close
კოლოგია

საფრანგეთში ცხოველების საცირკო წარმოდგენებში მონაწილეობა აიკრძალება

_fe409eac-02fe-11eb-a0ae-05799bfe6215

საფრანგეთში გამართული კენჭისყრის შედეგების მიხედვით, 2023 წლიდან აიკრძალება საცირკო
წარმოდგენებში ცხოველების მონაწილეობა, ხოლო შვიდ წელიწადში ცირკის ცხოველების
საკუთრებაში ყოლა.
ახალი კანონმდებლობის მიხედვით, ცხოველების მიმართ არასათანადოდ მოპყრობაში მხილებული
პირები დაჯარიმდებიან 75 000 ევროს ჯარიმით, ზოგიერთ შემთხვევაში, სასჯელი 5 წლით
თავისუფლების აღკვეთასაც ითვალისწინებს.
ცხოველთადამცველებისთვის კენჭისყრის შედეგი ნამდვილად ისტორიული ნაბიჯია, თუმცა, ისინი
ისევ ითხოვენ ხარების ბრძოლისა და ნადირობის აკრძალვას. აღსანიშნავია, რომ 2017 წელს
გერმანიაში მსგავსი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, 2018 წელს ერთ-ერთი ცნობილი ცირკი
ჰოლოგრამებით გააფორმეს და იგი მდგრადი განვითარების კონკურსის ფინალისტია.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი