close
აქართველო

პირველი ქართველი ქალი მეზღვაურები

1DCD1106-EF50-4311-9A14-DBB851EE14B6

საქართველოს ისტორიაში პირველი ქართველი ქალი მეზღვაური იულია ფაილოძე 1919 წელს, ხონის რაიონის სოფელ დიდღვაბუნაში დაიბადა. 7 კლასის დასრულების შემდეგ სწავლა ბათუმის საზღვაო ტექნიკუმში, ჰიდროტექნიკურ ფაკულტეტზე განაგრძო ნინო კალანდაძესთან, შუშანა თუმანიშვილთან და ვაიდე გვარიშვილთან ერთად.
გოგოებმა კარგად სწავლისთვის დირექციის პატივისცემა დაიმსახურეს და როდესაც პრაქტიკის დრო დადგა, მათ ერთი წინააღმდეგობის გადალახვა მოუწიათ. ხელმძღვანელობამ გემზე გაშვებამდე მათ მშობლებთან შეხვედრა მოისურვა. რადგანაც ოჯახის წევრებისთვის გამხელა ოცნებაზე ხელის აღებას ნიშნავდა, გოგოებმა მშობლების მაგივრად ხელმძღვანელობას ნაცნობ-მეზობლები შეახვედრეს.
1940 წელს სწავლა დასრულდა. იულია და ნინო ვლადივასტოკის სანაოსნოში, შუშანა და ვაიდე კი ბაქოში განაწილდნენ. ოჯახებსაც მაშინ გაუმხილეს ოცნების შესახებ და რომ შორეული ნაოსნობის შტურმანები იყვნენ. იულიასა და ნინოს სახიფათო თავგადასავალი დაატყდათ თავს. ხშირად მტრის თვითმფრინავების ბომბების ქვეშ უწევდათ ცურვა. სან-ფრანცისკოს პორტი გოგოების უკანასკნელი შეხვედრა აღმოჩნდა. უკან დაბრუნებისას ლა-მანშის სრუტეში “დონბასი” ფაშისტებმა დაბომბეს. სამწუხაროდ, ნინო კალანდაძე ეკიპაჟთან ერთად დაიღუპა. იულია ოდესის სანაოსნოში გადავიდა, თუმცა 1948 წელს, ხელისუფლების განკარგულებით, საბჭოთა კავშირში მცხოვრებ ქალებს ფლოტში სამსახური აეკრძალათ. იულიასაც საქართველოში დაბრუნება მოუწია. 1949 წლიდან იგი ბათუმის საზღვაო სასწავლებელში, ხელმძღვანელის მოადგილედ მუშაობდა. შორეული ნაოსნობის პირველი ქართველი ქალი მეზღვაური ასევე მეორე მსოფლიო ომის მონაწილე გახლდათ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი