close
სტრონომია - კოსმოსი

ჩინეთი პლანეტათაშორის სადგურს მთავრის მიმართულებით 2024 წელს გაუშვებს

56348568363847

ჩინეთი ავტომატურ პლანეტათაშორის სადგურს „ჩანიე-6“ მთავრის მიმართულებით 2024 წელს გაუშვებს. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

გამოცემის ინფორმაციით, აპარატი სავარაუდოდ ფრანგული, შვედური, იტალიური და რუსული ტექნიკით იქნება აღჭურვილი.

„ჩანიე-6-ის“ ამოცანაა მთვარის გრუნტის ავტომატური შეგროვება, ანალიზისა და შესწავლის მიზნით.

ჩინეთმა მთვარის გრუნტი პირველად 2020 წელს მოიპოვა. დეკემბერში დედამიწაზე დაბრუნდა ზონდი „ჩანიე-5“, რომელიც პლანეტის თანამგზავრზე გრუნტს 2 დღის განმავლობაში აგროვებდა. ამგვარად, ჩინეთი მესამე სახელმწიფო გახდა აშშ-სა და სსრკ-ს შემდეგ, რომელმაც მთვარის გრუნტი მოიპოვა.

გაზიარება:
fb-share-icon0

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი