close
აქართველო

წარმოშობით ქართველი ვუნდერკინდი ამერიკაში ჭადრაკში რეკორდებს ხსნის

დად

„დოქტრინა“ ამერიკაში მოღვაწე წარმოშობით ქართველ მოზარდზე მოგიყვებათ და გაგაცნობთ ქართველ ვუნდერკინდს,  რომელიც ამერიკაში ჭადრაკის რეკორდებს ხსნის.

დევიდ დ’ანჯელო ქორაია, ქართველი ემიგრანტია, რომელიც 2008 წლის 20 იანვარს ქართველი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა, მანჰეტენზე.

2020 წლის ჭადრაკის საგაზაფხულო ტურნირზე დევიდმა საკუთარი შედეგები გააუმჯობესა და მთელი ამერიკის მასშტაბით საუკეთესო ათეულში მოხვდა, რაც ქართველი ემიგრანტისთვის დიდი მიღწევაა და ჩვენთვის კი საამაყო ფაქტი.

დევიდი  ჭადრაკით ექვსი წლის ასაკში დაინტერესდა, როდესაც პირველად მისი მშობლების თამაში ნახა და მალევე  პირველი სვლებიც აითვისა. პირველ ეტაპზე, დევიდი კვირაობით მამასთან ერთად, მანჰეტენზე,  ბრაიან პარკში  დადიოდა, რის შედეგადაც ჭადრაკის მიმართ მისი  სიყვარული და ინტერესი გაიზარდა.

2017 წელს კი – ის წარმატებით ჩაირიცხა  საქსესს აკადემიის კერძო სკოლაში, საიდანაც დაიწყო მისი ოფიციალური საჭადრაკო კარიერა.

დევიდი პირველივე ტურნირიზე მოხვდა სკოლის საჭადრაკო გუნდში, როგორც ყველაზე ახალგაზრდა ჭადრაკის მოთამაშე რომელიც მათ ოდესმე ყოლიათ.

აქედან მოყოლებული დევიდი სკოლის გუნდის ერთ-ერთი უძლიერესი ფავორიტიად იქცა . მან, ამ 3 წლის განმავლობაში, სკოლას  New York City პირველობა და  პრესტიჟული მე-2 ადგილი მოუტანა New York შტატის ჩემპიონატებში. ინდივიდუალურ შეჯიბრებებში კი დევიდმა მათელი ამერიკის მასშტაბით 2019 წელს მე-12 ადგილი დაიკავა, ხოლო 2020-ში მე-10 ადგილზე გავიდა. აღნიშნული შედეგები არც ისე ადვილი მისაღწევია ქვეყანაში, სადაც კონკურენცია ძალიან დიდია და მსგავს კონკურსებსა და თამაშობებში ჩართულობის კოეფიციენტი საკმაოდ მაღალი. თან გაითვალისწინეთ, რომ დევიდს მთელი წარმატებული კარიერა კიდევ წინ აქვს.

დევიდი მრავალმხრივ ნიჭიერი ახალგაზრდაა და  ჭადრაკის გარდა ძალიან უყვარს ეგრეთწოდებული “STEM”- ის სასწავლო პროგრამა (Science, Technology, Engineering and Mathematics). ამ სასკოლო საგნებში, ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით, დევიდი მთელი ამერიკის მასშტაბით საუკეთესო 2%-ში შევიდა , ხოლო ნიუ იორკის შტატის მათემატიკის გამოცდების მიხედვით – საუკეთესო 1%-ში.

2020 წლიდან დევიდი სწავლობს ხელოვნური ინტელექტის და რობოტული ტექნოლოგიების სკოლაში. სკოლაში ასწავლიან google – ის წამყვანი ინჟინრები და პროგრამისტები. პროგრამის მიზანია, ხელოვნური ინტელექტის გამოყენაბა კიბერ უსაფრთხოების სფეროში. მან 9 წლის ასაკში დამოუკიდებლად გააკეთა აპლიკაცია რის გამოც კოლუმბიის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლის სახელოსნოში მოხვდა, სადაც ხელოვნური ინტელექტის განვითარების თანამედროვე გამოწვევებზე მუშაობდნენ.

დევიდის მშობლები ქეთევან და ოთარ ქორაიები ქართველი ემიგრანტები არიან, რომლებმაც ქვეყანა 2006 წელს დატოვეს.  ისინი ამერიკაში საუკეთესო განათლების მისაღებად წავიდნენ.  მათ სწორედ ამერიკაში გაიცნეს ერთმანეთი, შეუღლდნენ და დაიწყეს ქართულ-ამერიკული ოჯახის შენება. დევიდის გარდა მათ ჰყავთ კიდევ ორი შვილი ენდრიუ და ანასტასია.

ასეთია ახალგაზრდა, ქართველი, ვუნდერკინდის დევიდ ქორაიას ამერიკული ცხოვება და ამჟამინდელი მიღწევების ჩამონათვალი, რომელსაც წინ კიდევ უამრავი გამოწვევა და გამარჯვება ელის. იმედია კიდევ ბევრჯერ ვიამაყებთ დევიდის მიღწევებით ქართველები და არა მხოლოდ. Doctrina.ge წარმატებებს უსურვებს დევიდს და ქორაიების ოჯახს.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

admin2

The author admin2