close
სტორია

რატომ გაიცა 1974 წელს რამზეს II-ის მუმიის სახელზე მოქალაქის დამადასტურებელი მოწმობა?

ramesses-ii-passport_0

3 ათასი წლის წინ გარდაცვლილი ძველი ეგვიპტის ყველაზე დიდებული ფარაონი რამზეს II ქვეყანას 66 წლის განმავლობაში მართავდა. მის სახელს ერთი საინტერესო ფაქტი უკავშირდება, რამზეს II-ის მუმიის სახელზე მოქმედი მოქალაქეობის დამადასტურებელი მოწმობაა გაცემული.

რამზეს II ქალაქ თებეს მოპირდაპირე მხარეს მდებარე მეფეთა ველზე, აკლდამაში დაკრძალეს. თუმცა, შემდეგ ქურუმებმა დეირ ელ-ბაჰარის მუმიების საცავში გადაასვენეს. საბოლოოდ, მუმია ქალაქ კაიროში მდებარე ეგვიპტის მუზეუმში გადაიტანეს. 1974 წელს კი შენიშნეს, რომ მუმიის მდგომარეობა მკვეთრად უარესდებოდა და გამოსაკვლევად საფრანგეთში გადატანა გადაწყვიტეს.

თუმცა, ეგვიპტის კანონმდებლობის თანახმად, მიცვალებულსაც კი სჭირდებოდა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. გარდა ამისა, სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნებისათვის სამართლებრივი დაცვის მექანიზმიც უნდა შექმნილიყო. შესაბამისად, რამზეს II-ის მუმიის სახელზე გაიცა პასპორტი ფოტოსურათითა და მითითებული პროფესიით – მეფე. პარიზის ეთნოლოგიურ მუზეუმში ნეშტის მდგომარეობის გაუარესება კი სოკოვან ინფექციას დააბრალეს. რამზეს II გახდა მსოფლიოში პირველი და უკანასკნელი მუმია, რომლის სახელზეც მოქმედი პასპორტი არის გაცემული.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი