close
სტორიაულტურაელიგია და მეცნიერება

სად ინახება თამარ მეფის სასწაულმოქმედი ჯვარი, რომლითაც ის ომში მიმავალ ჯარს ლოცავდა

61519ded5577e236394cc5cbc1e2b221_thumb

ისტორიული წყაროები ამბობენ, რომ საქართველოში, ძელი ცხოვლისა ჩაბრძანებული იყო თამარ დედოფლის კუთვნილ სამ ჯვარში. ერთი მათგანი, რომელიც თამარის გულსაკიდი ჯვარი გახლდათ, ექვთიმე თაყაიშვილის მიერაა ქვეყანაში დაბრუნებული და არის მუზეუმში, ერთი დაკარგულია, მესამე კი გურიის ეპარქიაშია დაბრძანებული.

თამარის ჯვარი გურიის ყოფილი გუბერნატორის, გია სალუქვაძის ოჯახის კუთვნილება გახლდათ, რომელიც წინაპრებისგან მემკვიდრეობით გადაეცათ.

გია სალუქვაძე:

– ეს არის თამარ მეფის ჯვარი, რომელიც ჩემმა დიდმა ბაბუამ, არსენ სალუქვაძემ შემოინახა. ის მსახურობდა აჭის წმინდა გიორგის ეკლესიაში, დიაკვნად. 900-იანი წლების დასაწყისში, ჯერ კიდევ გასაბჭოებამდე, როცა გურიას რამდენჯერმე შემოესია თურქეთი, ბაბუამ გაიხადა მღვდლის სამოსელი, სოფელ აჭიდან ჩამოვიდა ბარში და წამოიღო ჯვარიც. მან შეადგინა ანდერძი, რომლის თანახმადაც, ეს ჯვარი უნდა გადასცემოდა მის შთამომავალს. ანდერძში ასევე ეწერა, რომ განსაკუთრებულად უნდა მოვფრთხილებოდით ჯვარს, – უცხოს არ შეახედოთო, გვაფრთხილებდა და ასევე, აუცილებლად უნდა დაბრუნებული ეკლესიის წიაღში.

ფოტოზე: აჭის წმინდა გიორგის ეკლესია

2007 წელს, როდესაც აჭის წმინდა გიორგის ეკლესიასთან ფუნქცონირება დაიწყო დედათა მონასტერმა და ალექსანდრა დედათა მონასტრის წინამძღოლი გახდა, ვაჩვენეთ ჯვარი და მან აღმოაჩინა მასზე წარწერა, რომელიც ჩვენ არ შეგვინიშნავს. ეს გახლავთ ძველქართული წარწერა: „ეს ჯვარი ბეთანიასა შინა შეიქმნა თამარისათვის, ლაშქრის სალოცად“. დედა ალექსანდრა დაინტერესდა და მოიპოვა ინფორმაცია, რომ  დიმიტრი ბაქრაძესა და ექვთიმე თაყაიშვილს ამ ჯვართან დაკავშირებით ჰქონიათ ჩანაწერები. ისინი წერდნენ, რომ რომ ეს ჯვარი, უდიდესი სიწმინდე დაკარგული იყო ეკლესიის წიაღიდან.

ფოტოგრაფ როინიშვილს 1898 წელს აღუბეჭდავს ჯვარი ფოტოზე, აჭის ეკლესიაში და ზუსტად ასეთი ფორმითაა იქაც, როგორც ახლა. შემდგომში ჯვრის ლუსკუმში ჩაბრძანება გადაწყდა. ის 100 წელი ინახებოდა ჩვენს ოჯახში. გურიაში პატრიარქი იყო ჩამობრძანებული ექვთიმე თაყაიშვილის სახლ-მუზეუმის გახსნაზე. მას მიუბრძანეს ჯვარი და უფრო მეტი სიწმინდე შეიგრძნო. აღმოჩნდა, რომ ჯვარზე მიმსჭვალული იესოს ფეხებთან  ჩატანებულია ძელიცხოვლის ნაწილი, რომელიც თამარ მეფეს ჩამოუტანია იერუსალიმიდან და ჩაუტანებია ჯვარში. ის დღემდე მასში დევს.

პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ამ ჯვრის აღდგენა და ძვირფასი ქვებით შემკობა არ მომხდარა და ის ისეთივე ფორმითაა დარჩენილი, როგორიც გადმოეცა ჩემს ოჯახს.

სადაც ახლა წმინდა გიორგის ეკლესიაა, თურმე თამარ მეფე სწორედ ამ გზით აცილებდა ჯვაროსნებს იერუსალიმში. მას ტრაპზონში ქართველი ჯვაროსანი მეომრები შეხვედრიან, უცნობებიათ, რომ იერუსალიმი ქრისტიანების მიერ იყო აღებული და არსებობს ვერსია, რომ გახარებულმა თამარმა ეს ჯვარი მაშინ გადასცა გურიელებს. სწორედ იქიდან მოხვდა ის აჭის ეკლესიის წიაღში.

სიწმინდე, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ მთელი საქრისტიანოს კუთვნილებაა, ამჟამად დაბრძანებულია გურიის ეპარქიაში. ასე რომ, იმ სამი ჯვრიდან, ეკლესიის წიაღში მხოლოდ ეს ჯვარი დაბრუნდა. აჭიდან 100 მეტრში არის უმოკლესი გზა აჭარის საზღვრამდე, შემდეგ ტრაპზონამდე, იერუსალიმის მიმართულებით. ამ გზაზე დადიოდა თამარ მეფე, გადმოცემის მიხედვით. იმ პერიოდში, როდესაც ეს ჯვარი სახლში იყო დაცული და არავის ვაჩვენებდით, ბავშვები ავად რომ გახდებოდნენ, ჩემი მეუღლე გამოაბრძანებდა ხოლმე ჯვარს, მიუტანდა ბავშვს ახლოს და გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, ბავშვი უმალ გამოკეთდებოდა ხოლმე, რადგან ჯვრისა და ძელიცხოვლის მადლი გადმოდიოდა.

აჭის ეკლესია მე-8 საუკუნისაა, მის უკანა კედელში ჩაშენებულია ქვა, რომელიც ჩუქურთმითაა გამორჩეული და გადმოცემის თანახმად, თუ ამ ქვას ხელს დაადებ და სურვილს ჩაუთქვამ, აუცილებლად აგისრულდება.

 

ავტორი: მარი ჯაფარიძე

წყარო : www.primetime.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

admin2

The author admin2