close
ვლევებიედიცინა

რა კავშირია ვიტამინ D-სა და კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევებს შორის ?

ვიტამინი დ

კორონავირუსის პანდემიის გლობალური მონაცემების ანალიზის შედეგად მეცნიერებმა ვიტამინ D-ს მწვავე დეფიციტსა და სიკვდილიანობის მაჩვენებელს შორის კავშირი აღმოაჩინეს.

მკვლევართა ჯგუფი, რომელსაც Northwestern University-ი ხელმძღვანელობდა, აცხადებს, რომ გლობალური მონაცემებზე დაკვირვებით ვიტამინ D-სა და ციტოკინურ ქარიშხლს (ზეაქტიური იმუნური სისტემისგან გამოწვეული ჰიპერანთებითი მდგომარეობა) შორის კავშირი დაადგინეს, ისევე როგორც კავშირი დადგინდა ვიტამინ D-ს დეფიციტსა და სიკვდილიანობას შორის.

„ციტოკინური ქარიშხალი, შესაძლოა, ფილტვების მნიშვნელოვნად დაზიანების, რესპირატორული დისტრეს სინდრომისა და პაციენტებში სიკვდილის გამოწვევის მიზეზი გახდეს. სავარაუდოდ, სწორედ ეს არის კოვიდ-19-ით დაინფიცირებული პაციენტების დაღუპვის მიზეზი და არა უშუალოდ ვირუსის მიერ ფილტვების განადგურება. ეს არის გართულებები, რასაც იმუნური სისტემის არასწორი „ქცევა“ იწვევს.

მეცნიერების აზრით, სწორედ აქ თამაშობს მნიშვნელოვან როლს ვიტამინი D. მათი განმარტებით,  ის არა მარტო აძლიერებს ჩვენს თანდაყოლილ იმუნურ სისტემას, არამედ იცავს მას იმისგან, რომ სახიფათოდ ზეაქტიური გახდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმში ვიტამინი D-ს ჯანსაღ დონეს პაციენტების სერიოზული გართულებებისგან, მათ შორის სიკვდილისგან, დაცვა შეუძლია.

„ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ ამ გზით, შესაძლოა, სიკვდილიანობის მაჩვენებელი განახევრდეს. ორგანიზმში ვიტამინი D-ს საჭირო დონე პაციენტებს კორონავირუსისგან დაინფიცირებისგან ვერ დაიცავს, თუმცა მას დაინფიცირებულებში გართულებებისა და სიკვდილიანობის შემცირება შეუძლია,“- აღნიშნავენ კვლევის ავტორები.

მათივე განმარტებით, აღნიშნულმა კავშირმა, შესაძლოა, მედიკოსებს „კოვიდ-19“-ის გარშემო არსებული ბევრი საიდუმლოს ახსნის საშუალება მისცეს. „მაგალითად, როგორიცაა სიკვდილიანობის უფრო დაბალი მაჩვენებელი ბავშვებში. ბავშვებს შეძენილი იმუნური სისტემა ჯერჯერობით ბოლომდე განვითარებული არ აქვთ, რომელიც იმუნური სისტემის დაცვის მეორე ხაზია და მისი ზეაქტიურად გადაქცევის უფრო მაღალი ალბათბა არსებობს.“

მეცნიერების განცხადებით, მათი კვლევის შედეგი არ ნიშნავს იმას, რომ ვიტამინი D-ს მიღება ყველამ უნდა დაიწყოს. ის, თუ რა დოზით, ფორმით და რა დროს უნდა მიიღონ პაციენტებმა ვიტამინი D, ამას მედიკოსები შემდგომი კვლევების შედეგებზე დაყრდნობით დაადგენენ. ისინი მოქალაქეებს აფრთხილებენ, რომ ვიტამინი D-ს თვითნებურად და გადაჭარბებული დოზით მიღებამ, შესაძლოა, მნიშვნელოვანი უარყოფითი შედეგები გამოიწვიოს.

ცნობისათვის, კვლევის ფარგლებში მევცნიეებმა ჩინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ირანის, სამხრეთ კორეის, ესპანეთის, შვეიცარიის, გაერთიანებული სამეფოსა და აშშ-ს კლინიკებსა და საავადმყოფოებში არსებული მონაცემების სტატისტიკური ანალიზი განახორციელეს.

წყარო : sciencedaily.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ  

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

admin2

The author admin2