close
აქართველო

ფასკუნჯმა, რომელსაც საქართველოში პირველად დაუმაგრეს GPS გადამცემი, გეზი აფრიკისკენ აიღო

245416773_4934171439945218_6103534070536422769_n

საქართველოში პირველად, ბუნების კონსერვაციის ორგანიზაცია „საბუკომ“ ფასკუნჯს GPS
გადამცემი დაუმაგრა. ქორისებრთა ოჯახის წარმომადგენელმა გეზი აფრიკისაკენ აიღო და 23 დღის
განმავლობაში 5 000 კმ-ზე მეტი იფრინა.
მოპოვებული მონაცემები მათ საშუალებას მისცემს ფრენის მარშუტს, სიმაღლესა და მიგრაციის
თავისებურებებს დააკვირდნენ. სხვა ლეშისმჭამელებთან ერთად, ფასკუნჯიც ინფექციების ბუნებრივი
მაკონტროლებელია, რაც ნიშნავს, რომ მათი პოპულაციის შემცირებას ჯაჭვური რეაქცია მოჰყვება
ლეშიდან დაავადებების გავრცელების თვალსაზრისით. როგორც საბუკოს ოფიციალურ გვერდზეა
ნათქვამი, ფასკუნჯის პოპულაციას საქართველოში კვერნაკის ქედზე დაგეგმილი ქარის ელექტრო
სადგური უქმნის საფრთხეს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი