close
sikvdilissachukrebi_600b34da9a364

რა კავშირშია ერთმანეთთან თბილისის სიმბოლო, მშვიდობის ხიდი და ჰარი პოტერის ახალი გამოცემა?

ჰარი პოტერის ყველაზე გაყიდვადი წიგნების სერიის იტალიური გამოცემის დასკვნითი წიგნის, ,,ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრების”, ყდაზე გამოსახული ხიდი ძალიან ჰგავს თბილისის სიმბოლოს, მშვიდობის ხიდს.

რატომ უნდა იყოს გამოსახული ჰარი პოტერის წიგნის ყდაზე ეს ხიდი? არა იმიტომ, რომ ყდის დიზაინერს უბრალოდ ძალიან მოსწონს საქართველო, თუმცა შეიძლება ასეც არის, არამედ იმიტომ, რომ მშვიდობის ხიდისა და ჰარი პოტერის იტალიური გამოცემის გარეკანის ავტორი ერთი და იგივე ადამიანია, იტალიელი არქიტექტორი და დიზაინერი მიკელე დე ლუკი. არქიტექტორს ასევე ეკუთვნის  შსს-ს შენობა, ავლაბრის რეზიდენცია და სასტუმრო მედეა.

იტალიური გამოცემა, Sky იუწყება, რომ ამ დრომდე ჰარი პოტერის უამრავი გამოცემა დაიბეჭდა, ყველა მათგანი განსხვავებული იყო, თუმცა არცერთი მათგანი იპყრობდა ყურადღებას ყდის ილუსტრაციაზე გამოსახული ჯადოსნური სამყაროს არქიტექტურით. სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს ეთანამშრომლათ მსოფლიოში ცნობილ არქიტექტორებთან, რომელთა რიგებშიც აღმოჩნდნენ მიკელე დე ლუკი და გამომცემლობა ,,Salani”.

ჰარი პოტერის წიგნების სერიის ყველა ნაწილის ყდა ერთმანეთისგან განსხვავებულია და ჯოან როულინგის მიერ შექმნილ სამყაროს აღწერს წიგნის შინაარსთან თანხვედრაში.

,,ჰარი პოტერის ყდების შექმნისას მე და ჩემმა სტუდიამ ყველაზე მეტად გამორჩეული არქიტექტურული ელემენტები ამოვკრიბეთ, რათა მკითხველის წარმოსახვაში სამყაროს დიდებულება ისეთი სცენარით გაგვეცოცხლებინა, როგორიც აქამდე არ გინახავთ. ფენტეზის ჟანრის თანამედროვე არქიტექტურასთან შერწყმით მივიღეთ შედეგი. ეს შედეგი კი ჰარი პოტერის ჩვენეულ აღქმასა და კოლექტიურ აღქმას შორის გადებული ხიდია”.— ამბობს მიკელე დე ლუკი.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი