close
ამოგონება - ინოვაციაედიცინა

შექმნეს ხელოვნური თირკმელი, რომლის იმპლანტირების შემდეგ დიალიზი საჭირო აღარ იქნება

Capture3

მეცნიერებმა  ხელოვნური თირკმელი შექმნეს, რომლის იმპლანტირების შემდეგ დიალიზი საჭირო აღარ იქნება.

გასული წლის ნოემბერში, კალიფორნიის უნივერსიტეტის (UCSF) მკვლევარებმა  ექსპერიმენტის შედეგები წარმოადგინეს – მოწყობილობა, რომელსაც ისინი წლების განმავლობაში ქმნიდნენ წარმატებით, იმუნური რეაქციისა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გართულებების გარეშე ღორის ორგანიზმში ინპლანტირდა.

როგორც მეცნიერები აღნიშნავენ, მსოფლიოს მასშტაბით, თირკმლის დაავადების ბოლო, ურთულეს სტადიას 2 მილიონზე მეტი ადამიანი მკურნალობს. 2016 წლის მონაცემებით, აშშ-ში, თირკმლის გადანერგვა შესაძლებელი გახდა მხოლოდ 21 000 შემთხვევაში, როცა შესაბამისი დონორის პოვნა მოახერხეს.

აღსანიშნავია,რომ დიალიზი  თირკმლის მხოლოდ ერთ ფუნქციას ასრულებს კერძოდ ,წმენდს სისხლს ტოქსინებისგან და ბიოლოგიური თირკმლისგან განსხვავებით, არ იღებს მონაწილეობას არტერიული წნევის რეგულირებაში, არ უზრუნველყოფს ელექტროლიტურ ბალანსს და რა თქმა უნდა, არ აწარმოებს ჰორმონებს. შესაბამისად, დიალიზზე მყოფი პაციენტებიდან ცოცხალი საშუალოდ, 35% რჩება .

ახალი მოწყობილობა, რომელზეც მეცნიერები მუშაობენ,  ორი მთავარი კომპონენტისგან შედგება- ესენია: სისხლის ფილტრაციის სისტემა (hemofilter), რომელიც სისხლს ტოქსინებისგან ნანომეტრის სიფართის ფორების მქონე სილიკონის მემბრანებით ფილტრავს და მეორე – ერთგვარი ბიორეაქტორი. ეს უკანასკნელი ადამიანის თირკმლის უჯრედებს შეიცავს და ასრულებს ისეთ ფუნქციებს, როგორიცაა სითხის რაოდენობის რეგულირება, არტერიულ წნევაზე ზემოქმედება, მარილის დონის რეგულირება და რა თქმა უნდა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჰორმონების წარმოება. შესაბამისად, მოწყობილობის გამოყენების შედეგად, არამხოლოდ დიალიზის, არამედ დონორის საჭიროებაც იხსნება .

მეცნიერების ინფორმაციით,  ღორზე ჩატარებულ ექსპერიმენტზე დაყრდნობით, მოწყობილობის იმპლანტირება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გართულებებს არ იწვევს და ასევე, პოსტოპერაციული პერიოდის გასვლის შემდეგ, პაციენტის გადაადგილებასთან დაკავშირებულ დისკომფორტს არ უქმნის . ჯერ-ჯერობით, უცნობია ,როდის იქნება ტრანსპლანტი ხელმისაწვდომი დიალიზზე მყოფი პაციენტებისთვის.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

admin2

The author admin2

კომენტარის დაწერა