close
ს საინტერესოა

რუსული კომპანია, რომელიც გარდაცვლილი ადამიანის ტვინებსა და სხეულებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ ყინავს

gvghfhgfh

რუსული კომპანია KrioRus-ი გარდაცვლილი ადამიანის ტვინებსა და სხეულებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ გაყინულ მდგომარეობაში ინახავს. მისი „პაციენტები“ ის ადამიანები არიან, ვისაც სჯეროდათ, ან ვისი ახლობლებიც მიიჩნევენ, რომ მომავალში  მეცნიერები გარდაცვლილი ადამიანის გაცოცხლებას შეძლებენ.

კომპანიას ამჟამად 71 ადამიანის ტვინი აქვს გაყინული. რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებსაც კრიონიკის პროცედურის საშუალებით მთლიანი სხეულის გაყინვა სურთ, 36,000 აშშ დოლარის, იგივე მეთოდით ტვინის გაყინვისთვის კი – 15,000 აშშ დოლარის გადახდა მოუწევთ, ფასი შედარებით მაღალია სხვა ქვეყნების მოქალაქეებისთვის.

კომპანია KrioRus-ი ტვინებს თხევად ნიტროგენში, -196 გრადუს ცელსიუს ტემპერატურაზე, მაღალ კასრებში ინახავს.

ალექსეი ვორონენკოვმა კომპანიას გარდაცვლილი 70 წლის დედის ტვინი გაყინვა დაუკვეთა და იგივეს გაკეთებას საკუთარ ტვინზეც აპირებს. მიუხედავად იმისა, რომ დღემდე არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომ მეცნიერები ოდესმე ადამიანის გაცოცხლებას შეძლებენ, ვორონენკოს სჯერა, რომ დედამისს ერთ დღეს სიცოცხლეს დაუბრუნებენ.

რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ფსევდომეცნიერების კომისიის ხელმძღვანელის, ევგენი ალექსანდროვის შეფასებით, კრიონიკი „ექსკლუზიურად კომერციული საქმეა არანაირი მეცნიერული საფუძველი გააჩნია.“

„ეს არის ფანტაზია, რომლითაც მკვდრეთით აღდგომასა და სამარადჟამო ცხოვრების შესახებ ადამიანების იმედებზე სპეკულირებენ,“- განაცხადა ალექსანდროვმა რუსულ მედიასთან საუბარში.

KrioRus-ის დირექტორი ვალერია უდალოვა კი ამტკიცებს, რომ დიდი ალბათობით, კაცობრიობა განავითარებს ტექნოლოგიას, რომლითაც მომავალში ადამიანების გაცოცხლება გახდება შესაძლებელი. მისივე თქმით, კომპანიასთან ხელშეკრულება ასობით პოტენციურ კლიენტს აქვს გაფორმებული, რომლებიც 20-მდე სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან.

კომპანიის განცხადებით, KrioRus რუსეთსა და რეგიონში ერთადერთი კომპანიაა, რომელიც მოქალაქეებს კრიონიკის მომსახურებას სთავაზობს, აშშ-ში კი მას სულ ცოტა 2 კონკურენტი კომპანია ჰყავს.

წყარო : Reuters

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

admin2

The author admin2

კომენტარის დაწერა