close
გამოგონება - ინოვაციაკვლევებიმედიცინა

შექმნეს სენსორი, რომელსაც ალცჰაიმერის დაავადების გამოვლენა სიმპტომების გაჩენამდე 17 წლით ადრე შეუძლია

გერმანიაში, რურის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს სენსორი, რომელსაც სისხლის ანალიზებზე დაყრდნობით შეუძლია ალცჰაიმერის დაავადება სიმპტომების გაჩენამდე 17 წლით ადრე გამოავლინოს. მოწყობილობა პეპტიდ ბეტა ამილოიდებზეა კონცენტრირებული, მათი არასწორი ფორმირება ტვინში ამ ტიპის დემენციისთვის დამახასიათებელი დანალექის გაჩენას უწყობს ხელს.
ახალი მეთოდი ალცჰაიმერის დაავადების ადრეული გამოვლენის კარგ საშუალებას იძლევა. 2000-დან 2002 წლამდე პერიოდში, კვლევაში მონაწილეების სისხლის პლაზმის ნიმუშები გააანალიზეს და შეარჩიეს 68 პირი, რომელთაც მომდევნო 17 წლის განმავლობაში ალცჰაიმერი დაუდგინდათ. როგორც აღმოჩნდა, 68 ადამიანის სისხლში გლიალური ფიბრილარული მჟავე ცილის (GFAP) კონცენტრაცია კლინიკური სიმპტომების გაჩენამდეც საეჭვო იყო და ბეტა-ამილოიდებთან ერთად ალცჰაიმერზე მიანიშნებდა. მეცნიერები გეგმავენ, რომ აღნიშნული მეთოდი გამოცადონ მოზრდილ ადამიანებში და ალცჰაიმერის დაავადების რისკი შეაფასონ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0