close
იოლოგიაექნოლოგიები

ჩინეთში ღორისა და მაიმუნის პირველი „ჰიბრიდები“ გაჩნდნენ

HJasdjHJD

ჩინეთში გაჩნდნენ ღორები, რომლებსაც გენური ინჟინერიის გამოყენებით მაიმუნის უჯრედები ჰქონდათ ჩანერგილი.
მიუხედავად იმისა, რომ ღორები რამდენიმე დღეში დაიღუპნენ, მეცნიერები აცხადებენ, რომ ექსპერიმენტი ლაბორატორიაში ორგანოების გაზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია.
„ეს ღორ-მაიმუნის ნაშიერის ცოცხლად დაბადების პირველი შემთხვევაა,“- განაცხადა ჩინეთში მდებარე ღეროვანი უჯრედებისა და რეპროდუქციული ბიოლოგიის სახელმწიფო ლაბორატორიის წარმომომადგენელმა.
აღნიშნული კვლევა გახლავთ მეცნიერების მცდელობის ნაწილი, შექმნან ცხოველები, ცხვრები ან ღორები, რომლის საშუალებითაც ადამიანის ორგანოების გაზრდა და შემდეგ ტრანსპლანტატად გადაქცევა გახდება შესაძლებელი. ამ პროცესს ქსენოგენური ორგანოგენეზი ეწოდება.
კვლევა უკვე ჩატარებულია ღორებისა და ცხვრების ემბრიონებზე, რომლებშიც ადამიანის ღეროვანი უჯრდები იყო გადანერგილი. ორივე შემთხვევაში ემბრიონები განვითარებას განაგრძობდნენ მანამ, სანამ ეთიკური მიზეზით მათი არსებობა ხელოვნურად არ შეწყვიტეს.
ღორებსა და მაიმუნებზე ჩატარებული ექსპერიმენტის ფარგლებში კი მაკაკას ღეროვანი უჯრედები გამოიყენეს. ფლუორესცენციური პროტეინებით გაჟღინთეს და ფლუორესცენციური სინათლით გააცხელეს, შემდეგ ეს უჯრედები 4,000-ზე მეტ 5 დღის ღორის ემბრიონებში შეიყვანეს და IVF-ის საშუალებით გაანაყოფიერეს. ბოლოს კი ღორის მოდიფიცირებული ემბრიონების ღორებში იმპლანტირება განახორციელეს.
ამ ექსპერიმენტის შედეგად ღორის 10 ცოცხალი ნაშიერი გაჩნდა, აქედან კი ქიმერიკული მხოლოდ ორი იყო (ორივე გენის მატარებელი). მაიმუნის უჯრედი კი ღორის 1,000 -10,000 უჯრედში ერთი იყო.
მაიმუნის უჯრედები „გადასახლდნენ“ ცხოველის გულში, ღვიძლში, ფილტვებში, ელენთასა და კანში, თუმცა ისინი სხვა ორგანოებში, არ აღმოჩნდნენ, ამას კი მეცნიერები ქიმერიზმის დაბალი დონით ხსნიან.
კვლევის ავტორების ინფორმაციით, გოჭები დაბადებიდან ერთ კვირაზე ნაკლებ დროში დაიხოცნენ, თუმცა, მათი აზრით, კვლევა მაინც წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს.
ისინი ექსპერიმენტის გაგრძელებას ქიმერული უჯრედების თანაფარდობის გაზრდით აპირებენ.

წყარო : interestingengineering.com
მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

admin2

The author admin2

კომენტარის დაწერა