close
ს საინტერესოაედიცინასოფლიო

ფაუჩი Pfizer-ის ვაქცინაზე: შესაძლოა ის ხელმისაწვდომი ნოემბრის ბოლოდან გახდეს

96b98f6c755896bcc5f3f325078b92f8

აშშ-ს წამყვანი ინფექციონისტი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ Pfizer-ის ვაქცინა შესაძლებელია ხელმისაწვდომი ნოემბრის ბოლოდან გახდეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ფაუჩი აღნიშნავს, რომ მისი აზრით, Pfizer-ი გამოყენების ნებართვის მიღებას Covid-19 ვაქცინისთვის მომავალი კვირიდან შეეცდება.

„თუ მოვლენები შეფერხების გარეშე განვითარდა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ხელმისაწვდომი ნოემბრის ბოლოდან ან დეკემბრის დასაწყისიდან გახდება“, – განაცხადა ენტონი ფაუჩიმ.

თუმცა, წამყვანი ინფექციონისტი აღნიშნავს, რომ ყველანაირი კვლევა პრეპარატის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით უნდა დასრულდეს.

„უფრო დიდი ალბათობით, ვაქცინის მასობრივი გამოყენება მიმდინარე წლის ბოლოდან დაიწყება, რაც კარგია“, – განაცხადა ფაუჩიმ.

შეგახსენებთ, ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ის და გერმანული BioNTech-ის მიერ COVID-19-ის წინააღმდეგ შექმნილმა ვაქცინამ ტესტირების პირველადი ფაზები წარმატებით გადალახა. კომპანიების მიერ გამოქვეყნებული შედეგების თანახმად, ახალი ვაქცინის ეფექტურობა 90%-ს შეადგენს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი