close
ასტრონომია - კოსმოსი

ჩინეთმა მარსზე მომავალი მისიების მოსამზადებლად პროტოტიპული მინიატურული ვერტმფრენი შექმნა

ჩინეთმა მარსზე მომავალი მისიების სამეთვალყურეო სამუშაოს განხორციელების მიზნით პროტოტიპული მინიატურული ვერტმფრენი შექმნა.

პროტოტიპი გარეგნულად რობოტულ შვეულმფრენ Ingenuity-ს წააგავს, რომელიც NASA- Perseverance-ის მისიისთვის შექმნა.

Ingenuity-ის მსგავსად, ჩინურ პროტოტიპს აქვს ორი როტორის დანა, სენსორ-კამერის ბაზა და ოთხი თხელი ფეხი. თუმცა, Ingenuity-სგან განსახვავებით, ზემოთ არ აქვს მზის პანელი.

ვერტმფრენის ფოტო ჩინეთის ეროვნული კოსმოსური სამეცნიერო ცენტრის ვებგვერდზეა განთავსებული. უწყების ინფორმაციით, შვეულმფრენი შეიძლება მარსზე ჩინეთის მომავალი კლევის ინსტრუმენტად იქცეს.

ჩინეთის კოსმოსური ხომალდი მარსზე მიმდინარე წლის მაისში დაჯდა და ჩინეთი გახდა მეორე ქვეყანა აშშ-ის შემდეგ, რომელმაც წითელ პლანეტაზე მსგავსი მისია განახორციელა. მანამდე, თებერვალში, მარსზე NASA-ს კოსმოსური ხომალდი Perseverance დაჯდა.

ჩინეთი მარსზე პირველ პილოტირებულ მისიას 2033 წლისთვის გეგმავს.

Reuters

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Leave a Response