close
კვლევები

შუადღის ძილი ტვინზე დადებითად მოქმედებს, ის „გონების დაბერების” პროცესს 3-დან 6 წლამდე აფერხებს – კვლევა

შუადღის ძილი ტვინზე დადებითად მოქმედებს. ლონდონის უნივერსიტეტის მკვლევრების განცხადებით, დღის განმავლობაში მცირე ხნით ჩაძინება ხელს უწყობს მეხსიერებისა და კოგნიტიური ფუნქციების დიდი ხნით შენარჩუნებას. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

დაკვირვება ცხადყოფს, რომ ჩაძინება „გონების დაბერების” პროცესს  3-დან 6 წლამდე აფერხებს. თუმცა საიმედო შედეგები ძილის ნებისმიერ რუტინას არ უკავშირდება. მეცნიერები გვირჩევენ, რომ ჩაძინების ხანგრძლივობამ 30 წუთს არ გადააჭარბოს.

როგორც წესი, ადამიანის დღე-ღამეში ძილი ყველაზე მეტ დროს ბავშვობის პერიოდში, მოგვიანებით კი 65 წლის ასაკის შემდეგ იკავებს. გადატვირთული რუტინა ხელს გვიშლის, რომ ჩაძინებისათვის ყოველდღიურად დრო გამოვყოთ, თუმცა აღნიშნული კვლევის მიხედვით, შუადღის ძილი ყველაზე სასარგებლო სწორედ ახალგაზრდობაშია, სანამ კოგნიტიური უნარების შენარჩუნება შეგვიძლია. მეცნიერებმა ამ ეტაპზე 35 000 მონაცემი შეაგროვეს. რესპონდენტების უმეტესობა დიდი ბრიტანეთიდანაა. კვლევის მომდევნო ეტაპზე მათი მიზანია, დაადგინონ, დაგვეხმარება თუ არა ჩაძინება ალცჰაიმერის დაავადების პრევენციაში.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0