close
მსოფლიო

ყველაზე დიდი სასტუმრო მსოფლიოში

მსოფლიოშო ყველაზე დიდი სასტუმრო, სახელად “Abraj Kudai” 10 000 ნომრით, 70 რესტორნით, სახურავზე 5 ვერტმფრენის ასაფრენ-დასაჯდომი მოედნით, კინოთეატრებითა და სხვა გასართობი დაწესებულებებით მექაში, საუდის არაბეთში შენდება. მშენებლობა აქამდეც უნდა დასრულებულიყო, თუმცა, ფინანსური პრობლემების გამო გაჭიანურდა.
მიუხედავად ამ სტანდარტებისა, სასტუმრო გახსნის შემდეგ ვერ მოხსნის რეკორდს სიმაღლის მიხედვით, ის ვერ იქნება ყველაზე მაღალი სასტუმრო მსოფლიოში, რადგან გინესის რეკორდების წიგნში აღნიშნულია, რომ ამ დროისათვის მსოფლიოში ყველაზე მაღალი სასტუმრო არის გევორა, დუბაიში. ამ სასტუმროს სიმაღლე 356,33 მეტრია. ამჟამად მსოფლიოში ყველაზე დიდი სასტუმრო ნომრების მიხედვით არის სასტუმრო მალაიზიაში, 7 351 ოთახით.
სულ ცოტა ხნის წინ CNN-მა და ასევე სხვა მედია საშუალებებმა გამოაქვეყნეს სტატიები, სადაც ახსენებენ, რომ მსოფლიოში ყველაზე მაღალი სასტუმრო შანხაიში 19 ივნისს გაიხსნა, სახელად “J Hotel Shanghai Tower”, რომელიც 600 მეტრის სიმაღლისაა. ხოლო სასტუმრო “Abraj Kudai”-ის სიმაღლე სულ რაღაც 230 მეტრი იქნება. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ სასტუმროს აქვს პოტენციალი იყოს ყველაზე დიდი სასტუმრო, მაგრამ არა ყველაზე მაღალი.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0