close
სტრონომია - კოსმოსი

სატურნის მთვარე ტიტანი მშობლიურ პლანეტას 100 – ჯერ უფრო სწრაფად შორდება, ვიდრე ამას მეცნიერები ფიქრობდნენ.

image

ახალი გამოკვლევის თანახმად, სატურნის უდიდესი მთვარე პლანეტასთან საკმაოდ ახლოს „დაიბადა“, მაგრამ 4,5 მილიარდი წლის განმავლობაში მან გადაინაცვლა იქ, სადაც ამჟამად ორბიტაზე მოძრაობს, პლანეტადან 1.2 მილიონი კილომეტრის დაშორებით.

ახალი კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ სატურნის მთვარის ორბიტა სატურნისგან დაშორებით 100 ჯერ უფრო სწრაფად ინაცვლებს, ვიდრე ამას მეცნიერები ვარაუდობდნენ.

მთვარეები იმ პლანეტებზე, რომლების გარშემოც მოძრაობენ, მცირე ძალის გარვიტაციულ ზემოქმედებას ახდენენ. ამ გრავიტაციული ურთიერთქმედების შედეგი არის ის, რაც დედამიწაზე ოკეანეებში ტალღებს იწვევს. ამ მიზიდულობისგან დედამიწის შიგნით წარმოქმნილი ხახუნი ქმნის სითბოს, რომელიც ცვლის პლანეტის გრავიტაციულ ველს. ეს მთვარეს დედამიწისგან თანდათან, წელიწადში დაახლოებით 3.8 სანტიმეტრით აშორებს.

ტიტანი სატურნს იგივენაირად იზიდავს, თუმცა მეცნერები ფიქრობენ, რომ სატურნის შიგნით წარმოქმნილი ხახუნი უფრო სუსტია, ვიდრე დედამიწაზე და ეს პლანეტა სატურნის აირისებრი შემადგენლობის გამოა.

მანამდე ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით მეცნიერები ფიქრობედნენ, რომ მთვარე სატურნს წელიწადში 0.1 სანტიმეტრით შორდებოდა, თუმცა ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ტიტანი სატურნს წელიწადში 100-ჯერ უფრო სწრაფად, 11 სანტიმეტრით შორდება.

კვლევის შედეგი თანხვედრაშია 2016 წელს ჯიმ ფულერის მიერ შეთავაზებულ თეორიასთან, რომლის თანახმად, ტიტანის გარე მიგრაცია გაცილებით სწრაფად ხდებოდა, ვიდრე ამას მანამდე ფიქრობდნენ. ამავე თეორიით, ტიტანი სატურნზე „გრავიტაციულ ზეწოლას“ ახდენს, რაც პლანეტის ვიბრირებას იწვევს, ამ ვიბრირებისგან წარმოქმნილი ენერგია კი მთვარეს უფრო სწრაფად გადააადგილებს, ვიდრე ამას აქამდე ფიქრობდნენ.

წყარო : space.com

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი