close
რქეოლოგია

ჩვენს წინაპრებში ადამიანის მსგავსი ტვინი პირველად 1.7 მილიონი წლის წინ გამოჩნდა

tvini-758×398

ეს “ტექნოლოგიისა” და კულტურის უფრო მაღალ, რთულ საფეხურზე გადასვლას ემთხვევა.

თითქმის ორი საუკუნეა, მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ადამიანები ჰომინიდებისგან, ანუ – ადამიანის მსგავსი მაიმუნებისგან წარმოიშვნენ. თუმცა, როგორც ჩანს, ძნელია, ზუსტად განვსაზღვროთ ამ ევოლუციური ხის ტოტები. განსაკუთრებით კი, იმის დადგენაა რთული, თუ როდის და სად შეიქმნა პირველი თანამედროვე ადამიანის მსგავსი ტვინი.

ადამიანისა და ადამიანის მსგავს მაიმუნს შორის განსხვავებები ნათელია. მაიმუნებთან შედარებით, ჰომო საპიენსის ტვინი უფრო დიდია. ასევე, ჩვენი შუბლის წილი ისეა მოწყობილი, რომ სხვადასხვა დავალებების შესრულება შეგვიძლია, როგორიცაა რაიმეს დამზადება, დაგეგმვა და ენის შესწავლა. აღსანიშნავია, რომ სხვა ჰომო სახეობებსაც ჰქონდათ გარკვეული შემეცნებითი სიახლეები.

ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ იყო მაიმუნებიდან ჰომოებამდე ამ კოგნიტური ევოლუციის დეტალების გარკვევა ძნელი, არის ის, რომ ტვინი არ “ინახება”. ამიტომ, მეცნიერებს არ შეუძლიათ, უშუალოდ შეისწავლონ პრიმატების ადრეული ტვინი. თუმცა, პირველყოფილი თავის ქალები ერთგვარ გასაღებს წარმოადგენს…

ახალ კვლევაში, მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა ჰომო სახეობის თავის ქალაზე ჩატარებული დაკვირვებები გააანალიზა, რათა პრიმატების ტვინის ევოლუცია მეტად გასაგები გამხდარიყო. ნაშთების თავის ქალაზე კომპიუტერული ტომოგრაფიის გამოყენებით, გუნდმა შექმნა გამოსახულებები იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყურებოდა ჰომოს ადრეული სახეობის ტვინის სტრუქტურები, შემდეგ კი ეს სტრუქტურები დიდი მაიმუნებისა და თანამედროვე ადამიანის ტვინს შეადარა.

შედეგების თანახმად, ჰომო სახეობებს ადამიანის მსგავსი ტვინი პირველად 1.7-1.5 მილიონი წლის წინ, აფრიკაში ჩამოუყალიბდათ. ეს შემეცნებითი ევოლუცია თანადროულად მოხდა – აღნიშნული ფაქტი “ტექნოლოგიისა” და კულტურის უფრო მაღალ, რთულ საფეხურზე გადასვლას ემთხვევა. ამ სახეობებმა უფრო დახვეწილი ქვის იარაღები შეიმუშავეს და ცხოველების საკვებ რესურსად გამოყენება დაიწყეს.

მიღებული მონაცემების საფუძველზე გუდნმა ჰიპოთეზა გამოთქვა – “ეს ნიმუში ტვინისა და კულტურის კოევოლუციის ურთიერთდამოკიდებულ პროცესებს ასახავს, სადაც კულტურულმა ინოვაციამ თავის ტვინის ქერქის აქტივობასა და საბოლოოდ, შუბლის წილის ტოპორაფიაში გამოიწვია ცვლილებები”.

ამასთან ერთად, გუნდმა დაადგინა, რომ ეს სტრუქტურული ცვლილებები მას შემდეგ მოხდა, რაც ჰომო სახეობებმა აფრიკიდან მიგრაცია დაიწყეს, როგორიცაა თანამედროვე ჯორჯია და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია, სადაც კვლევის ნაშთები აღმოაჩინეს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჰომო სახეობებს ჯერ კიდევ მაიმუნის მსგავსი ტვინი ჰქონდათ, როდესაც აფრიკა დატოვეს.

მიუხედავად იმისა, რომ კვლევამ შუქი მოჰფინა პრიმატების ტვინის ევოლუციას, მკვლევართა გუნდის თქმით, ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასარკვევი ადრეული ჰომო სახეობების შესახებ. ეს განსაკუთრებით საინტერესოა განსაკუთრებით აფრიკაში აღმოჩენილი ჰომო ნაშთების მორფოლოგიური მრავალფეროვნების ახსნის თვალსაზრისით.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

გაზიარება:
fb-share-icon0

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი