close
ედიცინა

ღორის და ფრინველის გრიპს უფრო დიდი სიკვდილიანობა აქვს, ვიდრე კოვიდ 19-ს – დავით გადელია

BeFunky-collage-25-scaled

ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი, დავით გადელია კორონავირუსთანდაკავშირებით წერს და აცხადებს, რომ ღორის, ფრინველის გრიპს უფრო დიდი სიკვდილიანობა აქვთ ვიდრე კოვიდ19-ს ამიტომ პანიკის არანაირი საფუძველი არ არის.

ქვეყანაში მაქსიმალურად დალაგებულია ტრიაჟის, ანუ პაციენტთა სწორი გადანაწილების საკითხი- ავადმყოფს სტაციონარი სჭირდება, თუ მისი სახლში გაჩერებაც შეიძლება.

არანაირი პრობლემა არაა ამ მხრივ, განსაკუთრებით თბილისში. ბათუმში, ჯერ კიდევაა გარკვეული პრობლემები, რაც კადრების სიმცირითაა გამოწვეული.

ამავე დროს, ბევრად მეტი ვიცით ამ დაავადებაზე: როდისაა საშიში გადადების თვალსაზრისით, როგორ ავირიდოთ გადადება, რომელია რისკის ჯგუფი და ა.შ. ბევრადაა შემცირებული მკურნალობის ხანგრძლივობა, მუდმივად ხდება მკურნალობების პროტოკოლების განახლება. ამიტომ მინდა დაბეჯითებით გირჩიოთ, დაუჯერეთ ოჯახის ექიმებს! 

რამდენიმე შემთხვევა გვქონდა უკვე, როცა ოჯახის ექიმებმა არ ჩათვალეს ავადმყოფის სტაციონირება საჭირო და პაციენტს სახლში დარჩენა ურჩიეს. ამის მიუხედავად, თავად დაავადების სახელით შეშინებულმა პაციენტებმა მოგვაკითხეს კლინიკაში და მოითხოვეს სტაციონარული მკურნალობა.

სულ ორიოდე დღეში დამშვიდდნენ, მიხვდნენ რომ სახლშიც გააგრძელებდნენ თავისუფლად მკურნალობას (ზოგს, საერთოდ არც სჭირდებოდა), გამოთქვამდნენ სურვილს, პროტოკოლის მიუხედავად გაგვეშვა სახლში (პროტოკოლის დარღვევა კი არაა სასურველი). მსოფლიო გამოცდილების საფუძველზე, PCR კვლევებიც კი ამოღებულია გამოჯანმრთელების გაკონტროლებისას.

თებერვალშიც ვვარაუდობდით, რომ მოხდებოდა კოვიდის ე.წ. გრიპიზაცია (თუმცა ორგანოთა დაზიანების თვალსაზრისით, კოვიდ19-ს განსხვავებული პათოფიზიოლოგია აქვს). კიდევ ვიმეორებ იმას, რასაც თებერვალ- მარტში ვამბობდი: შიფტიან გრიპებს (ღორის, ფრინველის გრიპს რომ ეძახიან) უფრო დიდი სიკვდილიანობა აქვთ ვიდრე კოვიდ19-ს (ე.წ. “ესპანურ გრიპზე” საერთოდ არაა საუბარი!).

ამიტომ არაა პანიკის არავითარი საფუძველი, დაუჯერეთ ექიმებს პირველივე ეტაპზეც (ოჯახის ექიმებს) და თუ კლინიკაში მოხვდით- კლინიკის ექიმებსაც! და რაც მთავარია: საზოგადოებრივ ადგილებში მუდამ გეკეთოთ პირბადე! , – წერს დავით გადელია.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი