close
ვლევები

რა არის ანტისხეულზე დამყარებული სწრაფი ტესტი და რამდენად ზუსტია მისი საშუალებით დასმული დიაგნოზი

djhabfjashasjhsa

დიდმა ბრიტანეთმა 3,5 მილიონი ერთეული ანტისხეულზე დამყარებული სწრაფი ტესტი შეიძინა, რომლის საშუალებითაც Covid-19-ის დიაგნოზირებაა შესაძლებელი.
დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ მალე ქვეყნის მოსახლეობა ანტისხეულზე დამყარებული სწრაფი ტესტის ჩატარებას სახლის პირობებში შეძლებს. ტესტების შეძენა კი უახლოეს მომავალში Amazon-ისა and Boots-ის საშუალებით იქნება ხელმისაწვდომი.
რა არის ანტისხეულზე დამყარებული სწრაფი ტესტი?
არსებობს 2 ტიპის სწრაფი ტესტი. ერთი არის ანტისხეულის სისხლში აღმოჩენაზე დაფუძნებული ტესტი. ტესტი ტარდება მოწყობილობით, რომელიც თითზე ჩხვლეტის საშუალებით სისხლის სინჯს იღებს სადაც მედიკოსები ეძებენ 2 ტიპის ანტისხულს, ესენია იმუნოგლობულინი G და იმუნოგლობულინი E. როდესაც ორგანიზმში შედის ინფექცია, ადამიანის ორგანიზმი ამის წინააღმდეგ გამოიმუშავებს ანტისხეულს. თუ გაჩნდა იმუნოგლობულინი G, ეს ნიშნავს, რომ ადამიანს ინფექცია გადატანილი აქვს და მის მიმართ გარკვეული იმუნიტეტი აქვს გამომუშავებული. სწრაფი ტესტი ამას დაახლოებით 15 წუთში ადგენს.
ის ტესტები, რომლებსაც ამჟამად დიდი ბრიტანეთის მთავრობა იყენებს, ადგენს მხოლოდ იმას, აქვს თუ არა ადამიანს კორონავირუსი მოცემული მომენტისთვის და არა იმას, გადატანილი აქვს თუ არა მას ინფექცია და არის თუ არა გამოჯანმრთელებული.
ანტისხეულებზე დაფუძნებულ ტესტებს „სეროლოგიური რეაქციასაც“ უწოდებენ.
რა არის ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტი?
არსებობს კიდევ ერთი ტიპის სწრაფი ტესტი – ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტი, რომელიცადგენს არა ანტისხეულების, არამედ ანტიგენების ყოფნას სისხლში. ანტიგენი არის ვირუსის ფარგლებში წარმოქმნილი სტრუქტურა, რომელიც განაპირობებს ინფექციის წინააღმდეგ საბრძოლველად იმუნური სისტემის პასუხის წარმოქმნას. მისი აღმოჩენა სისხლში ანტისხეულების წარმოქმნამდეა შესაძლებელი.
ანტიგენზე დაფუძნებული ტესტი ეფექტურია, ვინაიდან იმუნურ სისტემას საჭირო რაოდენობის ანტისხეულების წარმოსაქმნელად რამდენიმე დღე სჭირდება, ანტიგენების აღმოჩენა კი ინფექციის გაჩენისთანავეა შესაძლებელი.
ანტიგენებზე დაფუძნებული ტესტების საშუალებით ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის, მალარიისა და გრიპის დიაგნოზირებას ახორციელებენ.
რა ეღირება ტესტი და რომელი კომპანია ამზადებს მათ?
დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას ტესტის ღირებულების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია, თუმცა, ცნობილია, რომ ბირტანული კომპანია SureScreen-ის მიერ დამზადებული ტესტების ფასი 6 გირვანქა სტერლინგია (1 £ = 1,25 $). კომპანია აცხხადებს, რომ ტესტის სიზუსტე 98 პროცენტია.
დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ პირველ ეტაპზე 3,5 მილიონი ტესტი შეიძინა, რაც, ბუნებრივია, ქვეყნის მთელი მოსახლეობისთვის საკმარისი არ იქნება, თუმცა მას შემდეგ, რაც ტესტები Amazon-ისა and Boots-ის საშუალებით გახდება ხელმისაწვდომი, მის შეძენასა და გამოყენებას გაცილებით მეტი ადამიანი შეძლებს.

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

admin2

The author admin2