close
აქართველო

რიონის ხეობის გადარჩენისთვის! – ბოლო მოვლენების შესახებ

172542163_848329409091317_1516261382905797685_n

175 დღეა რიონის ხეობაში პროტესტი გრძელდება ნამოხვანჰესის წინააღმდეგ. აქტივისტებმა გუმათის მიმდებარედ კარვების დადგმა მას შემდეგ დაიწყეს, რაც ქუთაისი – ალპანა – ცაგერის საავტომობილო გზა სამართალდამცველებმა ჯებირებით გადაკეტეს.

პროცესი კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში გადავიდა და 15 აპრილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორი და საქართველოს პარლამენტის სხვა წევრები. აღნიშნულ შეხვედრაზე მოძრაობის (რიონის ხეობის გადარჩენის) წევრმა 3 პირობა დააყენა: სამართალდამცველებმა უნდა დატოვონ ხეობის ტერიტორია და გზა გათავისუფლდეს, უნდა შეწყდეს სამშენებლო სამუშაოები და პროტესტის მონაწილეებს მისცენ ნება კარვები დააბრუნონ ნამოხვანში.

პოლიციამ 17 აპრილს გამთენიისას რკინის კონსტრუქციის ნაწილი აიღო, რაც სამი პირობიდან ერთ-ერთს წარმოადგენდა, მაგრამ ნამოხვანისკენ გადაადგილება კვლავ აკრძალულია.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოლაპარაკებების შემდეგ ნამოხვანის მშენებლობა 1 წლით შეჩერდება, მაგრამ ინფორმაცია დაზუსტებული არ არის.

ნამოხვანჰესის კასკადის პროექტი გულისხმობს, რომ რიონის ხეობაში უნდა აშენდეს ორი დამოუკიდებელი ჰესი: ზემო ნამოხვანის ჰესი და ქვემო ნამოხვანის ჰესი, რაც გამოიწვევს 3 სოფლის დატბორვას.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

გაზიარება:
fb-share-icon0

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი