close
ისტორია

ტურისტებს ჩერნობილის საკონტროლო ოთახის ნახვის საშუალება ეძლევათ

ჩერნობილის ატომური სადგურის საკონტროლო ოთახს ტურისტებისთვის გახსნიან, თუმცა ადამიანებიიქ მხოლოდ სპეციალური კოსტიუმით დაიშვებიან.

იმ ადამიანებს, რომლებსაც რისკის ფასად  ჩერნობილის ატომური სადგურის მე-4 რეაქტორის მაღალი რადიაციის ტერიტორიის ნახვა სურთ, დამცავ კოსტიუმს, ჩაფხუტსა და ნიღაბს აძლევენ. ვიზიტის შემდეგ კი მათ ორ რადიოლოგიურ ტესტს უტარებენ.

ჩერნობიში ტურისტების რიცხვმა უკანასკნელი წლების განმავლობაში საგრძნობლად იმატა.

უკრაინის მთავრობას ჩერნობილში ტურიზმის კიდევ უფრო განვითარება სურს. „უკრაინის ტერიტორიის ამ ნაწილს ახალი სიცოცხლე უნდა შევძინოთ,“ – განაცხადა პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ჩერნობილის ახალი მეტალის თაღის ინაუგურაციაზე.

36,000 ტონა წონისა და 108 მეტრისიმაღლის მეტალის თაღი რეაქტორიდან რადიოაქტიური მასალის გაჟონვის თავიდან აცილების მიზნით შეიქმნა. 1,5 მილიარდი ევროს ღირებულების სტრუქტურა EBRD-ის მიერ ჩამოყალიბებული სპეციალური ფონდის საშუალებით განხორციელდა და 45 ქვეყნის მიერ იქნა დაფინანსებული.

ჩერნობილის კატასტროფა 1986 წელს მოხდა. მისი ტერიტორიის დიდი ნაწილი 2011 წელს ტურისტებისთვის გაიხსნა. უკრაინული ტურ ოპერატორები აცხადებენ, რომ ჩერნობილის ატომური სადგურის მიმართ ტურისტების ინტერესი განსაკუთრებით HBO-ს ახალი სერიალის „ჩერნობილის“ გამოსვლის შემდეგ გაიზარდა.

წყარო : cnn.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

Leave a Response