close
kalaki-5-1-758×398

მილანში დაფუძნებულმა არქიტექტურულმა ფირმამ, Stefano Boeri Architetti, მექსიკის ქალაქ კანკუნში ინოვაციური დიზაინის მქონე, ბუნებით გაჟღენთილი ჭკვიანი ქალაქის მოდელი შექმნა. შენობა სავაჭრო ცენტრების ალტერნატიულ გეგმას წარმოადგენს.

ე. წ. ჭკვიანი ტყის ქალაქი “კანკუნი” მოიცავს 130 000 ადამიანისთვის განკუთვნილ საცხოვრებელ სივრცეს, 400 სხვადასხვა სახეობის 7 500 000 მცენარეს, რომლებიც ბოტანიკოსმა და ლანდშაფტის არქიტექტორმა, ლაური გატიმ შეარჩია. “ახალი საზოგადოებრივი პარკებისა და კერძო ბაღების, მწვანე სახურავებისა და ფასადების წყალობით, ბუნება ამ დაკავებული ტერიტორიების სანაცვლოდ, კვლავ დაიბრუნებს ბალანსს – მწვანე ადგილებისა და შენობების რაოდენობის გადანაწილების თვალსაზრისით” – ნათქვამია პრეს-რელიზში.

აღსანიშნავია, რომ გერმანული კომპანია Transsolar-ის დახმარებით, ქალაქი გარშემორტყმული იქნება მზის პანელებით, რაც მოსახლეობისთვის განახლებადი ენერგიის საკმარის რაოდენობას უზრუნველყოფს. ქალაქის სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიები კი გარს არტყია ურბანულ ნაწილს. მათი მორწყვა წყლის არხით მოხდება, რომელიც საზღვაო მილით მარაგდება და დემინერალიზაციის კოშკის დახმარებით იწმინდება.

რაც შეეხება ტრანსპორტირებას, აქ ტრადიციული მანქანების პარკინგი განთავსებული იქნება ქალაქის პერიფერიებზე ამის პარალელურად კი, სისტემა შიდა ელექტრო და ნახევრად ავტონომიური მანქანების არსებობას უზრუნველყოფს.

როგორც მდგრადი ურბანიზმის საცდელი ცენტრიSmart Forest City – Cancun მოწინავე კვლევის ცენტრსაც მოიცავს, რომელიც მდგრადი განვითარებისა და მწვანე ინფრასტრუქტურის განვითარებაზეა ორიენტირებული.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი