაკი) ახალი რეკორდი დაამყარა, რაც გულისხმობს 100 000 000°C-ის 20 წამის განმავლობაში შენარჩუნებას. 2019 წელს მისი ხანგრძლივობა მხოლოდ 8 წამი იყო.

რეაქტორი, ცხელი პლაზმის სინთეზისთვის მძლავრ მაგნიტურ ველს იყენებს, რის შედეგადაც შეუძლია, 100 მილიონ გრადუს ცელსიუსს მიაღწიოს. ასეთი წყარო, შესაძლოა, მდგრადი ალტერნატიული ენერგიის წყარო იყოს, რაც, სავარაუდოდ, შეამცირებს წიაღისეული საწვავისადმი მოთხოვნილებას. დიდი ოდენობით ენერგიის მისაღებად, რეაქტორში ატომის ბირთვები ერთმანეთს ერწყმის.

როგორც მეცნიერები ამბობენ, ბირთვული ენერგიის შერწყმა ტექნოლოგიების განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. მართალია, სინთეზის მიღწევა ძალიან რთულია და დიდ თანხებთანაც არის დაკავშირებული, მაგრამ მისი გამოყენება ნაკლებ რისკებს ფლობს, ვიდრე ატომური მასალები. თანაც სინთეზი არ გამოყოფს სათბურის აირებს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0